ნოე რამიშვილის სიმბოლური დაბრუნება - ვინ დაუკვეთა საქართველოს ექსშინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობა?
05-01-2016
ნოე რამიშვილის სიმბოლური დაბრუნება - ვინ დაუკვეთა საქართველოს ექსშინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობა?
საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები ეწვივნენ.

ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვებ-პუნქტში ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქვეყანაში შემოსვლის შტამპი დაფიქსირდა. როგორც მიშელ რამიშვილმა განაცხადა, ნოე რამიშვილის ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1925 წელს გამოცემული ფრანგული პასპორტის ფურცელზე დამოუკიდებელი საქართველოს შტამპის არსებობა. "ეს ჩემი დიდი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში", - აღნიშნა მან.

ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოში
რამდენიმე დღე დარჩებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვევიან და მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან.

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის არქივიდან:

ვინ დაუკვეთა ნოე რამიშვილის მკვლელობა?

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფ­­ლება ემიგრაციაში გაემგზავრა. ემიგრ­ანტთა შორის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილიც. ქართველმა ემიგრანტებმა თავიდან კონსტანტინოპოლში

დაიდეს ბინა. მოგვიანებით დევნილთა უდიდესმა ნაწილმა­ საფრა­ნგეთს მიაშურა. 20-იანი წლების პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში 1000-ზე მეტმა­ ქართველმა მოიყარა თავი. საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრთა გარდა, საფრანგეთში აღმოჩნდა­ მრავალი უჩინო ქართველიც. მათ შორის იყო ეროვნული გვარდიის ლეიტენანტი პარმენ ჭანუყვაძე. ნოესა და სხვა ქართველთა დახმარებით, ჭანუყვაძე სამუშაოდ ჯერ "პეჟოს" ქარხანაში, შემდეგ კი მონპარნასის სადგურზე მუშად მოეწყო.

დღის წესრიგში დადგა შენობის შეძენა­, სადაც ემიგრანტთა შტაბი განთავსდ­ებო­და.­ დევნილმა ხელისუფლებამ საქართველოდან ჩატანილი სახაზინო ვერცხლი გაყიდა, მაგრამ პარიზში შესაფერისი შენ­ობა ვერ იყიდეს. ამიტომ დედაქალაქიდან­ 40 კილომეტრში, სოფელ ლევილში, ორს­ართულიანი სასახლე და 5 ჰექტარი მიწა შეიძინეს. ლევილში ნოე რამიშვილის ოჯახს ორი პატარა ოთახი ეკავა. შენობის მეორე­ ბოლოში ნოე ჟორდანია ცხოვრობდა, შუაში კი ექვთიმე თაყაიშვილი. იქვე იყვნენ სხვა დევნილი ქართველებიც.

1924 წლის აგვისტოში საქართველოში­ საყოველთაო აჯანყებამ იფეთქა. მოსახლ­ეობამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამ­ოუკიდებლობის აღსადგენად დაიწყო ბრძ­ოლა. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი პარიზში მყოფი ნოე რამიშვილი იყო. ორკვირიანი შეტაკებები წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილების გამარჯვებით დასრ­უ­ლდა, მაგრამ ომი ამით არ დამთავრებ­ულა. დევნილი მენშევიკები ბოლშევიკების­ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. რამიშვილს ლევილში თითქმის ყოველდღე სტუმრობდნენ საფრანგეთის სხვად­ასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველები. ვიზი­ტის მიზანი, როგორც წესი, სამსახურის შოვნის სურვილი იყო. რამიშვილი მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, ანტიბოლშევიკურ საქმიანობაში ყველაზე გამორჩეულებს კი საქართველოში ემისრებად გზავნიდა.

1929 წლის შემოდგომაზე ნოეს თავისი კარგი ნაცნობი პარმენ ჭანუყვაძე ესტუმრა. ჭანუყვაძემ სამსახური თავისი რთული ხასიათის გამო დაკარგა და დახმარებისთვის კვლავ გავლენიან ნაცნობს მიმართა. ჭანუყვაძემ რამიშვილს ამჯერად საქართველოში­ გაგზავნა სთხოვა - თანახმა იყო, ნებისმიერი სადაზვერვო საქმიანობა შეესრულებინა, მაგრამ მოულოდნელად უარი მიიღო. როგორც ჩანს, ნოე გრძნობდა, რომ ჭანუყვაძე ასეთი საქმიანობისთვის შეუფერებელი იყო. უარმა ჭანუყვაძე უკიდურესად გაანაწყენა. 

