მარტო ოკეანეში - გამაოგნებელი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
17-12-2015
მარტო ოკეანეში - გამაოგნებელი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
"მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა დიდებულ თავისუფლებას, არაფერი იყო საფიქრალი, თუმცა დღე ამის გაკეთება გაჭირდებოდა, ღამე - ესაა დროს გაქცეულებისთვის! ღამე გარბიან ციხეებიდან... მეც ციხიდან გავიქეცი"

საბჭოთა კავშირიდან, როგორც ციხიდან ტუსაღები, ისე ცდილობდნენ თავისუფლებისმოყვარე ადამიანები თავის დაღწევას. ისტორიას გაქცევისა თუ მისი მცდელობის არაერთი მაგალითი შემორჩა, თუმცა ერთი მათგანი მართლაც რომ ყველასგან გამორჩეული და გამაოგნებელია.

1974 წლის 13 დეკემბერს მოხდა, შეიძლება ითქვას, ყველაზე ფანტასტიკური გაქცევა "დიადი" საბჭოეთიდან.

გემი "საბჭოთა კავშირი" ასრულებდა კრუიზს
წყნარ ოკეანეში ვლადივასტოკიდან ეკვატორამდე და უკან, საბჭოთა ტურისტები 20-დღიან ვოიაჟს გადიოდნენ ისე, რომ გემი არცერთი უცხო ქვეყნის პორტში არ შედიოდა, შესაბამისად, მოგზაურებს არც ვიზის გაფორმება სჭირდებოდათ. მეცნიერ-ოკეანოლოგ სტანისლავ კურილოვისთვის, რომელსაც საბჭოთა კავშირდან გასვლა აკრძალული ჰქონდა, ეს ერთადერთი შანსი იყო გაეღწია საბჭოთა კავშირის საზღვრებიდან და ქვეყნიდან
გაქცევის ოცნება აეხდინა. გემ "საბჭოთა კავშირიდან" გაქცვის შესაძლებლობის, კურილოვის გარდა, არავის სჯეროდა.

"მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა დიდებულ თავისუფლებას, არაფერი იყო საფიქრალი, თუმცა დღე ამის გაკეთება გაჭირდებოდა, ღამე - ესაა დროს გაქცეულებისთვის! ღამე გარბიან ციხეებიდან... მეც ციხიდან გავიქეცი" - დაწერა უკვე წლების შემდეგ  კურილოვმა თავის დოკუმენტურ რომანში " მარტო ოკეანეში".

ბევრი მართლაც არ უფიქრია, ერთი ნახტომი და ის წყნარ ოკეანეში იყო, მან ცურვით გადალახა თითქმის ასი კილომეტრი, რომ როგორმე მიეღწია ფილიპინების კუნძულ სიარგაომდე, მის ეკიპირებას შეადგენდა მხოლოდ ლასტები, წყლის სათვალე და სასუნთქი მილი, წყლისა და საჭმლის გარეშე ოკეანეში მიცურავდა სამი ღამე და ორი დღე. გაქცევისას ის 38 წლის იყო...

როდესაც ხომალდზე მისი გაუჩინარება აღმოაჩინეს, არც დაეჭვებულან, რომ ის დაიღუპებოდა, თუმცა შეცდნენ...

გაქცევის შემედგ ის სხვა და სხვა დროს ამერიკასა და კანადაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი დაქორწინდა რა ისრაელის მოქალაქეზე, სწორედ ამ ქვეყანაში დაფუძნდა. ამ საქციელის შემდეგ, მეცნიერს საბჭოთა კავშირში დაუსწრებლად მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბრალდებით „სამშობლოს ღალატი“. ოკეანოლოგი არ ნანობდა თავის საქციელს, მან აისრულა ყველაფერი რაზეც ოცნებობდა, მიიღო მონაწილეობა არაერთ ექსპედიციაში, შეისწავლა სხვადასხვა ოკეანისა თუ ზღვის ფლორა და ფაუნა, იმოგზაურა ჩრდილოეთ პოლუსზეც...

სლავა კურილოვი 1998 წლის 29 იანვარს მორიგი წყალქვეშა ექსპედიციისას მომხადრი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.


თარგმნა ეკა გადახაბაძემ

წყარო
გიო
21 მაისი 2017 18:03
მაინც უნდა ითქვას რომ გაუმართლა ან ზვიგენმა არ შჭამა ან ვეშაპმა ეხუმრები 100 კმ გაცუვას წყალში
ლეილა
21 მაისი 2017 12:37
გაიქცა და გათავისუფლთა არავის სისხლის და სიცოცხლის ხარჯზე! სასწორზე მზოლოდ საკუთარი სიცოცხლე დადო თავისუფლების სანაცვლოდ და..გაუმართლდა!!
არც თვიფრინავით მოინდომა გაფრენა და უდანაშაულო ხალხის მსხვერპლად შეწირვაც არ მოხდა!!
მან მართლა "გადაცურ ზღვა" ...
კობა
23 ივლისი 2016 16:27
ამდენ უაზრო კომენტარებს და დაუჯერებელ ადაიანებს ეს მისამარტჰი ნახონ https://ru.wikipedia.org/wiki/Курилов,_Станислав_Васильевич

რედაქტორის რჩევით