ქალიშვილობის ინსტიტუტი მე-15 საუკუნის საქართველოში და ტოლერანტი ქართველები
15-10-2015
ქალიშვილობის ინსტიტუტი მე-15 საუკუნის საქართველოში და ტოლერანტი ქართველები
საქართველო არაერთი მოგზაურის ჩანაწერებში მოხვედრილა. ყველა თავისებურად აღიქვამდა აქაურობას. აი, რას წერს ჰანს შილტბერგერი ქართული ოჯახის შექმნის ტრადიციისა და ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ XV საუკუნის პირველ ნახევარში: - ქართველებსა და ოსებს ერთნაირი ტრადიცია გააჩნიათ, როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, ქორწილის მეორე დღეს პატარძლის დედ-მამას სიძის ოჯახში ეპატიჟებიან. სტუმრად მოსულ პატარძლის მამას ღვინიანი ფიალით ხვდება სიძის მამა. სტუმარი ფიალას გამოართმევს და ახალშექმნილ ფუძეს დალოცავს. შემდეგ შინ შეიპატიჟებენ. ეს დღესაც ასეა.

შილტბერგერი იმ შემთხვევაზეც
გვიამბობს, თუ პატარძალი ქალიშვილი არ აღმ­ოჩნდა. სიძის მამა სავსე ფიალით კი ხვდება პატარძლის მამას, თუმცა, ფიალის ფსკერი გახვრეტილია და ღვინოს მხოლოდ საჩვენებელი თითი აკავებს. როდესაც პატარძლის მამა ფიალას ართმევს მასპინძელს, ღვინო იღვრება, რასაც მოსდევს­ სიტყვები: შენი ქალიც
ამ ფიალასავით დაწრეტილი იყოო.


ალბათ გაინტერესებთ, როგორ ასრულებს ამ ამბავს შილტბერგერი. წესის თანახმად, ამის შემდეგ ოჯახის შეურაცხყოფისთვის მამას საკუთარი ქალიშვილი უნდა მოეკლაო, წერს, მაგრამ ქართველები ტოლერანტული ხალხია და საქმე სიკვდილამდე არ მიდიოდა. მასში მღვდელი ერეოდა, რომელიც წყვილს ან არიგებდა, ან გაყრიდაო.

იხილეთ სრულად
ლეილა
24 ივლისი 2017 13:51
მაშა ამას რომ წერთ
"ხომ კარგად დააკვირდით 15საუკინეო და არა 21-ეო"
21ე საუკუნეში გოგონები ქალწულობის გარეშე იბადებიან თუ რას ამბობთ!)))
ilia
14 აგვისტო 2016 12:45
სხვათა შორის ეს ტრადიცია ივანე ჯავახიშვილს აქვს აღწერილი თავის ნაშრომებში და რატომ იმოწმებენ ვიღაც ჰანს შიტბერგერს, ალბათ იმიტომ რომ უცხოელია?
ლევანი
23 ნოემბერი 2015 00:36
aneta ვენაცვალე შენს შეგნებას, გაიხარე!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები