აკაკის შურისძიება
აკაკის შურისძიება
აკაკი წერეთელს ძლიერ უყვარდა ხალხმრავალი თავყრილობები და ტრადიციული ქართული სუფრა. რანაირ საზოგადოებაშიც უნდა მოხვედრილიყო, პოეტი უმალ ყურადღების ცენტრში ექცეოდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხით ამხიარულებდა შემოკრებილ ადამიანებს. ის იყო მხოლოდ, რომ ღვინოს არ ეტანებოდა. ამბობდა კიდეც, ხასიათზე მოსასვლელად  სასმელი არ მჭირდებაო. აკაკის ეს თვისება ყველამ იცოდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალება არცთუ იშვიათი იყო, აკაკის ამას ვერავინ აკადრებდა. თუმცა, ღვინოსთან დაკავშირებით ერთი თავგადასავალი მაინც გადახდა.

აკაკი ქუთაისში მოხვდა სუფრაზე,
რომელსაც მისი ნათესავი, ცნობილი თამადა თავადი აბაშიძე უძღვებოდა. ყველამ იცოდა, რომ აბაშიძე თავის სუფრაზე ღვინის "მოპარვას" არავის აპატიებდა, თუმცა, სათაყვანებელ მგოსანსაც თუ გაუბედავდა დაძალებას, ვერავინ წარმოიდგენდა. იმან კი, როდესაც აკაკიმ დალევაზე უარი განაცხადა, შეუძახა - თუ ღვინოს არ სვამდი, ჩემს სუფრაზე რაღას ჯდებოდიო, ჩამოართვა სასმისი
და... კისერში ჩაასხა ღვინო. ყველა სახტად დარჩა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ დაძაბულობა ისევ აკაკიმ განმუხტა - რას იზამ, წესი წესიაო, ღიმილით ჩაილაპარაკა და მხიარულებაც გაგრძელდა.

ქალაქში მაშინვე გავრცელდა ხმა აკაკის "შერცხვენის" შესახებ. საზოგადოება  მოუთმენლად ელოდა "შურისძიებას". აკაკიმაც დიდხანს არ ალოდინა. \სხვიტორში წვეულება გამართა და სუფრის თამადად  თავისი ნათესავი თავადი მიიწვია. სუფრის გაშლამდე ნარდის თამაში და მასლაათი გაჩაღდა. გაშალეს სუფრა, მაგრამ მასპინძელი არსად ჩანდა, ისე კი მაგიდას ვერ შემოუსხდებოდნენ. დაუწყეს ძებნა. აბაშიძემ, როგორც შინაურმა, სახლი მოიარა, აკაკის კაბინეტშიც შეიხედა და იქ აღმოაჩინა პოეტი, რომელიც  საწერ მაგიდას უჯდა და რაღაც ხელნაწერს ჩაჰკირკიტებდა. მიუახლოვდა, აკაკის მხარზე ხელი მოხვია და აუწყა - სუფრასთან გვიხმობენო, თანაც ხელნაწერს შეავლო თვალი. აკაკიმ გულუბრყვილოდ ამოხედა - უცებ ლექსი მომივიდა თავში, მაგრამ ერთი სტრიქონი, მგონი, ვერ ავაწყვე, აბა, ერთი შენც ნახეო, - მიუგო და ადგილი დაუთმო. აბაშიძე ვერ მიუხვდა "მზაკვრულ"  ჩანაფიქრს, სკამზე ჩამოჯდა და ხელნაწერის კითხვა დაიწყო, თუმცა, მალევე ასწია თავი და განაცხადა: აბა, რა გითხრა, აკაკი, მე ლექსის წერისა რა ვიციო.

- თუ ლექსის წერა არ შეგეძლო, ჩემს მაგიდასთან რაღას ჯდებოდი! - დასჭექა აკაკიმ, დაავლო ხელი სავსე სამელნეს და დაბნეულ აბაშიძეს მელანი კისერში ჩაუშვა.

ლადო გოგუაძე
მკითხველის კომენტარი (16)
15 სექტემბერი 2017 08:36
აკაკი გენიალურია. ვამაყობ რომ საჩხერელი ვარ.
ჯურხა ნადირაძე
13 სექტემბერი 2017 16:30
ამ კომენტარებში ერთერთი წერს რომ საჩხერელი და კაცი ჯერ არ უნახავს, ეს მის უვიცობაზე მეტყველებს.
საქართველოს შვილი
27 აგვისტო 2017 20:05
რა საინტერესოა ეს ცხოვრება, ზოგადად ადამიანები. კაცი თავს ანტიბნელს უწოდებს და რეალურად ბნელეთის სიმბოლოა, ერთი ადამიანის გულისთვის შეიძლება მთელი კუთხე შეიძულო??? მართლა სექტათ ჩამოყალიბდნენ ეს უბედურები. აკაკის უყვარდა ზოგადად ოხუნჯობა და ენამოსწრებული ადამიანი იყო. ჩვენი დიდი მგოსანი.
ელისო
18 ივნისი 2017 23:39
გრიგოლ აბაშიძე, პაოლო იაშვილი, აკაკი ბელიაშვილი, მარიკა ბარათაშვილი, ბესო ჟღენტი, მუხრან მაჭავარიანი, ნუ აკაკი ხომ ყველამ ვიცით...მგონი საკმარისია
სოსო
16 ივნისი 2017 23:24
კაცი რომ ნახო შენც კაცი უნდა იყო...
*
16 ივნისი 2017 13:39
რა დაგემართად ხალხო,რატომ ლანძღავთ ერთმანეთს.საჩხერე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა.ამ კუთხიდან იყვნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილები აკაკი,პაულო,მუხრანი.
სოფლელი
16 ივნისი 2017 07:52
ჩემი სათაყვანებელი იმერეთი, საჩხერე და ''გედი და ორფეოსი '' აკაკი.
nika
16 ივნისი 2017 07:02
ერთი შენ საიდან ბრძანდები, ეტყობა კაცები საერთოდ არ გინახავს, აკაკის თავისთავად საიდან ნახავდი 100 წლის უკან გარდაიცვალა, ან მუხრან მაჯავარიანი არ გაგიგონია ან პაოლო იაშვილი , აკაკი ბელიაშვილი გიორგი წერეთელი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა
06 თებერვალი 2017 12:05
Ertaderti kaci akakis garda sahxereli da kaci arminaxavs cseizleba arian magram me jer arminaxavs
nodari
29 ივლისი 2016 00:55
ეს ამბავი მეც გამიგია ბავსობასი ,გულიტ გავიხარე ეხლა მოხუცებულმა აკაკიის მოგონებიტ


რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები