"ნეტავი, ბატონო აკაკი, ან თქვენ იყოთ სომეხი პოეტი, ან მე ვიყო ქართველი..."
"ნეტავი, ბატონო აკაკი, ან თქვენ იყოთ სომეხი პოეტი, ან მე ვიყო ქართველი..."
საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა აკაკი წერეთლის ცხოვრების ბუნდოვანი ეპიზოდები. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, აკაკის ცხოვრების სტილი იყო. ბევრმა იცოდა, რომ აკაკი ფულს ხშირად სესხულობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვალების მიზეზი მისი ვაჟი - ალექსი გახლდათ. ალექსი, რომელსაც დედასავით არაფერი გაეგებოდა არც ქართულისა და არც მამის პოეზიისა,  რუსეთში ცხოვრობდა. მას ბანქოს თამაში უყვარდა. ერთხანს საოპერო დასის ანტრეპრენიორი იყო, მუდამ კრედიტორების ვალი ჰქონდა და მისი გადახდა აკაკის უწევდა.

აკაკი ხშირად იღებდა ალექსის წერილებს,
სადაც შვილი ფულის გაგზავნას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით იმუქრებოდა. ცნობილი ექიმი, საზოგადო მოღვაწე და აკაკის დიდი მეგობარი ალექსანდრე ელისაშვილი იხსენებს, რომ ერთხელ აკაკის შვილის დეპეშა მიუღია, თუ სასწრაფოდ არ გამომიგზავნი 2 500 მანეთს, თავს მოვიკლავო. დატრიალებულან, ვისთვის არ უთხოვიათ, თუმცა, უშედეგოდ. ამხელა თანხა
სად უნდა ეშოვათ?! ბოლოს ცნობილ სომეხ მეწარმეს, მანთაშოვს, ხლებიან. მანთაშოვს აკაკისთვის რომ მოუსმენია, უთქვამს, ნეტავ, ბატონო აკაკი, ან თქვენ იყოთ სომეხი პოეტი, ან მე ვიყო ქართველი, ისე ამდენი ფული როგორ მოგცეთო. თუმცა, ბოლოს მაინც დახმარებია, ოღონდ ვექსილი (ხელწერილი, რომელიც შეიცავს ვალდებულებას გადაიხადონ თანხა დათქმულ ვადაში) მოუთხოვია. პოეტს ფული 3 თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა. 2 თვის თავზე აკაკის 1 500 მანეთი მიუცია მანთაშოვისთვის, შემდეგ კი მეგობრებს შეუთვლიათ აკაკისთვის - შენი ვალი გადახდილიაო... მიუხედავად ამისა, აკაკის თავის ანდერძში ყველა ვალი შეუტანია, მათ შორის - ეს 1.000 მანეთიც.

აკაკის თანამედროვენი იცნობდნენ ივანე ერისთავს, რომელმაც მილიონერის ქალიშვილზე იქორწინა და შემდეგ ეს ქონება გაანიავა. ერთ-ერთ წვეულებაზე ივანეც შესწრებია აკაკის ვალებზე საუბარს და ასეთი­ რამ უამბია: ერთხელ აკაკიმ 6 000 მანეთი ისესხა ჩემგან ორი კვირით. გავიდა ორი, სამი, შვიდი კვირა და თანხის დაბრუნების იმედიც თანდათან გამიქრა, თუმცა, ორი თვის შემდეგ აკაკი მოვიდა და ვალი უკლებლივ დამიბრუნა. თქვენ კარგად იცით, სად და როგორ გაქრა ჩემი ქონება, მაგრამ მინდა ისიც იცოდეთ, რომ აკაკი იყო ის ერთადერთი კაცი, რომელიც სინდისიერად მომეპყრაო.

ლადო გოგუაძე

ტოტო
25 აგვისტო 2019 21:35
უამრავი ხალხი დასდევს ერთმანეთს ფული დამიბრუნეო.მეგობრებმა ერთმანეთს იპოტეკის გამო ბინები დააკარგვინეს და ამ აზას რას ერჩით ?
ყველა არა ,მაგრამ ბევრი მართლა ცუდად იქცევა.
ნოდარი
25 აგვისტო 2019 15:42
ჯულიეტა, აზა, ჟანა - სომხები ხშირად არქმევენ ამნაირ სახელებს თავიანთ გოგოებს,არა და რა შესანიშნავი ეროვნული სახელები აქვთ- შუშანიკ, ანუშ, ვართუშ და ა. შ.
Tengo
04 აპრილი 2015 09:51
AZA- უეჭველი შენი წინაპრისგან იყო ის 2500 მანეთი ნასესხები!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები