უცხო ცხოველს 8-ტონიანი ქანდაკება მიუძღვნეს - კვირის პალიტრა

უცხო ცხოველს 8-ტონიანი ქანდაკება მიუძღვნეს

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ჩენდუსთან ახლოს, არქეოლოგებმა უცნობი ცხოველის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ორი ათასი წლისაა. სტატუის სიგრძე 3 მეტრს აჭარბებს, სიმაღლე ნახევარი მეტრია, სიგანე კი თითქმის ერთი მეტრი. სპეციალისტთა აზრით, ის რვა ტონაზე მეტს უნდა იწონიდეს. მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, რომელი ცხოველია გამოქანდაკებული. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს პანდა, რადგან პროვინცია სიჩუანი, სადაც ქვის სტატუა იპოვეს, ერთ-ერთია ჩინეთის იმ სამი ტერიტორიიდან, სადაც ეს ცხოველი ბინადრობს.

გათხრებისას სპეციალისტებმა სხვა არტეფაქტებსაც მიაკვლიეს: თიხის ჭურჭელს, ქვევრებს, ფიგურულ ზედა ფრთებს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მათ შესაძლოა რელიგიური ცერემონიებისთვის იყენებდნენ, ხოლო იქ, სადაც ისინი გათხრებს აწარმოებენ, არ არის გამორიცხული, ძველი ტაძრის ადგილსამყოფელი იყოს.

ჩენდუ ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მიიჩნევა, რომ ის, ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე სახელით არსებობდა ოთხი ათასი წელიწადის განმავლობაში. მთელი ეს დრო იგი მსხვილ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”