იოსებ სტალინი: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?"
იოსებ სტალინი: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?"
როგორც ამბობენ, იოსებ სტალინი შიშის ზარს სცემდა შინაურსაც და გარეულსაც, რაზეც ის რამდენიმე ამბავიც მეტყველებს, რასაც გთავაზობთ.

"მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი"

ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა, ისევე, როგორც შემდგომმა პერიოდმა, იოსებ ჯუღაშვილს ხასიათს თავისი კვალი დაასვა. ერთხელ, მისმა უფროსმა ვაჟმა, იაკობმა, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ტყვია შემთხვევით ასცდა გულს. საავადმყოფოში მისულმა სტალინმა შვილს ასეთი რამ უთხრა: "მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი"  თუ შვილის მიმართ ასეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, ცხადია,
უფრო მეტ დაუნდობლობას გამოავლენდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ.

რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ სხდომებზე სტალინს
სტალინს ჰქონდა ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. ერთხელ, უცხოეთში მყოფ ცნობილ ოპოზიციონერს ნიკოლაი ბუხარინს ჰკითხეს პოლიტბიუროს სხდომებზე რომ სხედხართ და ყველაფერზე თავს უქნევთ სტალინს, ხმას რატომ არ იღებთო?.. ბუხარინმა უპასუხა: "როგორც გიურზა მონუსხავს ხოლმე ცხოველებს,
ისე გვნუსხავს სტალინი სხდომებზე და ამიტომაც ვდუმვართო".


"ფილიპე, თუ იცი კიდევ ბოზობს დედაჩემი?"

ერთ-ერთ ცნობილ, ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესთვის კინაღამ ცუდად დამთავრდა. მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ ფილიპე მახარაძესთან, სტალინის დედა კეკე მივიდა და უთხრა: - ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო. მახარაძემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაჰპირდა შვილს ჩამოგიყვანო. ამ დროს ფილიპესთან კაბინეტში სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე, ფილიპემ ჩაილაპარაკა: - ამ ბოზს, ჰგონია, რომ მე სტალინზე დიდი კაცი ვარო. მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა დელეგაციის წევრები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ ჰკითხა: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?" - ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი.

"ვწუხვარ, რომ ცოლად "დურაკს" გაჰყევი"
1940 წელს 19 წლის ვასილ სტალინი ლიპეცკში ჩავიდა უმაღლეს საავიაციო კურსებზე გადასამზადებლად. ერთხელ მან საციგურაო მოედანზე შემთხვევით გაიცნო მისი თანატოლი, მოსკოველი სტუდენტი - გალინა ბურდონსკაია. მალე მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულებმა ლიპეცკშივე იქორწინეს, იმ იმედით, რომ ქორწინების ამბავს საიდუმოდ შეინახავდნენ. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, სტალინმა ყველაფერი მალევე შეიტყო. იოსებ სტალინმა რძალს დეპეშა გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა: "ვწუხვარ, რომ ცოლად "დურაკს" გაჰყევი". ამ ამბის შემდეგ დიდი ბელადი კარგა ხანს აღარ დაინტერესებულა შვილის ცხოვრებით.

(იხილეთ ასევე: ვინ იყო სტალინის დღემდე უცნობი საყვარელი?)

(იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება )

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)




მკითხველის კომენტარი (37)
rati
30 ნოემბერი 2015 09:22
ნეტა ვინ გავალებთ სტალინზე სტატიების წერას ?
trocki
30 ნოემბერი 2015 05:55
esec chveni amxanagi stalini ,uwigniri da bneli xalxi ro abodebs da geniad miachniat.sinamdvileshi ki aravitari genia: gaizvera,saertashoriso teroristi saxelmwipo aparats amoparebuli,romlis sashualebitac chaigdo zalaupleba xelshi da uborotes saqmeebs schadioda,araadamiani romelmac absoluturad yvela opozicioneri gajlita da sakutari saaxloblo naxevari gaanadgura naxevars ki cixeebshi miuchina adgili.samarcxvino qartveli!
shoda
30 ნოემბერი 2015 02:25
ერთ მაგალითს მოგიყვებით. ეს 10 წლის წინ იყო, ერთი ჩემი პოლონელი ნაცნობი მიყვება. იციო სტალინი იმდენად დიდი დესპოტი იყო, რომ საკუთარი შვილი არ გამოიხსნა ტყვეობიდანო!
გავოცდი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. განა ასეთი უსუსურები გაიგებენ რატომ დატოვა გიორგი სააკაძემ საკუთარი შვილი მძევლად?
-ეს ჩვენი სალიაც ზუსტად ასე აზროვნებს! რა ქნას სალიამ, რასც ჩასძახებენ ის ჯერავს და იმასვე ამოიძახებს, აბა რას იზამს?
-ეს სალია პირწმინდად იმეორებს იმ ცილისწამებებს, რასაც სტალინზე მისი "კეთილის მსურველები" აგერ უკვე 50 წელია ავრცელებენ.
nino
29 ნოემბერი 2015 23:28
მადლობა ავტორს, მიყვარს ასეთი ჩანაწერები...
მზირალი
29 ნოემბერი 2015 22:34
რამე სხვას ელოდით სტალინისაგან?იმიტომაც იკო სტალინი/ შინაურს და არც გარეულს ერთნაირად ეპყრობოდა მაგრამ გააჩნია რატომ
ნიკა
29 ნოემბერი 2015 21:26
ავტორი არ მიუთითებს წყაროს - საიდან მოიტანა ასეთი ფაქტები
დავითი
29 ნოემბერი 2015 20:56
კარგით რა, თავი დაანებეთ ამ ყურმოკრულ ამბებს და მერე ათასგვარად გადამღერებულ ჭორებს. ვატყობ ბევრს დღესაც აშინებს სტალინის აჩრდილი. სტალინი დიქტატორი იყო თუ კაციჭამია ერთი რამ ფაქტია, ის რომ არ ყოფილიყო მსოფლიო ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა და არა მგონია ჩვენთვის სასიკეთოდ. სანამ მის გინებას დავიწყებდეთ ჯერ ის გავითვალისწინოთ, რომ მაშინ სულ სხვა ეპოქა იყო და მსოფლიოც სხვანაირი იყო. არ მითხრათ ახლა სხვა ქვეყნებში დემოკრატია ყვაოდაო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?