აკაკის შურისძიება
აკაკის შურისძიება
აკაკი წერეთელს ძლიერ უყვარდა ხალხმრავალი თავყრილობები და ტრადიციული ქართული სუფრა. რანაირ საზოგადოებაშიც უნდა მოხვედრილიყო, პოეტი უმალ ყურადღების ცენტრში ექცეოდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხით ამხიარულებდა შემოკრებილ ადამიანებს. ის იყო მხოლოდ, რომ ღვინოს არ ეტანებოდა. ამბობდა კიდეც, ხასიათზე მოსასვლელად  სასმელი არ მჭირდებაო. აკაკის ეს თვისება ყველამ იცოდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალება არცთუ იშვიათი იყო, აკაკის ამას ვერავინ აკადრებდა. თუმცა, ღვინოსთან დაკავშირებით ერთი თავგადასავალი მაინც გადახდა.

აკაკი ქუთაისში მოხვდა სუფრაზე,
რომელსაც მისი ნათესავი, ცნობილი თამადა თავადი აბაშიძე უძღვებოდა. ყველამ იცოდა, რომ აბაშიძე თავის სუფრაზე ღვინის "მოპარვას" არავის აპატიებდა, თუმცა, სათაყვანებელ მგოსანსაც თუ გაუბედავდა დაძალებას, ვერავინ წარმოიდგენდა. იმან კი, როდესაც აკაკიმ დალევაზე უარი განაცხადა, შეუძახა - თუ ღვინოს არ სვამდი, ჩემს სუფრაზე რაღას ჯდებოდიო, ჩამოართვა სასმისი
და... კისერში ჩაასხა ღვინო. ყველა სახტად დარჩა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ დაძაბულობა ისევ აკაკიმ განმუხტა - რას იზამ, წესი წესიაო, ღიმილით ჩაილაპარაკა და მხიარულებაც გაგრძელდა.

ქალაქში მაშინვე გავრცელდა ხმა აკაკის "შერცხვენის" შესახებ. საზოგადოება  მოუთმენლად ელოდა "შურისძიებას". აკაკიმაც დიდხანს არ ალოდინა. \სხვიტორში წვეულება გამართა და სუფრის თამადად  თავისი ნათესავი თავადი მიიწვია. სუფრის გაშლამდე ნარდის თამაში და მასლაათი გაჩაღდა. გაშალეს სუფრა, მაგრამ მასპინძელი არსად ჩანდა, ისე კი მაგიდას ვერ შემოუსხდებოდნენ. დაუწყეს ძებნა. აბაშიძემ, როგორც შინაურმა, სახლი მოიარა, აკაკის კაბინეტშიც შეიხედა და იქ აღმოაჩინა პოეტი, რომელიც  საწერ მაგიდას უჯდა და რაღაც ხელნაწერს ჩაჰკირკიტებდა. მიუახლოვდა, აკაკის მხარზე ხელი მოხვია და აუწყა - სუფრასთან გვიხმობენო, თანაც ხელნაწერს შეავლო თვალი. აკაკიმ გულუბრყვილოდ ამოხედა - უცებ ლექსი მომივიდა თავში, მაგრამ ერთი სტრიქონი, მგონი, ვერ ავაწყვე, აბა, ერთი შენც ნახეო, - მიუგო და ადგილი დაუთმო. აბაშიძე ვერ მიუხვდა "მზაკვრულ"  ჩანაფიქრს, სკამზე ჩამოჯდა და ხელნაწერის კითხვა დაიწყო, თუმცა, მალევე ასწია თავი და განაცხადა: აბა, რა გითხრა, აკაკი, მე ლექსის წერისა რა ვიციო.

- თუ ლექსის წერა არ შეგეძლო, ჩემს მაგიდასთან რაღას ჯდებოდი! - დასჭექა აკაკიმ, დაავლო ხელი სავსე სამელნეს და დაბნეულ აბაშიძეს მელანი კისერში ჩაუშვა.

ლადო გოგუაძე
15 სექტემბერი 2017 08:36
აკაკი გენიალურია. ვამაყობ რომ საჩხერელი ვარ.
ჯურხა ნადირაძე
13 სექტემბერი 2017 16:30
ამ კომენტარებში ერთერთი წერს რომ საჩხერელი და კაცი ჯერ არ უნახავს, ეს მის უვიცობაზე მეტყველებს.
საქართველოს შვილი
27 აგვისტო 2017 20:05
რა საინტერესოა ეს ცხოვრება, ზოგადად ადამიანები. კაცი თავს ანტიბნელს უწოდებს და რეალურად ბნელეთის სიმბოლოა, ერთი ადამიანის გულისთვის შეიძლება მთელი კუთხე შეიძულო??? მართლა სექტათ ჩამოყალიბდნენ ეს უბედურები. აკაკის უყვარდა ზოგადად ოხუნჯობა და ენამოსწრებული ადამიანი იყო. ჩვენი დიდი მგოსანი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები