დიდი ტერორი - "ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს"
04-05-2015
დიდი ტერორი - "ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს"
"ევგენი მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მეუღლე ქეთევანი კი 5 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გადაასახლეს"

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.

პროფესორი ლევან ჯიქია 1937-1938 წლებში, "დიდი ტერორის" პერიოდში, რეპრესირებულთა საქმეებსა და სამეულთა­ სხდომის ოქმებზე მუშაობს:


- რეპრესიების ინიციატ­ორი საბჭოთა კავშირის მას­შტ­აბით ერთი კაცი იყო - იოსებ სტალინი. საქართველოში რეპრესიების სათავეში­ ლავრენტი ბერია
იდგა, რომ­ელიც ე.წ. შავ სიებს თვითონ ადგენდა. მთავარი იყო, რეპრ­ესირებულთა სიებში მოხვედრა, დაპატიმრება და აღიარ­ებითი ჩვენების მიღება კი "პრობლემას" არ წარმოადგე­ნდა. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. მწერლის პირველ დაკითხვას ბერიაც ესწრებოდა. პირველად გამომძიებელ აბაშიძეს დაურტყამს და ჯავა­ხიშვილი იატაკზე გულაღმა დაუგდია. ბერიამ გულზე ფეხი
დაადგა და უთხრა, ახლა გადგას ჩეკისტი თავზეო!”საქმე ის არის, რომ როდესაც ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს, ჯავახიშვილს უთქვამს, ისღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგ­ვდგომოდა თავზეო.

- ქალებიც მრავლად იყვნენ რეპრესირებულთა შორის...

- ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს. გამომძიებელი ალ­ე­ქსანდრე ხაზანი აცხადებდა: "მე ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც გაასამართლეს, პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ განათლების ყოფილი კომისარი, კომუნისტური პარტი­ის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნ­ის, მამია ორახელაშვილის მეუღლე) სილა გააწნა".

- რა იყო ყველაზე უცნაური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა აღმოჩენილიყო ადამ­იანი­ რეპრესირებულთა შორის?
- მაგალითად, ერთ ქალს, ოლია მესხს, კოლექტივიზაციაზე უხუმრია და დააპატიმრეს. ვინმე სამსონ გობრონიძე სტალინზე ანეკდოტის მოყოლის გამო დაიჭირეს.

დაპატიმრების მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სილამაზე. მამია და მარიამ ორახელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს, მანქანა­ გაუჩერებია, საუბარი სურდა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგ­ორ ლაპარაკობო...
ქეთევანი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირიჟორს, ევგენი­ მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. საყოველთაო რეპრესიების ხანაში­ ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალ­ატის ბრალდებით ჯერ ქეთევა­ნის მშობლები, მამია და მარ­იამ ორახელაშვილები დააპა­ტიმრეს. მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. ორივეს წამ­ებით ამოხადეს სული. 1937 წლის 5 ნოემბერს ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მაგრამ უბადლო­ სმენის პატრონმა წამებისას მაინც იცნო ბერიას ხმა...
შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ქეთ­ევანს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში. გადასახლებიდან დაბრუნებული საქართველოში გარდაიცვალა...
1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებული (დახვრეტ­ილი და გადასახლებული) დაახლო­ებით 21 000 კაცი იყო, აქედან დახვრეტა დაახლოებით 11 000-ს მიესაჯა. დახვრეტილი და გადასახლებული ქალების რაოდენობით საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს ბევრად უსწრებდა -  "დიდ ტერორს" 563 ქალი ემსხვერპლა. გადასახლებულთაგან მხოლოდ­ მცირედმა მოახერხა სამშობლოში­ დაბრუნება, უმრავლესობამ კი სული უცხოეთში საშინელ ტანჯვაში დალია.  


პენსნეიანი კაცი

1931 წელს, სტალინის რეკომენდაციით, ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. ამავე წელს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს.
სტალინმა ბერიას დიდი გეგმები დაუსახა და შესაბამისი უფლებებითაც აღჭურვა.­ ლავრენტი ბერიას ხელისუფლებაში მოსვლამდე თბილისში ქართველობა უმცირესობას წარმოადგენდა. ბერიამ დედაქალაქში ქართველები, ძირითადად, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ხარჯზე გაამრავლა - რაიონებიდან ჩამოჰყავდა და თბილისში ამკვიდრებდა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქის დაგეგმარებასა და მშენებლობას. ამ დროს დაიწყო მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების გაშენება, სპორტული ბაზების მშენებლობა, აიგო ცირკის, იმელისა და ფოსტის შენობები. ყველა ფიქრობდა, რომ სტალინი ბერიას გაცილებით დიდი მისიისთვის ამზადებდა და მართლაც, 1938 წლის 31 აგვისტოს ლავრენტი ბერია მოსკოვში გაემგზავრა...

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1953 წელს ბერია შპიონაჟისა და შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრეს. 6 თვის შემდეგ გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. მისი მეუღლე, ნინო გეგეჭკორი და ვაჟი სერგო ბერია 1953 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. ნინო 1991 წელს გარდაიცვალა. სერგო ბერია დაბეჯითებით ამბობდა, რომ ლავრენტი ბერია არ დაუპატიმრებიათ და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე არ დაუხვრეტიათ, იგი თავის ბინაში მოკლეს, ხოლო სასამა­რთლოზე ლავრენტი ბერიას ორეული ცხადდებოდა. სერგო ბერია 2000 წელს გარდაიცვალა. იგი დიდხანს იბრძოდა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ეკა სალაღაია
anna
13 ივნისი 2018 10:24
აფხაზეთში ბერიამდე ცხოვრობდნენ ბერძნები, აფხაზები ,ქართველები და რუსები(მოსახლეობა ცოტა იყო,რადგან მალარია იყო გავრცელებული და არ სახლდებოდენ, მითუმეტეს სანაპირო ადგილებში.) . ბერიამ ბევრი შენობა და ინფრასტრუქტურა ააშენებინა.....მაგრამ გამორჩეული აფხაზები,ქალები თუ კაცები გადაასახლა ციმბირში, მასიურად ეშელონებით ბერძნები გადაასახლა ციმბირში და ქართველები ჩამოიყვანა მათ სახლებში.
შაკო
28 სექტემბერი 2017 12:23
ეეჰ ბერიას რა უჭირს, ეშმაკს მის მოადგილედ ყავს უვადოდ.
ლალი
28 სექტემბერი 2017 12:18
ღმერთმა მომიტევოს და იმედია ბერიას აქოთებული სული ჯოჯოხეთის ცეცხლში იხრუკება საწყალი ხალხი რა ტყუილად ამოწყვიტა

რედაქტორის რჩევით