ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე
ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე
საისტორიო არქივში არსებული თბილისის ჟანდარმერიის კარტოთეკის მასალები

ჯაში იყო ტერორისტული აქტების დამგეგმავი იმ ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ივანე ინაშვილი ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილე­ იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი


ექსკლუზიური ფოტო - ივანე ინაშვილის შესახებ კარტოთეკიდან ამოღებულ დოკუმენტს თან ახლავს თითის ანაბეჭდები, რომელზეც ჩანს ივანე ინაშვილის ფიზიკური ნაკლი, კერძოდ, მარჯვენა ხელის არათითი დაზიანებული აქვს (თითის გაშლა არ შეეძლო)

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ
სიმაშვილმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" უნიკალური ფოტოები და მასალები­ ექსკლუზიურად მიაწოდა.

თენგიზ სიმაშვილი: - 2008 წელს გამოვაქვეყნე გამოკვლევა "სოციალ-დემოკრ­ატი ბოლშევიკი ტერორისტები - ილიას მკვლელობის შემსრულებლები", სადაც მკვლელობის მეოთხე სავარაუდო მონაწილის, ილიკო იმერლიშვილის შესახებ გამოვთქვი მოსაზრება... თბილისში ილია იმერლიშვილს მეტსახე­ლად ,,ილია მცხეთელს" ეძახდნენ, დუშეთის
მაზრაში - ,,იმერელს", რადგან მისი წინაპარი ლეჩხუმიდან ყოფილა გადმოსული. ამ საკითხზე მუშაობდა შესანიშნავი ლიტერატორი ნოდარ გრიგალაშვილიც. 2010 წელს გამოსცა ნაშრომი "თანამდევი სული", სადაც­ ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყ­რდნობით ასაბუთებდა, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო სწორედ ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე. მისი ნაშრომის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოპოვებული მასალები გადამუშავებას, ახალი საარქივო მასალის მოძიებას საჭიროებდა...

ეროვნულ, ასევე შს სამინისტროს პარტიულ და უშიშროების არქივებში ძალიან საინტერესო მასალები­ მოვიძიე, მათ შორის არის ილიას მკვლელობაში მონაწილეთა ფოტოებიც. ეს დოკუმენტები საფუძვლად დაედო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია?", რომელიც შსს-ს არქივის ხელშეწყობით გადაიღო რეჟისორმა მიხეილ ბერინაშვილმა­ (ილიას როლს თამაშ­ობს აწ გარდაცვ­ლილი მსახიობი კოტე თოლორდავა)...

პავლე ფშავლიშვილი

აღმოვაჩინე დოკუმენტები, სადაც ილიკო იმერლიშვილი პირდაპირ არის დასახელ­ებული საგურამოში მოქმედი წითელი­ რა­ზმის­ ხელმძღვანელად, რომლის წევრებიც­ არიან ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე­ ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი... ისინი ავსებენ ჩემ მიერ ადრე მოძიებულ დოკუმენტებს, სადაც­ ილიას მკვლელობის მონაწილედ დასახელე­ბულია ილიკო იმერლიშვილი.
ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს კარტოთეკაში დაცულ მასალასა­ და ფოტოზე, რომელზეც გამოსახულია ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი სოფრ­ომის ძე ჯაში. იგი ილიკო იმერლიშვილის ბავშვობის მეგობარი იყო, ათი წლის ასაკიდან ერთად მუშაობდნენ თავართქილაძის სტამბაში. 1906 წლიდან კი ცნობილი ბოლშევიკი-ტერორისტის, ალექსანდრე ობოლ­აძის ხელმძღვანელობით მოქმედი ტერორი­სტული ჯგუფის წევრები გახდნენ. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ილიას მოურავის, მოსე მემარნიშვილის მკვლელობ­აში (რომლის ადგილიც შემდგომ დიმიტ­რი ჯაშმა დაიკავა) მონაწილეობდნენ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე­ ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი­ (ფაქტობრივად ისინი, ვინც მერე ილია მოკლეს). მემარნიშვილი მოკლეს, რათა ჯაშისთვის მოურავის ადგილი გაეთავ­ისუფლებინათ. იმერლიშვილს კი ილიას მამულში სანდო კაცი სჭირდებოდა­. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ილიას მეეტლე თედო ლაბაურიც კი წითელრაზმელი ყოფილა. მეტიც, დასტურდება, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოში მოქმედ წითელრაზმელთა­ ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, ბოლშევიკი. მის რაზმში კი შედიოდნენ უკვე ნახსენები პავლე ფშავლიშვილი, ივანე ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები.

"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ვთავაზობ ივანე­ ინაშვილის ფოტოსაც, რომლის სახეც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.

- ე.ი. უკვე შეგვიძლია საზოგადოებას წარვუდგინოთ ილიას მკვლელების - პავლე ფშავლიშვილის, ილია იმერლიშვილის, ივანე­ ინაშვილის და დიმიტრი ჯაშის ფოტოები...
- დიახ. ივანე ინაშვილი მკვლელობის უშუალო მონაწილე­ იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი.

დასტურდება, რომ ილია (ილიკო) იმერლიშვილი იყო საგურამოში მოქმედ წითელრაზმელთა­ ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, ბოლშევიკი. მის რაზმში კი შედიოდნენ პავლე ფშავლიშვილი, ივანე ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები...

- დიმიტრი ჯაშთან დაკავშირებით რა მტკიცებულებები არსებობს?

- უამრავ საარქივო დოკუმენტთაგან გამოვყოფ მხოლოდ მცირე მასალას. მაგალითად, ჯაშის მეუღლის, დარია ჯაშის ჩვენებით, დიმიტრი ჯაში უგეგმავდა ალექსანდრე (საშა) ობოლაძეს და ილიკო იმერლიშვილს სხვადასხვა ექსპროპრიაცია-ძარცვის ოპერაციებს. დარია ჯაშმა საბჭოთა პერიოდში, 1941-1942 წლების გასაყარზე გამა­რთულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 1906 წელს ალექსანდრე ობოლაძემ და ილიკო იმერლიშვილმა გაძარცვეს სასოფლო–სამეურნეო­ ბანკი თბილისში (ძარცვისას მოკლეს ბანკის მმართველი განძიევი) და ამ ოპერაციის სამოქმედო გეგმა დიმიტრი ჯაშმა შეადგინა. სხვა დოკუმენტებიდანაც ჩანს, რომ ჯაში იყო ტერორისტული და ექსპროპრიაციული­ აქტების დამგეგმავი იმ ტერორისტული ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა...
ჩემ მიერ მოძიებული მასალებით და შესაბამისი ანალიზით, ვაცხადებ, რომ დიმი­ტრი­ ჯაში "ოხრანკის" აგენტი მხოლოდ ილიას მკვლელობის შემდეგ გახდა. მაშინდე­ლმა ხელისუფლებამ გამოიყენა ის მასალები, რაც ილიას მკვლელობასთან მის კავშირს ცხადყოფდა და ილიას ყოფილი მოურავი ჯაშუშად აქცია. სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს კიდეც იგი პატიმრობიდან 1907 წლის დეკემბერში. როგორც მის მიერ ,,ოხრანკისთვის" მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციებიდან ჩანს, ჯაში ძალიან მოქნილი ჭკუისა და გონების პატრონი იყო.

- მისი ფოტო სად იყო შემონახული?
- 1911 წელს, ,,ოხრანკის" აგენტად ყოფნის დროს, დიმიტრი ჯაშმა ერთ კაცს, პირადი დაინტერესების გამო (სურდა, რომ ის დაეჭირათ) ბომბები მიუყარა. ეს საქმე გამჟღავნდა. ჩემი ვარაუდით, ეს ფოტოც ამ პერიოდშია გადაღებული. შემდგომში ჯაში გათავისუფლდა. მან ბაქოში რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ იქაც ყალბი­ ბილეთების გაცემის გამო დაიჭირეს. მოგვიანებით გაათავისუფლეს და რუსეთის კავკასიაში მოქმედი არმიის კონტრდაზვერვის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. რამდენიმე დღის წინ არქივიდან გამოვითხოვე­ საქმე, სადაც ჯაში კონტრდაზვერვაში ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობის დაწყების გამო პატიმრობის დროს ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ითხოვს.
1914-1916 წლებში გერმანიის წყალქვეშა­ ნავები ძალიან გააქტიურდნენ შავ ზღვაში.­ ჯაშს სხვადასხვა დავალებით გზავნიდნენ შავი ზღვის სანაპიროზე ინფორმაციის შესაკრებად. მან შავი ზღვის სანაპიროზე გერმანიის ჯაშუში დაიჭირა... ამ პერიოდში­ ჯაშს ძალიან აფასებდნენ თბილისის პოლიცმ­აისტერი ზასიპკინი, მეფისნაცვლის სასახ­ლის დაცვის უფროსი და პარალელურად სამხედრო ცენზურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი­ ბასოვი... თუ რატომ, ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. კვლევის პროცესში კიდევ არაერთი უნიკალური დოკუმენტი გახდება ცნობილი.
ქეთევანი
26 ნოემბერი 2018 12:08
ვისაც წარსული (წინაპარი) არ აქვს,ან
არ უნდა,რომ გაიხსენოს.მას მომავალი
ვერ ექნება.(უბრალოდ გადაშენდება).
...
09 ნოემბერი 2017 12:19
დიდი მადლობა ეკა. საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტების საზოგადოებოსტვის
გაცნობა უკეთილშობილესი საქმეა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
ეკა
02 მარტი 2017 12:27
დიდი მადლობა ეკას ასეთი საინტერესო მასალის მიძიებისათვის, ნუ დაგავიწყდებათ რომ ასეთ ენთუზიასტებზეა. დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი დამყარებული

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები