"მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო განთავისუფლდა" - კვირის პალიტრა

"მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო განთავისუფლდა"

ძეგლზე, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში, ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე, უბრალო გლეხკაცის საფლავზე დგას, მართლაც ისტორიული ეპიტაფიაა ამოკვეთილი: "მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა - საქართველო განთავისუფლდა".

მხოლოდ ერთი დღე დააკლდა დავით კაპანაძეს, რომ თავისი ოცნების ხორცშესხმა ენახა, ის 1918 წლის 25 მაისს გარდაიცვალა... 26 მაისს კი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ალბათ უფლის განგებაა, რომ ეს საოცარი ძეგლი კომუნისტების მსახვრალ ხელს გადაურჩა და დღემდე მოაღწია... და დგას საქართველოს ერთ ლამაზ სოფელში ძეგლი, რომელშიც მთელი ერის ნატვრაა ჩატეული.

ლადო გოგოლაძე