იოსებ სტალინი: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?"
იოსებ სტალინი: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?"
როგორც ამბობენ, იოსებ სტალინი შიშის ზარს სცემდა შინაურსაც და გარეულსაც, რაზეც ის რამდენიმე ამბავიც მეტყველებს, რასაც გთავაზობთ.

"მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი"

ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა, ისევე, როგორც შემდგომმა პერიოდმა, იოსებ ჯუღაშვილს ხასიათს თავისი კვალი დაასვა. ერთხელ, მისმა უფროსმა ვაჟმა, იაკობმა, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ტყვია შემთხვევით ასცდა გულს. საავადმყოფოში მისულმა სტალინმა შვილს ასეთი რამ უთხრა: "მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი"  თუ შვილის მიმართ ასეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, ცხადია,
უფრო მეტ დაუნდობლობას გამოავლენდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ.

რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ სხდომებზე სტალინს
სტალინს ჰქონდა ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. ერთხელ, უცხოეთში მყოფ ცნობილ ოპოზიციონერს ნიკოლაი ბუხარინს ჰკითხეს პოლიტბიუროს სხდომებზე რომ სხედხართ და ყველაფერზე თავს უქნევთ სტალინს, ხმას რატომ არ იღებთო?.. ბუხარინმა უპასუხა: "როგორც გიურზა მონუსხავს ხოლმე ცხოველებს,
ისე გვნუსხავს სტალინი სხდომებზე და ამიტომაც ვდუმვართო".


"ფილიპე, თუ იცი კიდევ ბოზობს დედაჩემი?"

ერთ-ერთ ცნობილ, ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესთვის კინაღამ ცუდად დამთავრდა. მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ ფილიპე მახარაძესთან, სტალინის დედა კეკე მივიდა და უთხრა: - ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო. მახარაძემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაჰპირდა შვილს ჩამოგიყვანო. ამ დროს ფილიპესთან კაბინეტში სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე, ფილიპემ ჩაილაპარაკა: - ამ ბოზს, ჰგონია, რომ მე სტალინზე დიდი კაცი ვარო. მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა დელეგაციის წევრები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ ჰკითხა: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?" - ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი.

"ვწუხვარ, რომ ცოლად "დურაკს" გაჰყევი"
1940 წელს 19 წლის ვასილ სტალინი ლიპეცკში ჩავიდა უმაღლეს საავიაციო კურსებზე გადასამზადებლად. ერთხელ მან საციგურაო მოედანზე შემთხვევით გაიცნო მისი თანატოლი, მოსკოველი სტუდენტი - გალინა ბურდონსკაია. მალე მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულებმა ლიპეცკშივე იქორწინეს, იმ იმედით, რომ ქორწინების ამბავს საიდუმოდ შეინახავდნენ. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, სტალინმა ყველაფერი მალევე შეიტყო. იოსებ სტალინმა რძალს დეპეშა გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა: "ვწუხვარ, რომ ცოლად "დურაკს" გაჰყევი". ამ ამბის შემდეგ დიდი ბელადი კარგა ხანს აღარ დაინტერესებულა შვილის ცხოვრებით.

(იხილეთ ასევე: ვინ იყო სტალინის დღემდე უცნობი საყვარელი?)

(იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება )

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)




