დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ! - კვირის პალიტრა

დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

"ლევილის ყველა საფლავის ქვის აღწერა მოვახერხე. გიგუშა ერისთავის და მერი შერვაშიძის განსასვენებელი არსად ჩანდა. ვეძებე და სენ-ჟენევიევის სასაფლაოზე მივაგენი. ქვას აწერია: "რუსეთის დედოფლის სეფექალი"

"ემიგრაციაში წამოსულს, საკუთარი თავისთვის ამ გაქცევის "ღალატი" რომ მეპატიებინა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყოველი დღე ამერიკაშიც საქართველოთი ვიცხოვრებდი", - მეუბნება 36 წლის ქუთაისელი მანუჩარ კაჭახიძე, რომელიც მეჩვიდმეტე წელია, სამშობლოდან შორს ცხოვრობს, 13 წელია, ამერიკაში გამოსცემს ერთადერთ ქართულ ჟურნალს "მამული", იკვლევს ქართული ემიგრაციის ისტორიას, ეძებს და პოულობს ქართველთა დაკარგულ საძვალეებს. მანუჩარი მოზრდილ ყუთს მაჩვენებს: - აი, ამ ყუთში მაქვს მოთავსებული ჩემი ცხოვრების ჩვიდმეტი წელი, ის უზარმაზარი მასალა, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველების, წინა თაობის ემიგრანტების შესახებ მოვაგროვე. ყველა საკითხი კვლევას, ოფიციალურ ორგანოებთან ხანგრძლივ მიმოწერას საჭიროებდა. ამ ყუთში მოქცეულ ამბებს წიგნად გამოვცემ. აქ არ იქნება დოკუმენტურად დაუდასტურებელი არც ერთი სიტყვა.

"ძალიან რთული იყო აკაკი შანიძის ძმის - მოსე შანიძის საფლავის პოვნა. რადგან შეცვლილი გვარი ჰქონდა. ქვას აწერია: "მოსე შანიძე-ვალტონი"

მერი შერვაშიძე და ნიუ-იორკის მერის ქართველი მოადგილე

ქართველები ამერიკაში შეძლებულად რომ არ ცხოვრობდნენ, ამას ისიც მოწმობს, რომ აგარაკის ასაგებად შეიძინეს მიწის ნაკვეთი ("ალავერდი" დაარქვეს) მხოლოდ 50-დოლარიანი წლიური საწევროებით და სიმწრით ახერხებდნენ ყოველწლიური გადასახადის გადახდას. წიგნზე მუშაობისას დავიწყე ერისთავების საგვარეულოს შესწავლა. ნიუ-იორკში "ალავერდი" დააფუძნა სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავმა, მისი ვაჟი, კონსტანტინე, 1970-იან წლებში ნიუ-იორკის მერის მოადგილე გახლდათ, წვეულებებზე ქართული ჩოხით დადიოდა ხოლმე.

მუშაობისას მერი შერვაშიძის მეუღლის, გიგუშა ერისთავის გვარსაც წავაწყდი და საფრანგეთში ერისთავების საფლავების ძებნა დავიწყე. მერი შერვაშიძის შესახებ ჩვენ რევაზ თაბუკაშვილის ფილმით შევიტყვეთ. მან სიცოცხლეში ინახულა გალაკტიონის მუზა... ვიცოდი, რომ მერი ლევილში იყო დაკრძალული, თუმცა, მისი საფლავი არასოდეს მენახა. ძებნისას ლევილის ყველა საფლავის ქვის აღწერა მოვახერხე. გიგუშა ერისთავისა და მერი შერვაშიძის განსასვენებელი კი არსად ჩანდა. ბოლოს სენ-ჟენევიევის სასაფლაოზე მივაგენი. ქვას აწერია: "რუსეთის დედოფლის სეფექალი".

ჰოლივუდში დაკრძალული ქართველები

ჰოლივუდის სასაფლაოზე განისვენებენ: ნესტორ ერისთავი (არაერთ კინოსურათში თამაშობდა) და მისი მეუღლე ანა, ცნობილი ბალერინა და მსახიობი თამარ თუმანიშვილი, რომელიც გრეგორი პეკთან ერთად უამრავ ფილმშია გადაღებული. იქვეა დაკრძალული ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი სილვია ეშლი-ჯორჯაძე, თავად დიმიტრი ჯორჯაძის მეუღლე, რომლის საფლავის ძიება მიმდინარეობს.

