პრეისტორიული ხვლიკი, სახელად ობამა - კვირის პალიტრა

პრეისტორიული ხვლიკი, სახელად ობამა

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან პრეისტორიული ხვლიკის ახალი სახეობის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის სახელი დაარქვეს.

მკვლევარმა ნიკოლას ლონგრიჩმა აღმოაჩინა ხვლიკის სახეობა, რომელიც ამერიკის შტატ მონტანას ტერიტორიაზე ბინადრობდა. ლონგრიჩის თქმით, ობამადონი, დინოზავრების მსგავსად, დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების შემდეგ დაიღუპა. ეს ასტეროიდი ჩიკსულუბის სახელით არის ცნობილი. დედამიწას იგი დაახლოებით 65 მილიონი წლის წინათ შეეჯახა.

ლონგრიჩი ვარაუდობს, რომ ხვლიკი დაახლოებით 30 სანტიმეტრი სიგრძის იყო. ჰქონდა ბასრი კბილები და მწერებითა და მცენარეებით იკვებებოდა.

ობამადონზე საუბრისას მკვლევარმა აღნიშნა, რომ დინოზავრებთან ერთად, დიდი ქვეწარმავლების - ხვლიკებისა და გველების არაერთი სახეობა გადაშენდა.

მომზადებულია USNews-ის მასალის მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”