აჰმედ მელაშვილი - თურქეთის ქართველობის ილია ჭავჭავაძე
20-07-2015
აჰმედ მელაშვილი - თურქეთის ქართველობის ილია ჭავჭავაძე
როგორ აღმოაჩინეს თურქეთელმა ქართველებმა საქართველო

1980 წლის 5 ივლისს თურქეთში ნაციონალისტების ტყვიას ემსხვერპლა თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ ოზქან-მელაშვილი.

თურ­ქე­თის ქა­ლაქ ბა­ლი­ქე­სირ­ში სწავ­ლისას აჰ­მედ მე­ლაშ­ვილ­მა ნი­ჭი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა იმის გასარკვევად, ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი, ვი­საც თურ­ქე­ბი გურ­ჯე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ, თვი­თონ კი სა­კუ­თარ თავს ჩვე­ნე­ბუ­რებს ეძახ­დ­ნენ; აზი­ის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ, მჭად­სა და მხალ-ლო­ბი­ოს მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ, იმ ენა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათი მოდ­გ­მის ხალ­ხ­მა იცო­და.
დრო­ის უკუღ­მარ­თო­ბის გა­მო თა­ვის­ ნა­ჭუჭ­ში ჩა­კე­ტილ­მა გურ­ჯებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს
არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არც იცოდ­ნენ. წი­ნაპ­რე­ბის­გან მხო­ლ­ოდ ის ჰქონ­დათ გა­გო­ნი­ლი, რომ მათი "დიდ­დე­დე­ე­ბი სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად რუს­თა მე­ფეს კავ­კა­სი­ი­დან გა­მო­ექ­ც­ნენ".

მათთვის მხო­ლოდ დიდი, წი­თე­ლი იმ­პე­რია არ­სე­ბობ­და, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მათ დე­და­სამ­შობ­ლოს, არა­ვინ ახ­სე­ნებ­და...
აჰ­მედ მე­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ილია ხიმ­ში­აშ­ვილ­მა მე­ჩე­თის წინ და­ი­ფი­ცა: "სა­ქა­რ­თ­ვე­ლო - ასე­თი ქვე­ყა­ნა
რომ იყო, ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცო­დი. გვე­გო­ნა, გურ­ჯე­ბი მხო­ლოდ ჩვენ ვი­ყა­ვით და ისიც თურ­ქეთ­ში ვცხოვ­რობ­დით... სა­ქარ­თ­ვე­ლო - ასე­თი სიტყ­ვაც არ ვი­ცო­დით. ამ­ბობ­დ­ნენ მხო­ლოდ, რუ­სე­თი, რუ­სე­თიო. ვკითხუ­ლობ­დით: "ჩვე­ნი­­ სამ­შობ­ლო თუ რუ­სე­თია, ჩვენ სა­ი­დან მო­ვე­დით? ვინ ვართ? სად არის ჩვე­ნი წყა­რო?­ რუ­სებს არა­ფე­რი გვი­გავს, მათ ენა­ზე არ ვლაპარაკობთ, მა­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი ჩვენ­თ­ვის უცხოაო, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ ჩან­და".

გურ­ჯე­ბის "ა­ხა­ლი ან­ბა­ნი"

რო­ცა სკო­ლა­ში მი­სულ­მა აჰ­მედმა თურ­ქუ­ლი ან­ბა­ნი­ს შეს­წა­ვ­ლა და­იწყო, გუ­ლი დას­წყ­და, რომ მათ, გურ­ჯებს, არ ჰქონ­დათ სა­კუ­თა­რი ან­ბა­ნი და "შეც­დო­მის" გა­მოს­წო­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ერთ ღა­მე­ში, ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე "ჩვე­ნე­ბუ­რი", ანუ "ქარ­თუ­ლი" ან­ბა­ნი შექ­მ­ნა. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას ამ "ქარ­თუ­ლი" ან­ბა­ნით სწერ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს წე­რი­ლებს. უხა­რო­დათ, რომ გურ­ჯე­ბის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.
21 წლის აჰ­მე­დი 1944 წელს სამ­ხედ­რო შეკ­რე­ბა­ზე გაგ­ზავ­ნეს. მის სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყოფ­ში საბ­ჭო­თა რე­ჟიმს გა­მოქ­ცე­უ­ლი, ევ­რო­პე­ლი ემიგ­რან­ტი ქარ­თ­ვე­ლი მუ­შა­ობ­და. აჰ­მე­დი გა­აკ­ვირ­ვა მის­მა დიქ­ცი­ამ.