ქართველი, რომელიც ამერიკის 6 პრეზიდენტს იცავდა

ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის სასაფლაოს გარდა, კიდევ არის ცნობილი სასაფლაო. იქ, ღირსეულთა სექციაში, დაკრძალულია ფერფლი ლევან გოპაძისა. ეს სექცია დახურულია და მხოლოდ "ოქროს გასაღებით" შეიძლება შესვლა. გასაღები კი ჰქონდათ მხოლოდ ოჯახის წევრებს. სხვა მსურველებს სექციაში შესასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდათ, რომელიც მათთვის უნდა მიეცა სექციის კურატორს. ამ უკანასკნელს კი თავის მხრივ პენტაგონი ანიჭებდა სექციის "ოქროს გასაღებით" გახსნის უფლებას.

მოკლედ, ნებართვა მივიღე და დავიწყე მოკვლევა, ვინ იყო და რატომ ხვდა იქ დაკრძალვის პატივი ლევან გოპაძეს... ვიპოვე მისი შვილი, ამერიკაში კომუნიკაციების უზარმაზარი კომპანიის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღმოჩნდა, რომ ლევან გოპაძე ამერიკის საიდუმლო დაცვის სამსახურში დიდი თანამდებობის პირი გახლდათ. კერძოდ, იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტებს ახლდა საზღვარგარეთ - ის ამერიკის 6 პრეზიდენტის სიცოცხლეს იცავდა.

"ყაზბეგი" სან-ფრანცისკოში

ჰოლივუდში, სტუდია "პარამოუნთში" გადაღებული ფილმი "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გავაციფრულეთ, რომელიც ქართველი მწერლის, გიორგი პაპაშვილისა და მისი მეუღლის, ჰელენ უეიტის ბესტსელერის მიხედვით არის გადაღებული. ეს ფილმი ქართველ ემიგრანტებზეა და იქ ნახსენები ყველა გვარ-სახელის ადამიანი მართლაც მოღვაწეობდა ემიგრაციაში. გამოყენებულია ქართული სიმღერები, ცეკვები... ზედმიწევნით არის მოხმობილი ფაქტებიც და დავრწმუნდი, ამ ფილმით ავტორი ემიგრაციის ისტორიას გვინახავდა. ერთ-ერთი გმირი ამბობს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 58-ე ქუჩაზე, რესტორანში ქართველი მზარეული მუშაობსო. იქ მართლაც აღმოჩნდა ქართული რესტორანი. აგრეთვე ნამდვილი აღმოჩნდა ფილმის კადრებში წამით გაელვებული მენიუც, ხოლო მომღიმარი კაცი - მისი მეპატრონე გრიგოლ კორძაია, სან-ფრანცისკოში ქართული რესტორნის "ყაზბეგის" მეპატრონე. რესტორნის შენობა რამდენიმე კვირის წინ ვინახულე და გრიგოლ კორძაიას უწარწერო სამარესაც მივაკვლიე...

წარწერები ქართულად

პენსილვანიაში, გიორგი პაპაშვილის საფლავის ქვას ქვედა კუთხეში ქართულად აწერია ინიციალები: "გ.პ." მინდოდა გამეგო, ვისი ხელი ერია ამ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ საათობით მისაუბრია ტელეფონით ბოცო კორიშელთან (მუსიკოსი, მხატვარი და მოქანდაკე ვახტანგ კორიშელი, რომელიც 1950 წლიდან აშშ-ში გადასახლდა. მეტსახელი "ბოცო" საქართველოში გატარებული ბავშვობიდან შემორჩა), ეს არასოდეს მიკითხავს... გიორგი პაპაშვილის საფლავის ქვის გარდა, სან-ფრანცისკოში დაკრძალულ გალაქტიონ ნიკოლაძის საფლავის ქვაზეც ბოცო კორიშელს მიუწერია ქართულად.

ახლა მე უნდა ჩავიდე მორა ბეიში, რომ ბოცოს საფლავის ქვასაც ქართულად დავაწერო (ბოცო კორიშელი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და კალიფორნიის პატარა ქალაქ მორა ბეიშია დაკრძალული)...

აკაკი შანიძის ძმის საფლავი ნაპოვნია

დიდხანს ვეძებდი აკაკი შანიძის ძმის - მოსე შანიძის საფლავს. იგი მეცნიერი გახლდათ, სახელმწიფო სამართლის პირველი სპეციალისტი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1920 წელს ბერლინში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნეს. ფრაიბურგის ქიმიის ინსტიტუტს ამთავრებდა, როცა საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ. მოსე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციაში ყოფნის დროს, 1928 წელს, იგი უკანასკნელად შეხვდა ძმას - აკაკი შანიძეს.

აკაკი შანიძის ქალიშვილმა, მზექალა შანიძემ მიამბო - მამამ სთხოვა ძმას, დაბრუნდი, ქართულ უნივერსიტეტს სჭირდებიო. მოსეს უთქვამს: მე სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი ვარ და იმ სახელმწიფოს, რომელსაც თქვენ აშენებთ, სახელმწიფო სამართალი არც აქვს და არც სჭირდებაო... რთული იყო მისი საფლავის მოძებნა, რადგან შეცვლილი გვარი ჰქონდა. ქვას აწერია: "მოსე შანიძე-ვალტონი".

სია დაკარგული ქართველებისა

მახსოვს წლების წინ ნანახი ერთი ფრანგული ფილმი, რომელიც საინტერესო კადრით იშლება - ხედავ შავ, პატარ-პატარა წერტილებს, რომლებიც შენკენ მოდიან და დიდდებიან. როცა მოგიახლოვდებიან, უცბად ერთ ადგილზე იყინებიან. როგორი დიდი რეჟისორი უნდა იყო, რომ ასე გადმოსცე სიმართლე, თუ როგორ მოექცა საბჭოთა იმპერია ომის დამთავრების შემდეგ თავისსავე ტყვეებს. წარმომიდგენია, ეს წერტილები, ჩვენი ტყვედჩავარდნილი მეომრები არიან, ომის დამთავრების შემდეგ ნაწამებნი, შიმშილით დაოსებულნი, მაინც სიხარულით მორბოდნენ სამშობლოსკენ, მათ კი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. აქ, ემიგრაციაში, შევხვედრივარ "სამშობლოს მოღალატეებად" შერაცხილ გიორგი მორალიშვილს, ნიკო თოფურიას, გივი ფორაქიშვილს, ვალიკო ძამიას, მამია ზაქრაძეს... ამ "დიდ წერტილებს". ერთმა მათგანმა მიამბო თავისი მწარე ტყვეობის ამბავი. როგორ ჩამოვიდა ამერიკაში 1950 წელს და მხოლოდ 38 წლის შემდეგ შეძლო მხცოვანი დედისთვის მიეწვდინა ხმა.

ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

მანუჩარ კაჭახიძემ მოგვაწოდა იმ ქართველების სია, რომელთა საფლავებიც მან 17 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოიძია. ამ სიაში ამოიკითხავთ როგორც მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების, ისე 1921 წელს ემიგრაციაში წასულების გვარ-სახელებს.

მოსე შანიძე

ზურაბ გამყრელიძე

ალექსანდრე ქართველიშვილი

მალხაზ შალიკაშვილი

ალექსანდრე მდივანი

გრიგოლ კობახიძე

ანზორ კობიაშვილი

ბარბარა ალჩიბაია

გრიგოლ ალჩიბაია

გივი გაბლიანი

რაფიელ თვალავაძე

ვლადიმერ ხვედელიძე

ვახტანგ საყვარელიძე

ილზე ბარათელი

თავადი მიხეილ მდივანი

თავადი დავით მდივანი

თავადი ზაქარია მდივანი

თავადი სერგი მდივანი

თავადი სიმონ მდივანი

დავით ჩხატარაიშვილი

ქეთევან ჩხატარაიშვილი

ნიკოლოზ თოდრია

ელეონორა თოდრია

ელისაბედ ზალდასტანიშვილი

ოთარ ზალდასტანიშვილი

მარიამ ზალდასტანიშვილი

თავადი დავით ჭავჭავაძე

მწერალი პავლე ჭავჭავაძე

ნინა რომანოვა-ჭავჭავაძე

ივდითი ჭავჭავაძე

თამარა მიქელაძე

ალექსანდრე მიქელაძე

კაპიტანი ვლადიმერ მიქელაძე

ალბერტ მიქელაძე

მარიამ ნიკოლაძე

გალაკტიონ ნიკოლაძე

გლაფირა ნიკოლაძე

გიორგი ნიკოლაძე

სვეტლანა შანიძე

თევდორე გაბელია

პავლე გაბელია

ალფრედ გიორგაძე

ამბერკი გიორგაძე

ნინა ლორთქიფანიძე

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ვლადიმერ ლორთქიფანიძე

გიორგი ლორთქიფანიძე

გიორგი მორალიშვილი

თავადი ლევან დადიანი

თავადი დავით (უჩა) დადიანი

თავადი გიორგი დადიანი

მარი ერისთავი

ნესტორ ერისთავი

ანნა ერისთავი

ჯუმბერ შათირიშვილი

ისმაილ აბაშიძე

მარიამ აბაშიძე

დავით აბაშიძე

ქრისტინა აბაშიძე

ნიკოლოზ ქვარიანი

გიორგი პაპაშვილი

თავადი გიორგი მაჩაბელი

პრინცესა თამარა გრუზინსკაია-ისლავინა

გიორგი ბალანჩივაძე

თავადი ნიკოლოზ ამილახვარი

თავადი ალექსანდრე ამილახვარი

ლევან გოპაძე

ილარიონ გოპაძე

გრიგოლ კორძაია

ნინა ჩხარტიშვილი

არკადი იმნაძე

რუთი იმნაძე

გიორგი სიდამონიძე

მირა სიდამონიძე

ევგენი სიდამონიძე

ნადეჟდა სიდამონიძე

კონსტანტინე სიდამონიძე

დავით ბებიაშვილი

როზალია ბებიაშვილი

მარია ღაღანიძე

თავადი ნიკოლოზ დიასამიძე

თავადი ნიკოლოზ ჩიხვარია

ნიკოლოზ ჯაფარიძე

ელზა ბარელიძე

მარდან წერეთელი

სოლომონ პატარაია

ალექსანდრე ცომაია

ვანო საზუაშვილი

ნოე წილოსანი

ილიკო გელაძე

დავით მამულაშვილი

ალექსანდრე ლალიაშვილი

ნესტორ ლომთაძე

გიორგი მგალობლიშვილი

ნიკიფორე ჯიშკარიანი

ანა კიკნაძე

ნესტორ ცეცხლაძე

ნელი მაისურაძე

იოსებ მაისურაძე

თამარა მეტრეველი

ბექორ ზევანია

ალექსანდრე სამსონია

ნიკოლოზ მეღვინოვი

ალექსანდრე პაპუაშვილი

შოთა დუმბაძე

მილიცა დუმბაძე

გიორგი დუმბაძე

ამელია დუმბაძე

ალექსანდრე მგალობლიშვილი

ვანო ნანუაშვილი

ლეონიდე ხაინდრავა

ირაკლი ხოსიტაშვილი

ომარ ცუცხვაშვილი

ლეო მალანია

გიორგი ჭიჭინაძე

რუსუდან აბაშიძე

შაქრო ცერცვაძე

იულია ავალიანი

გიორგი ღოღობერიძე

გიორგი კიტიაშვილი

ერთაოზ რამიშვილი

გივი ფორაქიშვილი

ვერა გრუზინსკაია

სერგი გრუზინსკი

ზინა ინჯია

შალვა ხახუტოვი

გრიგოლ დიასამიძე

ლიზა სოსულია

ანა, ილიკო მამაცაშვილები

ირინა ჭავჭავაძე

თამარა კვინიხიძე

ალექსანდრე ტარსაიძე

ვლადიმერ ერისთავი

ელენე დიასამიძე

გიორგი ვაჩნაძე

მიხეილ საყვარელიძე

თეიმურაზ ბაგრატიონი

ირინა ბაგრატიონი

ვანო ახმეტელი

ელენე ახმეტელი

ანა თვალავაძე

ანტონინა მახარაძე

როდამ ბაგრატიონი

ვალენტინა ხიდაშვილი

ელენე ხიდოშვილი

კარლო შატბერაშვილი

ანა გრუზინსკაია

ილია კოლხიდაშვილი

მარია პარასტაშვილი

ფელიქს ცერცვაძე

ვლადიმერ ბაბიშვილი

ნადეჟდა ინასარიძე

გიორგი ქაშუბა

სერგო გაბუნია

თავადი გიორგი იმერეტინსკი

გიორგი ბოჭორიშვილი

ალექსანდრა დუიშვილი

რუსიკო ბურჭულაძე

თეიმურაზ გაფრინდაშვილი

თინა ბიბილაშვილი

ავთანდილ ბიბილაშვილი

ნანი ჭურაძე

ინეზა სახვაძე

მაიკო კობიაშვილი

პავლე ავალიშვილი

მანანა გაბრიჭიძე