"კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, საქართველოში სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?"
27-04-2015
"კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, საქართველოში  სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?"
- მაგარი იყო?”ხმალს მაგრად იქნევდა?­ - ეკითხებოდა თვალებგაფართოებული პატ­არა გური ოჯახის წევრებს, როდესაც 5 წლისამ პირველად შეიტყო, რომ მისი დიდი პაპა, "ნინა ბუბას" მეუღლე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყოფილა.

გური ხუნწარია: - ცხადად მახსოვს, ფანქრით დახატული ქაქუცას პორტრეტი გვეკიდა შინ და რამეს თუ დავაშავებდი, მეუბნებოდნენ: ქაქუცა პაპას ეწყინებაო...
ქაიხოსროს ცოლად ჰყავდა აწყურელი ილია მეღვინეთუხუცესის ერთადერთი ასული­ ნინო. ქორწილის შემდეგ ნინო და ქაქუცა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე
დამ­კვიდრებულან. ორი გოგონა შეეძინათ - თამარი (ციცნა) და ქეთევანი (ქეთია).

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრ­აობის მეთაურის სამშობლოდან გადახვეწის შემდეგ ბოლშევიკებმა არ დაინდვეს მისი ოჯახი. 1923 წელს ნინო და მისი გოგონები­ თელავის მაზრის მილიციაში გამოკეტეს. მილი­ციის უფროსს, ჭურღულიას, ქაქუცასთვის შეუთვლია, - შენი ცოლ-შვილი ჩვენთანაა და ჩაგვბარდი, თორემ კასრში ჩავსვამ და შევწვავო. ქაქუცას უპასუხია: ეგეთი მეთ­ოდებით ნუ
მებრძვით, თორემ ქვას ქვაზე აღარ დავტოვებო. მილიციელები თურმე 3 წლის ქეთიასა და 7 წლის ციცნას ჰპირდ­ებოდნენ კანფეტებს და წითელ "ტუფლებს" გიყიდით, თუ გვეტყვით, მამა მოდის თუ არა შინო. ბავშვები შინაურებს­ გაფრთხილ­ებული ჰყავდათ, სიმართლე არ ეთქვათ. რომ გამოუშვიათ, ქეთიას თავმომწონედ უთქვამს ოჯახის წევრებისთვის,­ - ისეთი ტყუილები ჩავაბარეო... მამა შინ თუ მოდის და როგორ გამოიყურებაო, რომ უკითხავთ,­ უპასუხია, - მოდის და სულ ოქროს ქამარ­-ხანჯალი უკეთიაო. ვის მოჰყავს ხოლმეო და - ძია მიშასო. ამ ტყუილის გამო 2 თუ 3 მიშა დაუპატიმრებიათ. საბედნიეროდ, მხოლოდ დაუკითხავთ და გაუშვიათ.

მოგვიანებით დედა-შვილები მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ციხიდან ნინო ლავრენტი­ ბერიასთან წაუყვანიათ. ბერიას უთქვამს, - შენ დახვრეტა გემუქრება, ბავშვები მაინც გადაარჩინე, უარი თქვი მათზე და გადმოგვ­ეციო. ნინო ბერიას წინადადებას არ დასთა­ნხმებია. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, მაგ­რამ ბავშვები გამოუშვეს, ნინო კი ციხეში­ დარჩა. შვილიშვილები ილია მეღვინეთუხუცესმა წაიყვანა აწყურში. 1924 წელს, ბოლშევიკებმა ილია საკუთარ ეზოში დახვრიტეს,­ თან სიტყვა დააგდეს: ვინც ამ ბავშვებს შეიკედლებს, დავაპატიმრებთო!
უპატრონოდ დარჩენილი პატარები ილიას მოურავმა­ საქ­ა­თმეში დამალა.­ საჭმელს უზიდავდა მალ­უ­ლად და აფრთხილებდა, თუ მოგ­ა­გ­ნეს, ვითომ აქ თვითონ დაიმალეთო.
სწორედ ამ დროს გამოდის ლენინის ბრძანება, კონტრრევოლუციონერების ოჯახის წევრების დევნა შეწყდესო და ნინო მეღვინ­ეთუხუცესიც უბრუნდება შვილებს.

