ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე
12-10-2015
ერეკლე მეფის სახუმარო სიგელი "თეკლა-ბიჭს" - სულ სხვა თვალით დანახული ერეკლე მეორე
გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა-ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს..." მეფეს ბავშვის გასახალისებლად ბრძანებაზე ლათინური, ბერძნული, სპარსული და სომხურენოვანი სახელმწიფო­ ბეჭდები დაუსვამს - ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს...

ქართველ მონარქთაგან ერეკლე მეორე ყველაზე მრავალშვილიანი მამა იყო (ზოგი ვერსიით - 21 შვილი ჰყავდა, სხვა ვარაუდით კი - 28). რამდენიმე მათგანი ადრეულ ასაკში გამოაკლდა წუთისოფელს, დარჩენი­ლთაგან მეფე-მამა ყველაზე მეტად ნაბოლარა­ ქალიშვილს - თეკლა
ბატონიშვილს ანებივრებდა. ერეკლე მეორეს არაერთი დოკუმენტი ახასიათებს, როგორც უბადლო მეომარს, დიპლომატს, სტრატეგს... ვხვდებით ისეთ მასალებსაც, რომლებშიც იგი წარმოჩნდება­ მოსიყვარულე მამად. ჩვენი რესპონდენტია ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე:

- საბედნიეროდ, ერეკლე მეორის შთამომავლებმა არქივს ჩააბარეს პატარა კახის ხელით ნაწერი ბარათები. ეს ბარათები "მამ­ისა და დედის სიხარულს", "შინაგან გულის­
ნათელს" თეკლა ბატონიშვილს ეძღვნება.­ უმრავლესობა დაწერილია ერეკლეს ლაშქრობებში ყოფნისას. ჩანს, ამ დროს ყველაზე­ მეტად ვინ ენატრებოდა მას...

ერთგან ერეკლე თეკლას სწერს: "შენმა გაზრდამ, დიაღ მეჯავრება შენი მოშორება­ და კინაღამ ვერც გამიძლია. ღვთით ამ ორს დღეში გნახავ".
ცნობილია, რომ თეკლა, გარდა იმისა,­ რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ყოფილა, ვაჟკაცური თვისებებითაც გამოირჩეოდა. უყვარდა ცხენით ჯირითი, მიზანში­ სროლა, ნადირობა. ერთხელ თურმე გაუხედნავ ცხენს, რომელსაც მამაკაცებიც ერიდებოდნენ, შეხტომია და მოუთვინიერებია. ალბათ, ამიტომაც აქეზებდა მამა თეკლას. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება მეფის სახუმარო ბრძანებაც, რომელიც 1780 წელს არის დაწერილი. ამ დროს თეკლა­ მხოლოდ 4 წლის გახლდათ. "გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა-ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას შენს ძმებსა­ და დებს ამიერიდან გიწოდონ თეკლა-ბიჭი"."ამ სახუმარო სიგელს ერეკლეს გარდა ამტკიცებს ანტონ კათალიკოსი და იულონ ბატონიშვილი. მასზე მეფეს ბავშვის გასახალისებლად ლათინურ, ბერძნულ, სპარსულ და სომხურენოვანი სახელმწიფო­ ბეჭდები დაუსვამს - ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს, რაც პატარისთვის უთუოდ მიმზიდველი სანახავი იქნებოდა.

- თეკლა ბატონიშვილის მამასთან ურთიერთობაზე მოგვიანებით თეკლას ვაჟი, ალექსანდრე ორბელიანიც წერს თავის მოგონებებში.
- ეს მოგონებები მართლაც ძალიან საინტერესოა. ალექსანდრე წერს: "16 წლამდინ დედაჩემსა კაცურად სცმია ტანისამოსი და მამას - მეფეს ირაკლის ის თან დაჰყავდა, სადაც წავიდოდა და ზოგიერთს ჯარიანობაშიც კი წაეყვანა".

- "ჯარიანობაში წაყვანამდე" რამდ­ენიმე ბარათი გამოუგზავნია ერეკლეს თეკლასთ­ვის.­
- დიახ... ერთ-ერთი 1781 წელსაა დაწერილი.
"თეკლას, მამისა და დედის სიხარ­ულს, მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომელისგანაც შენ ხომ იცი, რა გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისაგან ვეღარ აღმოვიკითხეთ რა. შენთვის ახლა პირს კოცნა მიბრძანებია და ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ, ღვთით, კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს (დაშაქრული ნუში. - ავტ.) და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ".
ამ ბარათიდან გამოსჭვივის სითბოც, იუმორიც, სიყვარულიც, მონატრებაც...

