ქალიშვილობის ინსტიტუტი მე-15 საუკუნის საქართველოში და ტოლერანტი ქართველები - კვირის პალიტრა

ქალიშვილობის ინსტიტუტი მე-15 საუკუნის საქართველოში და ტოლერანტი ქართველები

საქართველო არაერთი მოგზაურის ჩანაწერებში მოხვედრილა. ყველა თავისებურად აღიქვამდა აქაურობას. აი, რას წერს ჰანს შილტბერგერი ქართული ოჯახის შექმნის ტრადიციისა და ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ XV საუკუნის პირველ ნახევარში: - ქართველებსა და ოსებს ერთნაირი ტრადიცია გააჩნიათ, როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, ქორწილის მეორე დღეს პატარძლის დედ-მამას სიძის ოჯახში ეპატიჟებიან. სტუმრად მოსულ პატარძლის მამას ღვინიანი ფიალით ხვდება სიძის მამა. სტუმარი ფიალას გამოართმევს და ახალშექმნილ ფუძეს დალოცავს. შემდეგ შინ შეიპატიჟებენ. ეს დღესაც ასეა.

შილტბერგერი იმ შემთხვევაზეც გვიამბობს, თუ პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა. სიძის მამა სავსე ფიალით კი ხვდება პატარძლის მამას, თუმცა, ფიალის ფსკერი გახვრეტილია და ღვინოს მხოლოდ საჩვენებელი თითი აკავებს. როდესაც პატარძლის მამა ფიალას ართმევს მასპინძელს, ღვინო იღვრება, რასაც მოსდევს სიტყვები: შენი ქალიც ამ ფიალასავით დაწრეტილი იყოო.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ასრულებს ამ ამბავს შილტბერგერი. წესის თანახმად, ამის შემდეგ ოჯახის შეურაცხყოფისთვის მამას საკუთარი ქალიშვილი უნდა მოეკლაო, წერს, მაგრამ ქართველები ტოლერანტული ხალხია და საქმე სიკვდილამდე არ მიდიოდა. მასში მღვდელი ერეოდა, რომელიც წყვილს ან არიგებდა, ან გაყრიდაო.

იხილეთ სრულად