ამის შემდეგ ნინო და ბავშვები თბილისში­ ბინას ქირაობენ. გოგონები სკოლაში მანამ რჩებოდნენ, სანამ შეიტყობდნენ, რომ ქაქ­უ­ცას შვილები იყვნენ და აიძულებდნენ, სხვ­აგან გადასულიყვნენ. ნინო რომელიღაცა­ სასწავლებლის დამლაგებლად იწყებს მუშ­აობას. გოგონები რომ წამოიზარდნენ, კერვა-ქარგვაში დაოსტატდნენ. ციცნას კაბებმა­ სახელი გაითქვა. კომუნისტური ელიტის მეუღლეები მასთან იკერავდნენ სამოსს. 

- საფრანგეთიდან რაიმე ამბავი არასდროს მოსვლიათ?
- მეორე მსოფლიო ომის დროს ორი კაცი სწვევიათ - ქაქუცას მეგობრები ვართო და რამდენიმე ადამიანთან დაკავშირება­ უთხოვიათ. ნინოს უარით გაუსტუმრებია. ჩანს, უთვალთვალებდნენ, გარეთ გამოსვლ­ისთანავე დაუპატიმრებიათ, მათთან ერთად - ნინო და თამარიც. ამჯერად დედა-შვილი­ შუა აზიაში გადაასახლეს და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიწყალეს.

- ნინო ელოდა ქაქუცას დაბრ­უნებას?
- შეიძლება გულში ჰქონდა ამის იმედი­. შეფიცულებსაც ეგონათ, დაბრუნდებოდნენ­, მაგრამ მათგან მხოლოდ ალექსანდრე სულხ­ა­ნი­შვილი ჩამოვიდა.

- სულხანიშვილს შეხვდით?

- დისშვილის ოჯახში ცხოვრობდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მიბარებდა და იხსენ­ებდა შეფ­იცულებთან გატ­ა­რებულ დღეებს.­ თურმე,­ ემიგრაციაში წასვ­ლამდე
ქაქუცასთვის მავ­ანთ შეუთავაზ­ე­ბ­ი­ათ, ბანკებიდან ფული წავ­იღოთ, კო­მ­უ­ნ­ისტებს ხომ არ დავუტოვებთო.­ ქაქუცას უთქვამს: ბოლშევიკები ისედაც ყაჩაღებს გვეძახიან და მართლა­ ყაჩაღებივით რომ მოვ­იქცეთ, ვეღარ­ ჩა­მო­ვირეცხავთ სამარცხ­ვინო ლაქასო.

თურქეთში რომ გადასულან, იქ დარახტული ცხენები და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი გაუყიდიათ და ისე გაუგრძ­ელებიათ გზა... პარიზთან ახლოს დაუქირა­ვებიათ ბინა. უმრავლესობას მუშაობა ოდე­ნკურში, "პეჟოს" საავტომობილო ქარხანაში­ დაუწყია.

- ნოე ჟორდანიასა და ქაქუცას ურთიერთობაზე თუ იხსენებდა რამეს?
- ქაქუცას ნოე არ უყვარდა. საფრანგ­ეთში უკამათიათ კიდეც. ქაქუცა რესტორანში­ დაუპატიჟებიათ. იქ ნოე ჟორდანია და დამ­ო­უკიდებელი საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრი სადილობდა თურმე. სუფრასთან მიუწვევიათ: ბატონო ქაქუცა, დაგვილ­იეთო. ქაქუცას მწარედ უთქვამს რაღაც და მათ სუფრას არ მიჰკარებია.

- პირველად 90-იან წლებში, ეროვ­ნული მოძრაობის დროს გახმიანდა ქაქუცა­ ჩოლოყაშვილის სახელი.
- პირველად  ციხიდან ახალგამოსულმა­ მერაბ კოსტავამ ახსენა და სიტყვის დასასრ­ულს შესძახა: - გაუმარჯოს დამოუკიდებ­ელ საქართველოს, გაუმარჯოს ქაქუცა ჩოლოყაშვილსო. ამის შემდეგ მიტინგი გაიმა­რთა იპოდრომზე. იქ ბაირაღებზე ქაქუცას სახე პირველად გამოჩნდა. ყველა კითხულობდა, - ვინააო...

- ოჯახმა როდის გაიგო ქაქუცას გარდაცვალების ამბავი?

- საკმაოდ მალე ჩამოსულა საქართველოში ქაქუცას გარდაცვალების ამბავი. თურმე სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ თამარისთვის მოუხსნია, რადგან სიჩქარეში თავისი ვერ უპოვია. სიკვდილის წინ, ღამით, თამარი დასიზმრებია:­ - მამა, მომეცი ჩემი ჯვარიო. რომ გაუღვიძია უთქვამს, - ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო. სწორედ იმ დღეს, 1930 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. თავდაპირველად ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდეგ ლევილში გადაასვენეს, 2005 წელს კი მთაწმინდის პანთეონში მიებარა მშობელ მიწას...