მკითხველის კომენტარი (37)
ინე
31 აგვისტო 2017 01:48
სათაურიდან რომ წერთ კომენტარს,წაიკითხეთ!!
Demuri qsovreli
05 ივნისი 2017 21:42
Ui tqve usaqmurebo
05 ივნისი 2017 11:19
სტალინი მარტალია ფილიპიკოსტან.სტალინმა იცოდა რაც აკადრა ზურგს უკან ქალბატონ კეკეს და მიტომაც გააგებინა ფილიპიკუნას რასაც დედამისზე იყბედა.მიტომაც მიახვრიტა ...ჰიტლერი რას ამბობდა ის იცოდა და ფილიპეს ვერ მოუსმენდნენ??
eka
22 აპრილი 2016 13:34
დედაზე რა თქმა უნდა არ იტყოდა,ხალხო მარტო სათაურს რომ კითხულობთ და სატატიას არა,კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ,მაშინ მიხვდებით რატომაც კითხა ასე.
მზია
22 აპრილი 2016 10:35
ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ,სტალინი დედაზე ამას არ ეტყოდა ფილიპეს, რადგან ადამიანი, როცა მეორე ადამიანს ვერ იტანს, დედაზე ამას არ ეტყოდა!!!! ფილიპე იყო დიდი ილიას მტერი და რატომ არ იქნებოდა , მაშინდელი პირველი პირის მტერი.და საერთოდ ვინ იტყვის დედაჩემი "ბოზიაო"? უკაცრავად. ვფიქრობ ეს მაშინდელი მტრების ჭორია.
Historian-ს
12 თებერვალი 2016 14:41
მაგ განმარტებით თუ წავალთ ყველა მეფე დიქტატორი გამოდის! ჩვენი სახელოვანი მეფეებიც! ერთპიროვნულ მმართველობასც აქვს თავისი უპირატესობა თუ ის ხალხის საკეთილდღეოთ არის მიმართული. მაგალითად: აღმაშენებელი, ჩინგიზ ყაენი, ვერ შექმენს სახელმწიფოები?
Historian
05 იანვარი 2016 20:29
განმარტებისთვის: სახელმწიფო მმართველი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ვადით, შეუზღუდველი ძალაუფლებით მართავს სახელმწიფოს, ეწოდება ---- დიქტატორი. ( "უცხო სიტყვათა ლექსიკონი" შემდგენელი მ. ჭაბაშვილი 1973 წ.) დიქტატურა არსებობს მრავალგვარი: მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებულ სისასტიკეთა ხარისხის მიხედვით დიქტატორები იყოფიან შემდეგ სახეებად: ტირანები, დესპოტები და ა. შ. ზემოთმოყვანილი თვისებებიდან რომელიმე აკლია სტალინს, რომ ვერ ვუწოდოთ მას დიქტატორი, ტირანი ან დესპოტი?
nika
23 დეკემბერი 2015 17:56
ვინ დაიჯერებს იმას, რომ სტალინი თავის დედაზე ამას იტყოდა, კაცს, ჰიტლერი, დაუნდობელი მტერი, აუგად არ მოუხსენებია, მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, რომ გაიგო თავი მოიკლაო, განაცხა(ჟუკოვის მოგონებებიდან) - ~დაიგრალსა პედლეც~.ვინ იგონებს ამ სისულელებს?
ნატა
21 დეკემბერი 2015 16:28
ნახევარი საუკუნეა მისი თემა არ მოძველდა

ეს მარტო იმას ნიშნავს რომ არასტალინის ეპოქაში ვერ შეიქმნა ღირებული ვერაფერი, რაც დაავიწყებდა ყველას მართლა უამრავი ოჯახის დამაქცევარი პოლიტიკის ავტორს

gerchi
04 დეკემბერი 2015 14:20
ბექა
30 ნოემბერი 2015 18:20
მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი"

აქ სადაა დაუნდობლობა? ეს არის სრული სარკაზმი. ანუ მარტივად თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ ვაი შენს პატრონსო ამას ნიშნავდა.
გეთანხმები ბექა!
შენზე უარეს დღეში ვიყავი და თავის მოკვლა არ მიცდია , ვიბრძოლეო,მეორედ ესეთი სისულელე არ ჩაიდინოო . თუმცა სროლა შენზე უკეთესი ვიცოდიო - ეს უთხრა .
,, ბრიყვნი ამბობენ , კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს , ამ სიძულვილში , რაოდენი სიყვარულია " -ტყუილად არ სთქვა ილიამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?