"მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!" - ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს
18-11-2015
"მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!" - ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი "ფეისბუკში" გენიალური პოეტის გალაკტიონ ტაბიძისა და მისი მეუღლის ოლღა ოკუჯავას ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც თან ახლავს, ოლღას გალაკტიონისადმი მიწერილი წერილი, რომელიც 1941 წლის 1-ლი მარტით თარიღდება. (იხილეთ)

"... ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული! გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ. დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება! ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა,
რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები - ეს დემონი ჩემი სულისა! ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე. შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!! თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.
ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს - უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების
ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს...
ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!

შენი ოლია

მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!"

გალაკტიონი და ოლღა 1916 წელს დაქორწინდნენ. ოლღა საზოაგდოებრივად მეტად აქტიური ქალი იყო, ხოლო მისი ძმები ძველი ბოლშევიკები გახლდნენ, თუმცა ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ იმსხვერპლა. 1929 წელს ოლღა ოკუჯავაც დააპატიმრეს და შუა აზიაში, უზბეკეთში გადაასახლეს.

"ცხოვრების ეტლის სადარდებელი,
საცაა გავა მატარებელი,
მიემგზავრება იმედი ჩემი,
ბედის ვარსკვლავის სადარებელი"
... - დაწერა მაშინ გალაკტიონმა. 1932 წელს ოლღა გაათვისუფლეს და დაბრუნების საშუალება მისცეს, თუმცა 1937 წელს ისევ დააპატიმრეს. ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, მერე ვლადიმირის ციხეში გაამგზავრეს, შემდეგ კი გადაიყვანეს ორიოლის ციხეში. ციხიდან უგზავნიდა გალაკტიონს წერილებს. წერილები შეწყდა 1941 წლის 30 აგვისტოს…

აბგდევზთ
18 დეკემბერი 2015 11:24
ქალბატონო ოლღა, ახლა ვფიქრობდი რა ბედნიერი იყო ქართველი ხალხი, როცა მის არისტოკრატიას თქვენი მსგავსი, სულიერად და ინტელექტუალურად გასხივოსნებული ადამიანები წარმოადგენდნენ. ახლა, ახლა რა გვეშველება კობახიძე - ბესელიების, მიროტაძე-ჩაფიძეების, ხიდაშელის ხელში. ღმერთმა გაცხონოთ ქალბატონო ოლღა, მაპატიეთ, არ ვიცი რატომ მაგრამ მაპატიეთ, თქვენთვის ვილოცებ!

რედაქტორის რჩევით