ქურდული ანგარიშსწორება და "დენიკინის განძეულის საქმე"
ქურდული ანგარიშსწორება და "დენიკინის განძეულის საქმე"
გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში მომხდარმა ქურდულმა ანგარიშსწორებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია... ქურდულ გარჩევაზე ალაპარაკდა ყველა - უბრალო პარიკმახერებითა და ტაქსის მძღოლებით დაწყებული, კრემლის მესვეურებით დამთავრებული. რასაკვირველია, იმ დროს ამ თემაზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობდნენ, მაგრამ ჩურჩულით ნათქვამიც კი მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მრგვალ ბაღში მომხდარი მკვლელობა კავშირში იყო თეთრი გენერლის - ანტონ დენიკინის მიერ 1919 წელს გადამალული განძეულობის საქმესთან. ამ ყველაფერს ის მოჰყვა, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მესვეურებმა საქმე გაასაიდუმლოეს.

"დენიკინის განძის საქმის" მთავარი ეჭვმიტანილი საბჭოთა მართლმსაჯულებამ ვერ მოიხელთა და ცხადია, ვერც მის მიერ საზღვარგარეთ გატანილ განძეულობას მიაგნეს სადმე. ამის გამო, კრემლის მესვეურებმა საქმე დახურეს, ცხრაკლიტულშიც ჩაკეტეს და მათ, ვისაც "დენიკინის განძეულობაზე" ერთი სიტყვაც წამოსცდებოდა, ტრადიციულად, ციხით დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწი-ლე პირთაგან ბევრი დღესაც კი ცოცხალია, ამიტომაც ვარჩიე, რომ მათი სახელები და გვარები შემეცვალა.

ამბავი სრულიად ბანალურად დაიწყო: 1961 წლის 7 მაისს დილით ადრე, მრგვალ ბაღთან მილიციამ უცნობი ახალგაზრდა კაცის გვამი ნახა. ის იქვე ახლოს
მცხოვრები ვინმე არტურ სოროკინი აღმოჩნდა. გამომძიებელმა შველიძემ, რომელსაც ამ ფაქტის გამოძიება მიანდვეს, გარდაცვლილის მეზობლებისაგან ერთგვაროვანი ჩვენებები მიიღო - სოროკინი თბილისში ახალი ჩამოსული იყო, ბინა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ეყიდა და
მეზობლებთან ნაკლებად ურთიერთობდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალზე ჩვეულებრივ კრიმინალურ შემთხვევას ჰგავდა, რომ არა ერთი უცნაური დეტალი: არტურ სოროკინი ზურგში, გულის მხარეს, წვრილი და ბასრი საგნის ჩარტყმით მოეკლათ და არც გაეძარცვათ. დათვალიერებისას, გვამს გულის ჯიბეში ჩადებულ საფულეში 500 მანეთი უპოვეს. ეს გარემოება გამომძიებელ შველიძეს აფიქრებინებდა, რომ სოროკინი რაღაც სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზის გამო უნდა მოეკლათ. გარდა ამისა, არტურ სოროკინს არარუსული, ოდნავ მონღოლოიდური გარეგნობა ჰქონდა და შველიძე ამანაც დააეჭვა - გვარი და სახელი შეცვლილი არ ჰქონდესო.

გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები