ხუმრობა, რომელმაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია
14-07-2014
ხუმრობა, რომელმაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია
აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც აღიარებულია ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ და პოპულარულ პრეზიდენტად, იმავდროულად, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტიც იყო (69 წლისა იყო, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს, 8 წელი მართავდა ქვეყანას და 77 წლისამ დატოვა თეთრი სახლი). კონსტანტინ ჩერნენკოსგან განსხვავებით, რომელზეც ასეთი ანეკდოტიც კი შეიქმნა, - თუ მიცვალებულის მოყვანა უნდოდათ ქვეყნის სათავეში, ლენინი იქვე, მავზოლეუმში არ ჰყავდათო - რეიგანი შეუპოვრობითა და ენერგიულობით ახალგაზრდას არ ჩამოუვარდებოდა. არადა, წლები თავისას შვრებოდა, ავადმყოფობაც
აწუხებდა და ყურსაც დააკლდა. მიუხედავად ამისა, ატომური იარაღით დახუნძლულ საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა, "ბოროტების იმპერია" უწოდა და გაანადგურა კიდეც. ამასთან, ყოფით სიტუაციებშიც არ კარგავდა ჩვეულ ხალისსა და იუმორს.

1981 წელს რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან არჩეულ პრეზიდენტს თავს დაესხნენ და გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრეს. რეიგანი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გააქანეს.
პრეზიდენტს არათუ გრძნობა არ დაუკარგავს, ხუმრობის ხალისიც კი შეინარჩუნა. ექიმს, რომელიც გზაში ჭრილობას უმუშავებდა, მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა: ექიმო, იმედია, რესპუბლიკელი ბრძანდებითო, რაზეც ექიმისგან ღირსეული პასუხი მიიღო: ბატონო პრეზიდენტო, ახლა ჩვენ ყველანი რესპუბლიკელები ვართო.

მისი პრეზიდენტობისას ძალზე დაიძაბა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან, რაც ამერიკელთა შეშფოთებას იწვევდა. ამასთან დაკავშირებით რეიგანმა ერთ-ერთი ოფიციალური გამოსვლისას ასე დაამშვიდა მოსახლეობა: თუ ქვეყნის უშიშროებას საფრთხე დაემუქრება, ბრძანება გავეცი, დაუყოვნებლივ გამაღვიძონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ დროს მთავრობის სხდომაზე ვიქნებიო.

1984 წელს რადიოს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას კი ამერიკის მოქალაქეებს "ახარა": ძვირფასო თანამემამულენო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს-ეს არის, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ მოხსნის კომუნისტურ საფრთხეს -  ხუთ წუთში საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვა დაიწყება". ეს "უწყინარი" ხუმრობა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა. შემდგომ პრეზიდენტის პრესსამსახური ამაოდ ამტკიცებდა: რეიგანმა არ იცოდა, პირდაპირი ეთერი ჩართული თუ იყო და ეს წინადადება მიკროფონის გასასინჯად თქვაო.

რეიგანის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იუმორით მთელ კაპიტალისტურ ბლოკს ჯიბეში ჩაისვამდა და რეიგანს ყურიც კი აუწია, როდესაც შეიტყო, რომ შვილიშვილი ეყოლა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ამომწურავი ინფორმაცია მოიძია ამ არაორდინარული ქართული ტრადიციის შესახებ და დაადგინა, რომ ყურს მხოლოდ ვაჟიშვილის შეძენისას უწევენ ბედნიერ მამებს და არა ბაბუებს. საბედნიეროდ, ამ "მცირე" უზუსტობას მესამე მსოფლიო ომი არ მოჰყოლია.

ლადო გოგუაძე
შავლეგი
27 ივნისი 2017 23:33
კიდე კარგი გოგო არ ეყოლა თორე მოხვდებოდა პანღური და მერე გენახა პროტოკოლის სამსახურის მუშაობა ტრადიციაა თუ ეკუთვნოდა პანღური
ანზორა
31 იანვარი 2017 10:33
საოცარი კომენტარებია :დ პირდაპირ ქრესტომათიული სიბრძნეები გაქვთ დაწერილი
235
07 ივნისი 2015 11:09
luxo შე კაცო, ამხელა რაღაცის წერას თუ აპირებდი, შრიფტი ვერ შეცვალე?

რედაქტორის რჩევით