ის, რაც ეს­მო­და, ქარ­თუ­ლი იყო, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­გო­რიც თურ­ქეთ­ში გა­ე­გო­ნა, არა­მედ უფ­რო "ცქვი­ტი", "მარ­დი", წი­ნა­და­დე­ბე­ბი ლა­მა­ზი იყო, სიტყ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს მწყობ­რად, რაკ­რა­კით მიჰ­ყ­ვე­ბო­და. თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და, ტან­ზე და­ბურ­ძ­გ­ლა და სი­ხა­რუ­ლით ლა­მის ჰა­ერ­ში აიწია, რო­ცა გურ­ჯის­გან გა­ი­გო, რომ ქარ­თ­ველ­თა ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობ­და!
ყურს არ და­უ­ჯე­რა, როცა მო­ის­მი­ნა, რომ ქარ­თ­ვე­ლებს სა­კუ­თა­რი, თა­ნაც უძ­ვე­ლე­სი ან­ბა­ნი ჰქონ­დათ; ყა­ზარ­მა­ში კი არ მი­დი­ო­და,­ მიფ­რი­ნავ­და; გულ­ზე ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი­ მი­ეკ­რა, რო­მელ­ზე­ც ემიგ­რანტს 33 ქარ­თუ­ლი ასო და­ე­წე­რა. მან აჰმედს ის ად­გი­ლიც მი­ას­წავ­ლა, სა­დაც დედაენა­ზე წიგ­ნებს იპო­ვი­და - ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა სტამ­ბო­ლის სა­ვა­ნე...

მა­მი­და -ასიე-ბი­ბი


რამ­დე­ნი­მე წლის წინ, აჰ­მედ მე­ლაშ­ვი­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მის არ­ქივ­ში ნო­დარ დუმ­ბა­ძის ხელ­მო­წე­რ­ი­ლი ბა­რა­თი ვნა­ხე. და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ში­ნა­არ­სის ბა­რა­თე­ბი იდო არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის, იოსებ ნო­ნეშ­ვ­ი­­­ლის, კარ­ლო კა­ლა­ძი­სა და სხვა­თა არქივებში. ამის თაობაზე ბა­ტონმა იბე­რი მელაშვილმა მითხრა, - 1968 წელს ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა ჯგუ­ფი ეს­ტუმ­რა თურ­ქეთს და მა­მა­ჩემ­მა მა­შინ გა­იც­ნო ისინი. სწო­რედ მათ და­უ­ტო­ვეს ეს სა­მახ­სოვ­რო ბა­რა­თე­ბი­ო. მერე ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და ფრი­დონ ხალ­ვა­შის წიგ­ნი "ომრი", რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტი და გა­ხა­რე­ბულ­მა მხცო­ვან მწე­რალს შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე...

"ეს იყო 1968 წელს. სტამ­ბო­ლის აერო­პორ­ტ­ში მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­თა სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ... ვხე­დავ: ერ­თი ხმელ-ხმე­ლი ბი­ჭი ხე­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლი გვათ­ვა­­ლი­ე­რებს და ყურს გვიგ­დებს. ვატყობ, რომ ქარ­თ­ველ მწერ­ლებ­თან მოს­ვ­ლას ვერ ბე­დავს. გა­ვი­წიე მის­კენ, თა­ვა­დაც კოჭ­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი გად­მოდ­გა.
- შენ ფრი­დონ ხალ­ვა­ში ხარ? - თურ­ქულ-ქარ­თუ­ლი კი­ლო მეც­ნო. კი-მეთ­ქი.­ ხელი ჩა­მო­მარ­თ­ვა და, ისე, მოხ­ვე­ვა­სა­ვით­ მო­მე­დო, - მე აჰ­მედ მე­ლაშ­ვი­ლი ვარ... შენ­თან ლა­პა­რა­კი მინ­და. ახ­ლა არა... წა­ყევ ამათ, და მე ვი­ცი ჰო­ტე­ლი, ჰაცხა­ნა იყოთ, და მოგ­ნა­ხავ მემ­რე...

მე­ო­რე დღეს, სა­ღამ­პი­რად, სას­ტუმ­რო­ში მე­ლაშ­ვი­ლი "და­მე­ხა­ტა". მითხ­რა: - ახლა შენ­თან არ შე­მო­ვალ, არც დიდ­ხანს გავ­ჩერ­დე­ბი, და­მი­ნა­ხა­ვენ და საქ­მე­ე­ბი გონ­ჯა წა­მ­ი­ვა. ამა­ღამ ბურ­სა­ში წა­ვალ, მე იქ ვცხოვ­რობ. როის ჩა­მოხ­ვალთ ბურ­სა­ში, ვი­ცი, სად გა­ჩერ­დე­ბით, ეგეც ვი­ცი. მე და იქა­უ­რი­ ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი დაგ­ხ­ვ­დე­ბი­თო.
მოვ­ძებ­ნე მა­მი­და­ჩემ ასი­ეს მი­სა­მარ­თი, მა­მ­ა­ჩე­მის­გან ოდეს­ღაც გად­მო­წე­რი­ლი... 1935 წლის შემ­დეგ მის­გან წე­რი­ლი არ მიგ­ვი­ღია.­ ახლა ოთხ­მოც­და­ათ­ზე მე­ტი­საა. შე­იძ­ლე­ბა ცოცხა­ლია. მო­დი, "ხე­ბერს" (ამ­ბავს) მივ­ცემ, იქ­ნებ შევ­ხ­ვ­დე-მეთ­ქი. ავი­ღე ღია ბა­რა­თი და თურ­ქუ­ლად რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით ავუხ­სე­ნი, შე­ნი ძმის­შ­ვი­ლი ვარ, ამა და ამ დღეს ბურ­სას სას­ტუმ­რო­ში ვიქ­ნე­ბით-მეთქი.

