თავის ქალა, რომელმაც მსოფლიო მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა
21-10-2013
თავის ქალა, რომელმაც მსოფლიო მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა
"დმანისის აღმოჩენამ ყველაფერი შეცვალა!"

The Guardian: "დმანისელი თავის ქალა" ევოლუციის ისტორიას თავდაყირა აყენებს!"

ჯორჯ ავგუსტინი: "ეს არის ყველაზე სრულყოფილი უძველესი თავის ქალა მთელ მსოფლიოში!"


საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. 2013  წლის 18 ოქტომბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია სახელწოდებით ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია", რომლის ავტორები არიან ქართველი მეცნიერები: დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი, თანაავტორები კი სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელი უცხოელი მეცნიერები: ფილიპ
რაიტმაიერი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), კრისტოფ ცოლიკოფერი, მარსია პონცე ლეონი (ციურიხის უნივერსიტეტი) და იოელ რაკი (თელ-ავივის უნივერსიტეტი). ამ სტატიის შინაარსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გამოცემა Science-მ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ს
ამეცნიერო ჟურნალია და ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიო მეცნიერული კვლევების შედეგებს, დმანისის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას თავისი გარეკანიც დაუთმო. ამ აღმოჩენის შესახებ დაიწერა "ნიუ-იორკ თაიმსის", "გარდიანის" "დეილ მეილის" ფურცლებზე, მოვლენა გაშუქდა  BBC-ისა და  CNN-ის ეთერით.

ისიც უნდა ითქვას, რომ დმანისის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას ჟურნალი უკვე მესამედ უძღვნის ვრცელ სტატიას. უკანასკნელი აღმოჩენა თავისი მნიშვნელობით წინამორბედებს აჭარბებს კიდეც...
სტატიაში განხილულია ახალი (მეხუთე) თავის ქალა, რომლის ლაბორატორიულმა დამუშავებამ და უახლესი მეთოდების გამოყენებით მეცნიერულმა კვლევამ რვა წელს გასტანა. ეს უძველესი ნაშთი 2005 წლის არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენაში. თავის ქალა იმავე ინდივიდისაა, რომელსაც 2000 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბა ეკუთვნოდა. მკვლევრებმა - გიორგი ნიორაძემ და გოჩა კილაძემ, რომლებიც გათხრებზე მუშაობდნენ, პირველად აიღეს ხელში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალა, თუმცა მთავარი სათქმელი მეცნიერული კვლევის შემდეგ უნდა თქმულიყო...

და აი, რვა წელი მუშაობდნენ და ელოდნენ შედეგს ქართველი მეცნიერები. შედეგმა მსოფლიო შეძრა. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გვითხრა: "ეს არის აღმოჩენა, რომელიც ეყრდნობა ყველაზე სრულყოფილ ნამარხს მსოფლიოში. ეს თავის ქალაც, აქამდე აღმოჩენილი ოთხი თავის ქალის მსგავსად, მილიონ რვაასი ათასი წლისაა. იგი პირველი ნიმუშია, რომლის მიხედვით მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს. დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას, დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე სრულყოფილი კოლექცია ადრეული ჰომოს თავის ქალებისა, ამასთანავე, გვაქვს იმდროინდელი ქვის იარაღები, ცხოველთა ნაშთები. ეს გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი ჰომინიდების ევოლუციაში".

Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ცნობილი მეცნიერი კრისტოფ ცოლიკოფერი  წერს: "დმანისური აღმოჩენები იმდენად სხვადასხვაგვარად გამოიყურება, რომ ჩნდება ცდუნება, ისინი სხვადასხვა სახეობას მივაკუთვნოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ინდივიდები ცხოვრობდნენ ერთ ადგილზე და ერთ გეოლოგიურ დროში, ასე რომ, შეიძლებოდა ერთი პოპულაციისა და ერთი სახეობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ".

სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ჰომოს გვარის წარმომადგენლები, მათ შორის - აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები, ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს. ეს აიძულებს მეცნიერებს, გააანალიზონ დამკვიდრებული მოსაზრებები ადრეული ჰომოს რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.
ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ტიმ უაიტი  აღნიშნავს: "ეს განსაკუთრებული  ნამარხია, რომელსაც დიდხანს არ მოაკლდება მეცნიერთა ყურადღება."

ეს ნაშთები სხვადასხვა ადგილზე რომ აღმოჩენილიყო, იტყოდნენ, რომ უძველეს დროს დედამიწაზე მართლაც სხვადასხვა პოპულაცია ცხოვრობდა. მეცნიერებს ისედაც ჰქონდათ ასეთი მოსაზრება. დმანისის აღმოჩენამ ყველაფერი შეცვალა! თავის ქალების კომპიუტერულმა შესწავლამ დაადასტურა, რომ დმანისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდივიდთა შორის სხვაობა პოპულაციური კი არ არის, არამედ ინდივიდუუმის დონეზეა განსახილველი. მეცნიერები უკვე ადასტურებენ, რომ ეს სხვაობა ერთი სახეობის ფარგლებშია და ეს სახეობა შესაძლებელია Homo erectus-ი იყოს.

უდიდეს აღმოჩენას, რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა დიდი გამოფენა მიუძღვნა.

გამოფენაზე დმანისში აღმოჩენილ მეხუთე თავის ქალასთან ერთად წარმოდგენილი იყო 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები.
აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა პროფესორი ჯორჯ ავგუსტინი, რომელმაც აღნიშნა: "დმანისის მეხუთე თავის ქალა არის რევოლუცია! მისი კვლევის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ და მივყვეთ ჰომოს განვითარების ევოლუციურ ხაზს. ეს აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას, დავადასტუროთ: დმანისში 1 800 000 წლის წინათ უკვე არსებობდა ისეთი სახეობა, რომელიც დღემდე უცნობი იყო ჩვენი მეცნიერული სამყაროსთვის. ეს არის ყველაზე სრულყოფილი უძველესი თავის ქალა მთელ მსოფლიოში!"

თავის ქალა, რომელმაც მსოფლიო მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ წარუდგენს საქართველოს, როგორც დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს კერას!..
კახა
22 ოქტომბერი 2013 19:33
ადამიანის საყურადღებოდ!
მეცნიერები კი არ ერთობიან არამედ მუშაობენ. გართობაში ფულს არავინ გადაგიხდისარსად საქართველოს გარდა.
შენ რომ სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა სეგეძლოს მაგას არ იტყოდი, მაგრამ თვითონ ერთობი და გიხარია.
თუ აღმოჩენების ასაკის დადგენა საეჭვოდ მიგაჩნია, გირჩევ წაიკითხო რამე რადიოკარბონტესტის შესახებ და თუ გაიგე, ვინ შეიცვლის აზრს მაგასაც ვნახავთ.
კახა
22 ოქტომბერი 2013 19:27
ყველა გამოქვეყნებული სტატია იმეორებს ერთ დაა იმავეს. იმას, რომ ეს მეხუთე თავის ქალა ისე განსხვავდება სხვებისაგან, რომ სხვა სახეობასაც კი შეიძლება მიეკუთვნოსო. მაინც ჯიუტად იმეორებენ ავტორებიც და კაცმა არ იცის ვის მიერ ანგაჟირებული სხვა მეცნიერებიც, რომ ეს ახალი თავის ქალა ჰომო ერეკტუსს ეკუთვნის და აფრიკელი ერეკტუსის ჩამომავალია. ამის დამადასტურებელი საბუთი მათ ერთიც არ აქვთ, მაგრამ პოლიტიკისგან მართული ადამიანის ევოლუციის მამებს ეს უფო აწყობთ.
ორიგინალ პუბლიკაციაში მინიშნებულია, რომ ისინი თანადროულად!!!, რამდენიმე ასწლეულის დაშორებით აღმოჩნდნენ დმანისის სამარხში. სრულიად შესაძლებელია, სწორედაც სხვადასხვა ჰომინიდების პოპულაციასთან გვქონდეს საქმე. ამის დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ ანთროპოგენეტიკურ კვლევებს შეუძლიათ, რომელიც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა.
სხვათა შორის შარშანწინ დასრულებულმა ნეანდერტალელის გენომ-პროექტმა აჩვენა,რომ ნეანდერტალელი ჰომინიდი, რომელიც ბევრად უფრო ახალგაყრდაა ჰომო ერეკტუსზე, ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ანუ ჰომო საპიენსის უშუალო წინაპარი არ ყოფილა. მაშ რატომ უნდა ჩავთვალოთ ეს დმანისელი პრიმატები ადამიანის წინაპრად. ან რატომ არ ჩატარდა რვა წლის მანძილზე მსგავსი კვლევები.
რაც რენომირებულ ჟურნალებს შეეხება არის ის რომ თუ ფულს გადაიხდი, რასაც გინდა იმას გამოგიქვეყნებენ. ასე რომ ეს აღმოჩენა უფრო სენსაციაა სენსაციისთვის და არა მეცნიერებისათვის, ე.წ. პირველ ევროპელზე საუბარი კი სრული უაზრობა. გარდა ამისა რას ჩააცივდნენ ამ დმანისურ ძვლებს, როცა ჰომინიდების მთელი წყება სხვა ნაშთები დიდი ხანია არმოჩენიალია საქართველოს თერიტორიაზე, მაგ ტყიბულის, თერჯოლის თუ საჩხერე-ჭიათურის მიდამოებში, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ შეუდარებიათ დმანისელი არსებებთან.
დაბოლოს, სწორედ ეს მეხუთე თავი შეიძლება ადასტურებდეს იმას, რომ დედამიწაზე სხვადასხვა სახეობის პრიმატები არსებობდნენ მაშინაც, ისევე როგორც დღეს და ზოგიერთი სახეობა არა ვინმეს წინაპარს,არამედ ევოლუციური ჩიხის შტოს წარმოადგენენ.
beso
21 ოქტომბერი 2013 19:48
adamiani,

ღმერთმა, რომ შექმნა მას დროის ფაქტორი არა აქვს, მან დროში შექმნა ყველა სახეობა. დროს ფაქტორს ბიბლიური მეტაფორილი მსჯელობები უარყოფს?
ეს აღმოჩენა მართლაც ღირსესანიშნავია. ეს ასამარებს დღემდე ჩვენს წარმოდგენებს ჰომო საპიენსის წარმოშობის დროსა და მსვლელობაზე.
არასდროს, დღემდის არსებული წარმოდგენები, აზრობრივად მართებული არ მიმაჩნდა. ჰომო საპიენსის დედამიწაზე გაჩენის არსებობის ისტორია იმაზე დიდად ხანგრძლივია, ვიდრე მასზე მეცნიერული წარმოდგენებში იყო აღნიშნული. რა მერე რომ ამაზე ფაქტობივი მასალას მოძიება გაძნელებულია. ადამიანის ფიზიკურ,ფსიქოლოგიურ, აზრობრივი მოცემულობა რაღაც 20 ან 40 ათასწლეულის უკან შეუძლებელია ნახტომისებურად ჩამოყალიბებულიყო. თუ დანარჩენი ინტელექტუალური სრულყოფილება ყვავი, ზვიგენი, რვაფეხა ან დელფინი მილიონობით წლის უკან შეიქმნა, შეუძლებელია ჰომო საპიენსი გუშინწინ გაჩენილიყო. ეს ისე, როგორც ნილს ბორი იტყოდა, es ase unda iyos da sxvanairad ver iqneba.
გიხაროდეთ, რომ ეს აღმოჩენა მოხდა და ისიც ჩვენს სამშობლოში, ამით ეს ქვეყანა უფრო ცნობადი გახდება. აქ არ არის ჩვენს ჯისა და ჯილაგზე საუბარი, არამედ ზოგადად ადამიანის ევოლუციაზე საუბარი.

რედაქტორის რჩევით