უკრაინელები აფხაზეთის ომში: "თუ მათ გუმისთაზე ვერ გავაჩერებთ, დნეპრზე გაჩერება მოგვიწევს" - კვირის პალიტრა

უკრაინელები აფხაზეთის ომში: "თუ მათ გუმისთაზე ვერ გავაჩერებთ, დნეპრზე გაჩერება მოგვიწევს"

ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი აფხაზეთის ომში მონაწილე უკრაინული ბატალიონის ჯარისკაცების იშვიათ ფოტოს აქვეყნებს.

"ისინი იბრძოდნენ ქართველების მხარეზე, მაგრამ არ სურდათ აფხაზეთში ყოფნის აფიშირება. "გრუზინფორმ"-მა მაშინ ეს ფოტოები არ გამოაქვეყნა. მე რამდენჯერმე გადავიღე ისინი. ბატალიონს ჰქონდა საინტერესო დევიზი: "თუ მათ გუმისთაზე ვერ გავაჩერებთ, დნეპრზე გაჩერება მოგვიწევს". აუხდათ" - წერს ცაგარელი.