სას­ტუმ­როს­თან იქა­უ­რი ქარ­თ­­ვე­ლე­ბი­ დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, დარ­ჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი. მთე­ლი ის გრო ხალ­ხი­სა, ვინც ასე­თი მო­ნატ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით, ახ­ლობ­ლუ­რი გუ­ლი­თა­დო­ბით გვეხ­ვე­ო­და, გვე­ა­ლერ­სე­ბო­და, აჭა­რი­დან ოდეს­ღაც მუ­ჰა­ჯი­რად გა­ხიზ­ნუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ იქ "გურ­ჯის­ტა­ნი­დან" მო­სუ­ლე­ბი ვარ­თო, ამ­ბობ­დ­ნენ. ქარ­თუ­ლი რომ იცოდ­ნენ­ და სა­ქარ­თ­ვე­ლო რომ უყ­ვარ­დათ, იმი­ტომ მო­ვიდ­ნენ იქა, რომ ჩვენ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქარ­თ­ვე­ლებს შეგ­ვ­ხ­ვედ­როდ­ნენ...
ამ­დე­ნი ჩვე­ნე­ბუ­რის შეკ­რე­ბის­ მო­თა­ვე აჰ­მე­დი იყო. მთე­ლი იქ მყო­ფი­­ ჩვე­ნე­ბუ­რო­ბა მას ემორ­ჩი­ლე­ბო­და... თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის, რო­გორ შე­მოგ­ვე­სივ­ნენ ვაჟ­კა­ცი­ ბი­ჭე­ბი­ - "შე­ნი ჭი­რი­მე", "შენ გე­ნაც­ვა­ლე", - გვე­ხუ­ტე­ბი­ან, გვეხ­ვე­ვი­ან, - ნამ­დ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი გა­ვი­გო­ნე­თო, ნამ­დ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბუ­რიო, კაი ენაო. აგერ, ახ­ლო, ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლია, იქ სულ ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი ვარ­თო.

მან­ქა­ნა და­იძ­რა თუ არა, შუქ­ნი­შა­ნი წით­ლად­ აინ­თო, ამი­ტომ მოძ­რა­ო­ბა წუ­თით შედ­გა. წინ ვიც­ქი­რე­ბი. ქუ­ჩა­ზე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ნი გა­და­დი­ან. და ჩემ­და გა­სა­ოც­რად,­ იმ­დენ მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­ში ერ­თი მა­ღა­ლი, მხრებ­ში მოხ­რი­ლი, ლე­ჩაქ­მოხ­ვე­უ­ლი ხნი­ე­რი­ ქა­ლი და­ვი­ნა­ხე. ჩე­მი თვა­ლი იმ მო­ხუც ქალს და­ე­დევ­ნა. რა­ღაც ნაც­ნო­ბი მიხ­­რა-მოხ­­რით მი­დი­ო­და. მეც­ნო, რა­ღა­ცა მე­ახ­ლო­ვა - მა­მა­ჩემ­მა იცო­და ასე კორ­წი­ა­ლით სი­ა­რუ­ლი, რო­ცა მხარ­ზე სი­მინ­დი­ან­კოდ­შე­მოდ­გ­მუ­ლი წის­ქ­ვი­ლის­კენ წა­ვი­დო­და... ვა­ი­მე, ეს ქა­ლი ჩე­მი მა­მი­და, ასიე-ბი­ბი ხომ არაა?