1930 წლის 11 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის ცეკაში საიდუმლო თათბირი გაიმართა. დასკვ­ნითი სიტყვა შინაგან საქმეთა სახალხო კომ­ისარმა ლავრენტი ბერიამ წარმოთქვა: "ამხანაგებო, საჭიროა ემიგრაციის გახლეჩა. საქართველოში მენშევიზმი ემიგრაციიდან იღებს საკვებს და, როგორც კი შეწყდება კავშირი მათ შორის, ჩვენ მივაღწევთ იმ ორგანიზაციების განადგურებას, რომლებიც აქ არსებობენ"...

პარიზში, გრენელის ქუჩის #79-ში მდებარე უზარმაზარი შენობა დღესაც რუსეთს ეკუთვნის, 20-იან წლებში კი იქ საბჭოთა კავშირის საელჩო მდებარეობდა. ამავე შენობაში იყო საბჭოეთის საგარეო დაზვერვის­ რეზიდენტურა, რომელსაც ბერიას მეგობარი, თბილისელი სომეხი, სიმონ ფირუმიანი­ ხელმძღვანელობდა. საფრანგეთში მოწყობილი დივერსიები, მკვლელობები, გატაცებები სწორედ ამ შენობიდან იმართებოდა.

20-იანი წლების მიწურულს პარიზის ერთ კონსპირაციულ ბინაში საიდუმლო შეხვედრა შედგა. საბჭოთა რეზიდენტი თავის­ აგენტს შეხვდა. აგენტი ქართველი იყო - გიორგი გეგელია, რომელიც დასავლეთ ევროპაში 1925 წელს მიავლინეს. ჩეკაში სამ­უშაოდ ის ბერიამ გადაიბირა. გეგელიას­ ევალებოდა, მოეძებნა ადამიანი, რომელიც ნოე რამიშვილს მოკლავდა­. რეზიდენტმა აგენტს აცნობა, რომ რამიშვილის მკვლელობით თვით სტალინი და ბერია იყვნენ დაინტერესებული - პოლიტიკურის გარდა, ნოესთან ორივეს პირადი მტრობა აკავშირებდა. 1904 წელს ჭიათურაში
ქართველი სოციალისტების არალეგალური შეკრების დროს ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილს ნოე რამიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემი სტალინი რამიშვილს დაემუქრა, სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდიო.
წლების შემდეგ ნოემ მეორე საშიში მტერიც შეიძინა. 1920 წელს ლავრენტი ბერია ბოლშევიკების დავალებით ბაქოდან თბილ­ისში ჩავიდა. რამიშვილისადმი დაქვემდებარებულმა სპეცსამსახურმა, რომელსაც მელქისედეკ კედია მეთაურობდა, ბერია დააკავა. დაკავებულს ნოე რამიშვილი პირადად ესაუბრა. ბერიამ ამხანაგები გასცა და საიდუმლო ვიზიტის შესახებ მინისტრს ბევრი რამ უამბო. მოგვიანებით რამიშვილი იხსენებდა, რომ დაკითხვების დროს ბერია ტიროდა და საბრალო სანახავი იყო. რამიშვილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამის გამო ბერია შურს იძიებდა. ასეც მოხდა.

რეზიდენტ ფირუმიანისა და მისი აგენტის, გეგელიას საუბ­რიდან მოკლე ხანში ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. გეგელიამ­ უფროსს აცნობა, რომ რამიშვილის ლიკვიდაციისთვის შესაფერისი პირი შეარჩია. მას ოპერატიულ ფსევდონიმად კალენიკე შეურჩიეს. ის ქართველი მენშევიკი და ყოფილი სამხედრო იყო. კალენიკეს შეჰპირდნენ, რომ ნოე რამიშვილის მკვლელობის შემთხვევაში საქართველოში გმირად დააბრუნებდნენ. კალენიკეს სჯეროდა, რომ ბოლშევიკები არ მიატოვებდნენ. სინამდვილეში, ჩეკისტებს აწყობდათ, რომ მკვლელი სასამართლოს წინ­აშე წარმდგარიყო. ისინი სასამართლოზე დაამტკიცებდნენ, რომ დანაშაული პირადი ინტერესის გამო სწორედ ქართველმა მენშევიკმა ჩაიდინა.

გაგრძელება
oceola
08 იანვარი 2016 02:08
ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია, ამათი სახელები რომ ერქმევა ქუჩებს ილიას ქვეყანაში და ამათი შთამომავლების ჩამოსვლას რომ ზეიმით გავაშუქებთ... კიდე კარგადაა ჩვენი საქმე

რედაქტორის რჩევით