შემდეგი ბარათი 1782 წელსაა დაწერილი: "ჩემო შინაგან გულის ნათელო თეკლავ, შენს ლამაზ პირს კოცნას მოვახსენებ". ბოდიშს უხდის მეფე საყვარელ ასულს, რომ ამჯერად ვერა გამოგიგზავნე რა და ნუ დამემდურებიო. ამ წერილიდან, სიყვარულის გარდა, ნათლად ჩანს, თუ რაოდენ მოკრძალებულად ცხოვრობდა მეფე - უსაყვარლეს შვილს ერთხელ ექვს ბროწეულს უგზავნის, მეორედ - საერთოდ ვერაფერს.

ერეკლე მეორის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ეროვნულ საისტორიო არქივში­ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს წავაწყდი, რომელიც შვილებისა და ქვეყანაზე ზრუნვის გარდა, იმ დროისათვის სრულიად ახალი სამედიცინო პრაქტიკის დანერგვას ემსახურება. ეს შავი ჭირისა და ყვავილის საწინააღმ­დეგო აცრებს ეხება. როგორც ცნობილია, 1772 წელს საქართველ­ოში და, კერძოდ, თბილისში, შავი ჭირის ეპიდემია გავრცე­ლებულა.

ამ სიტუაციაში ერეკლე მეფეს გამოუჩენია ნოვატორობა და ნება დაურთავს­ პირველად მისი ვაჟი აეცრათ ყვავილის წინააღმდეგ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ყოველივე ეს საშიში კი არა არის, პირიქით - სასარგებლოა. "იულონს ყვავილი აუცერით", -" სწერს ერეკლე მეორე­ თავის ერთ-ერთ მოხელეს, რევაზ ამილახორს. ჩანს, აცრის გამო იულონ ბატონიშვილისთვის სიცხე მიუცია. "გაცხელებული არის", - სწერს მეფე იმავე წერილში.

ამ მოვლენის შესახებ საქართველოსა და კავკასიის ვრცელ აღწერილობაში, რომელიც ისტორიკოსებს შორის ცნობილია, როგორც "გიულდენშტედტის მოგზა­ურობა",­ იოჰან გიულდენშტედტი წერს, - ერეკლემ მაგალითი უჩვენა ერს, რომ აცრები­ არ არის საშიში და ის ეპიდემიასთან­ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამ მიზნით მეფემ პირველმა დართო ნება კათოლიკე პატრებს აეცრათ მისი ვაჟი იულონ ბატონიშვილი.

ქალიშვილობის ინსტიტუტი და ტოლერანტი ქართველები


საქართველო არაერთი მოგზაურის ჩანაწერებში მოხვედრილა. ყველა თავისებურად აღიქვამდა აქაურობას. აი, რას წერს ჰანს შილტბერგერი ქართული ოჯახის შექმნის ტრადიციისა და ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ XV საუკუნის პირველ ნახევარში:
- ქართველებსა და ოსებს ერთნაირი ტრადიცია გააჩნიათ, როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, ქორწილის მეორე დღეს პატარძლის დედ-მამას სიძის ოჯახში ეპატიჟებიან. სტუმრად მოსულ პატარძლის მამას ღვინიანი ფიალით ხვდება სიძის მამა. სტუმარი ფიალას გამოართმევს და ახალშექმნილ ფუძეს დალოცავს. შემდეგ შინ შეიპატიჟებენ. ეს დღესაც ასეა.

შილტბერგერი იმ შემთხვევაზეც გვიამბობს, თუ პატარძალი ქალიშვილი არ აღმ­ოჩნდა. სიძის მამა სავსე ფიალით კი ხვდება პატარძლის მამას, თუმცა, ფიალის ფსკერი გახვრეტილია და ღვინოს მხოლოდ საჩვენებელი თითი აკავებს. როდესაც პატარძლის მამა ფიალას ართმევს მასპინძელს, ღვინო იღვრება, რასაც მოსდევს­ სიტყვები: შენი ქალიც ამ ფიალასავით დაწრეტილი იყოო.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ასრულებს ამ ამბავს შილტბერგერი. წესის თანახმად, ამის შემდეგ ოჯახის შეურაცხყოფისთვის მამას საკუთარი ქალიშვილი უნდა მოეკლაო, წერს, მაგრამ ქართველები ტოლერანტული ხალხია და საქმე სიკვდილამდე არ მიდიოდა. მასში მღვდელი ერეოდა, რომელიც წყვილს ან არიგებდა, ან გაყრიდაო.

ეკა სალაღაია
თეკლე
16 აგვისტო 2017 21:19
მე რძალი მოვიყვანე ქალიშვილი არ იყო, ხმა არ ამოვიღე მეც ასე ვიფიქრე ქალიშვილი ერთ ღამე. ყველანაირად შევუწყე ხელი. დიდი ქორწილი, ბრილიანტები, ოქრო რომ იტყვიან მთელი რაიონის ახალგაზრდობა მის ბედს ნატრობდა.21 ერთი წელია ჩემ რძლად ითვლება.იმისთანა ძაღლის რძით არის გაზრდილი რომ სიცოცხლე მოგიწამლა.რაც ბრილიანტები და ოქრო მივეცი გაყიდა და შოკოლად ში და ყავაში ჩადო. აბა ყავის და შოკოლადის გარეშე როგორ გაძლებდა. რაც რაიონში ბოზია მისი დაქალია. ჩვენ გვაიძულა სახლი დაგვეტოვებინა და სხვა სახლი გვეყიდა რადგან ჩვენი ცხოვრება ერთად არ შეიძლებოდა.სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა გამოდიოდა.ღმერთს მადლი ორ-სამ წელში ერთხელ მივდიოდი სახლში. აღარც საძინებელი მქონდა და არც ლოგინი.ფსუტისგან აყროლებული დამხვდა ყველაფერ, ზოგიც გადაყრილი.ცარიელ დივანზე ზეწრის გარეშე დავწექით მე და ჩემი მეუღლე იმ ღამით, მეორე დღეს წავედიდა სახლი ვიყიდე. თუ ფულს არ მივცემ ჩემ შვილს და შვილიშვილებს ჩემთან არ უშვებს.მისი უფროსი გოგო რომელიც ჩემს სახელს ატარებს არ მელაპარაკება . მასზე ამომდიოდა ჩამდიოდა მზე და მთვარე. აი რძალი რომელიც ქალიშვილი არ იყო. ქალიშვილი რომ ყოფილიყო იქნებსინდის ნამუსიც ექნებოდა, რას არ იფიქრბსადამიანი აბა რა ვიცი რაგითხრათ.
Mari
10 იანვარი 2016 17:32
ქალიშვილობა ერეკლესთან რა შუაშია?იმ ეპოქაში უდაოა,იქნებოდა ქალიშვილობა ნიშნობა,ჯვრის წერა,მრავალშვილიანობა,ქმარი მეომარი,დედაკაცი კი ოჯახს უძღვებოდა.განქორწინება ალბათ არც შეიძლებოდა,ისე ჩუმათკი ბოზობდნენ რათქმაუნდა.
მმმ
22 ნოემბერი 2015 17:51
ქალიშვილობა ასე ადვილი შესანარჩუნებელი არ არის, ქალიშვილობასთან ერთად უნდა ინარჩუნებდე ქალობასაც. ძალიან ახლობელი ადამიანის ამბავს გიამბობთ, ის 50 წლის გახდა, არის ძალიან კარგი გარეგნობის, ყავდა ბევრი მთხოვნელი, მაგრამ არ გათხოვდა, ამასაც მიზეზი ჰქონდა. მაგრამ ისე დადის ჩენ მიკრორაიონში მამაკაცები თვალს ვერ უსწორებენ. ყველა თავს უხრის და ისე ესალმება. ერთს არ შეუძლია თქვას რომ უღირსია. ყველას თავაზიანად ექცევა, ბავშვი იქნება, მოზრდილი თუ მოხუცი. ვერც გაბედავ კითხო რატომ არ თხოვდებიო. საბედოს მე ვირჩევ, მაგრამ ვერ ამოვარჩიეო, იცინის ხოლმე. ისე ერთმა მისგან მოწონებულმა ბიჭმა დაიწუნა, არ მინდა, მაგისთანა ქალს სხვანაირი მოვლა უნდა , მაგის თავი არ მაქვსო.თავის ქალიშვილობა მისთვის ღირსება უნდა იყოს და არა კუზანოვის დანა.ქალიშვილობასთან შერწყმული უნდა იყოს მისი ქალობაც, თორემ ქალიშვილობის მოპოვებას რა უნდა.

რედაქტორის რჩევით