საბჭოთა­ რეჟიმს გამოქცეული ულამაზესი ქალბატონები


კოკო შანელი ხშირად ხუმრობდა, - ჩემთვის, ოვერნიელი პროვინციელისთვის, ნამდვილი თავადები შრომობენო.
მერი (მარიამ) შერვაშიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაობისა იყო. ის საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა ემიგრაციაში. თურქეთში შეყ­ოვნდა, მეუღლის, გიგუშა ერისთავის ჩამოსვ­ლას დაელოდა. ამასობაში სტამბოლში გამ­ართულ სილამაზის მსოფლიო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.  შემდეგში მერისა და გიგუშას ცხოვრებაც შეფიცულთაგვარად საფრანგეთში გაგრძელდა­. მალე გიგუშა გარდაიცვალა. მერი აღარ გათხოვილა...

თუ ქაქუცას რაზმელები "პეჟოს" საავტომობილო ქარხანაში მუშაობდნენ, საბჭოთა­ რეჟიმს გამოქცეული მშვენიერი ქალბატონები სხვადასხვა ფრანგული სამოდელო სახლის მანეკენები ხდებოდნენ. 20-იანი წლების მეორე ნახევარში კოკო შანელის სამოდელო სახლის სახე მერი შერვაშიძე-ერისთავი (გალაკტიონის მუზა) გახლდათ. შანელის სახლის მოდელი იყო მელიტა ჩოლოყაშვილი (ილია ჭავ­ჭავაძის ნათლული, ტიციან ტაბიძის მუზა).

მერი შერვაშიძის პორტრეტი დახატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა საველი სორინმა. ამჟამად ის მონაკოს პრინცის სასახლეშია.­ იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ასე მიმართა­ ქართველი თავადის ასულს: "Грешно, княжна, быть такой красивой" მერი თავდავ­იწყებით უყვარდა ადმირალ ოსიპ მაკაროვის­ ვაჟს, რომელმაც სიკვდილის წინ, 1960-იან წლებში, მას 500 ათასი ფრანკი უანდერძა. ამბობდნენ, რომ მერი არ იცინოდა, მხოლ­ოდ იღიმებოდაო.
სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მერი შერვაშიძემ პარიზის მოხუცებულთა თავშ­ესაფარში გაატარა. აქ ინახულ­ა მწერალმა,­ რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა და გადა­იღო კიდეც თავის დოკუმენტურ ფილმში.  მერი შერვაშიძე გარდაიცვალა 97 წლისა. დასაფლავებულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ეკა სალაღაია
ვეფხია სიმონიშვილი
05 მაისი 2015 17:00
ქალბატონო მარინა და ბატონო შოდა! თქვენეული კომენტარიდან ისეთი ვითარება იხატება, წამკითხველი ვერ გაარჩევს გარაყანიძე ლენინისტია თუ ჩოლოყაშვილის მომხრე... იქნებ უფრო ნათლად გამოხატოთ თქვენი სათქმელი?... იქნებ, როცა გარაყანიძე ლენინისტებს ებრძოდა, თქვენ კომკავშირულ კრებებზე აქტიურობდით?
shoda
02 მაისი 2015 12:47
გელა ბიძიკო კი არ ვწამებ, არამედ ვამბობ, რომ ისტორია არ იცის ან იტყუება. თუ იტყუება მაშინ ამას რაღაცის გამო უნდა აკეთებდეს, და მაშინ თქვენ მითხარით ეს რაღაცა რა არის?
-მე მაინც მგონია, რომ არ იციან ისტორია და არა მარტო ისტორია. სწორედ ახალგაზრდობის დიდი ნაწილის უვიცობაა დღევანდელი ბევრი უბედურების მიზეზი!!!
მარინა
02 მაისი 2015 11:17
გარაყანიძესაიდან როგორ ადვილად აკერებთ იარლიყებს ადამიანებს. არადა კომენტარი მხოლოდ მიუთითებს არასწორ ინფორმაციას. ლენინი უბრალოდ ვერ გამოსცემდა მაშინ ამ კანონს. ხოლო მისი ბრძანებით რომ იხვრიტებოდა თავად-აზნაურობა და სამღვდელოების წარმომადგენლები თავიანთი ოჯახებით ეს ფაქტია. ლენინი და მთელი რევოლუციის ორგანიზატორი ებრეელობა იყო ინიციატორი მთელი იმ უბედურებებისა!

რედაქტორის რჩევით