რატომ ეგონათ თბილისში ჩამოსული დე ნირო სომეხი არტაშა
18-01-2014
რატომ ეგონათ თბილისში ჩამოსული დე ნირო სომეხი არტაშა
ამონარიდი:

- ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო 1986 წელს თბილისს ეწვია. თან ახლდნენ ქალიშვილი ბოიფრენდითურთ და ვაჟი. ერთ დილას გასასეირნებლად სასტუმრო "მეტეხიდან" ავლაბარში დაეშვა ფეხით, მარტო. მერე მახლობელ პარკში სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალი მიადევნა საქმეზე მიმავალ ავლაბრელებს. ეგონა, გარს შემომეხვევიან, ტაშს დამიკრავენო, მაგრამ ზედაც არავინ შეხედა.
ნაწყენმა თანმხლებს და მეგზურად მიმაგრებულ მწერალ რეზო თაბუკაშვილს შესჩივლა, - ქართველები ვერ მცნობენო. რეზოს ჩაეღიმა, - შე კაცო, ავლაბარში რომ გამოიჭიმე,
ვინ გიცნობდა, ყველას სომეხი არტაშა ეგონებოდიო.
ნი
07 ივნისი 2015 11:47
გოგის კომენტარი მაგარი იყო :D
merabi
28 იანვარი 2014 14:35
ბადრი, სასტუმრო მეტეხი ძალიან დიდი ხანია არსებობს, ახლა ძველი მეტეხი ქვია. ის სხვა მეტეხია შენ რომ წერ და მას მეტეხი პალასი ქვია. ასე რომ ჟურნალისტები არ ცდებიან.
ბადრი
22 იანვარი 2014 12:48
მეტეხი 1991 წელს გაიხსნა (ამოქმედდა) და არა 86 ან 89 წ. "მაგარი" ჟურნალისტები გვყავს! მეტეხის საიტზე მაინც ჩაეხედათ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?