შუ­ა­გულ ტრო­ტუ­არ­ზე გა­ვიჯ­გი­მე, მო­მა­ვალ მო­ხუცს და­ვე­მიზ­ნე. გულ­ში და მთელ სხე­ულ­ში, ჟრუ­ან­ტელ­თან ერ­თად, ბო­ბოქ­რობს ტალ­ღე­ბად ქცე­უ­ლი სიტყ­ვე­ბი: მა­მი­და­ჩე­მი, ასიე-ბი­ბი, ცოცხა­ლი ბი­ბი!
რო­ცა პირ­და­პირ მო­მე­ყუ­და, შედ­გა. შემ­ხე­და, უც­ნა­უ­რი, დაღ­ლილ-და­კარ­გუ­ლი თვა­ლე­ბი მო­მავ­ლო. გა­მო­ხედ­ვა­შიც რა­ღა­ცა მა­მა­ჩე­მი­სა ამო­ვი­კითხე. გულ­მ­კერ­დით მო­მე­დო და ჯოხს ხე­ლი უშ­ვა: "შენ ხარ, ჭოვ?" - მკითხა. ჰო-მეთ­ქი, - ჩა­ვუ­ფურ­ჩუ­ლე. ხე­ლე­ბი შე­მო­მი­ჭი­რა და ატირ­და...
მა­შინ და­ვი­ნა­ხე პირ­ვე­ლად ნო­დარ დუმ­ბა­ძის თვა­ლებ­ში ცრემ­ლი".

დი­დი გზის და­სას­რუ­ლი

1979-1980 წლებ­ში თურ­ქეთ­ში ანარ­ქია და ტე­რო­რი მძვინ­ვა­რებ­და. ტე­რო­რის­ტ­თა ხე­ლით და­ი­ღუ­პა 5 ათა­სი და და­იჭ­რა 14 ათას­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი, უმე­ტე­სად, პროგ­რე­სულ შე­ხე­დუ­ლე­ბისა­ნი. მათ შო­რის იყო აჰ­მედ მე­ლაშ­ვი­ლიც...

პრო­ფე­სორ ლია ჩლა­ი­ძეს­თან ერ­თად მა­გი­დას ვუ­ზი­ვარ და მის მო­ნათხ­რობს ვის­მენ:­ "1979 წე­ლი იდ­გა. იზ­მი­რის გა­მო­ფე­ნა­ზე ტუ­რის­ტად ვი­ყა­ვი. იქ უკა­ნას­კ­ნე­ლად ვნა­ხე­ აჰ­მე­დი. ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ვი­ღა­ცებს გა­ვა­ცა­ნი, და­ვე­ლა­პა­რა­კეთ, ყვე­ლა შე­მო­ეხ­ვია, ყვე­ლა მი­ე­ფე­რა... მე­რე ცოტა ხანს თვა­ლი­დან და­მე­კარ­გა. ეზო­ში­­ გა­მო­ვე­დი. ვხე­დავ: ძელ­ს­კამ­ზე ზის, რა­ღაც­ მო­ბუ­ზუ­ლი იყო, და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი. გვერ­დ­ზე მივუჯექი - აჰ­მედ, ცუ­დად ხომ არ ხარ-მეთ­ქი. ცრემ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, - დაია, ასე მგო­ნია, ამას ყვე­ლა­ფერს უკა­ნას­კ­ნე­ლად ვხე­და­ვო. ეს იყო 1979 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. მას შემ­დეგ სულ თვალ­წინ მიდ­გას: მუ­ქი მწვა­ნე, სა­ზაფხუ­ლო კოს­ტი­უ­მი აც­ვია, ყვე­ლას გა­რი­დე­ბუ­ლი ზის და თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი ეთხო­ვე­ბა იმას, რაც აგრე უყ­ვარ­და... ხში­რად მით­ქ­ვამს მის­თ­ვის: - შენ თურ­ქე­თის ქარ­თ­ვე­ლე­ბის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ხარ-მეთ­ქი. ვაი, რომ სიკ­ვ­დი­ლიც ილი­ას­ნა­ი­რი ჰქონ­და. მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი უდი­დე­სი იყო. რო­გორც ილი­ას სიკ­ვ­დილ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო, აჰ­მე­დის კუ­ბოს­თა­ნაც მთე­ლი მცი­რე აზი­ის კავ­კა­სიელე­ბი­ გა­ერ­თი­ან­დნენ. იქ ერ­თ­მა აფხაზ­მა თუ ადი­ღე მწე­რალ­მა თქვა: "არ იტი­როთ აჰ­მედ­ მე­ლაშ­ვი­ლი, რად­გან ასე­თი ადა­მი­ა­ნის წას­ვ­ლის შემ­დეგ კი არ გლო­ვო­ბენ, არა­მედ ცდი­ლო­ბენ, მა­სა­ვით იცხოვ­რო­ნო"...

გი­ორ­გი კა­ლან­დია,
თბი­ლი­სის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლისდირექ­ტო­რი
რამაზი
03 სექტემბერი 2017 13:03
დიდი მადლობა სტატიისთვის.

ბესიკ ობოლაძე
04 მაისი 2016 00:46
ზოგიერთების გასაგონად ვამბობ თურქები ჩვენი "ძმები" არიან.
მედეა
12 თებერვალი 2016 00:13
ბათუმში არის ახმედ მელაშვილის ქუჩა...

რედაქტორის რჩევით