როგორ გააცურა "სპარსეთის პრინცმა" პოლონელები - ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის მსოფლიო აფე­რე­ბი
10-04-2016
როგორ გააცურა "სპარსეთის პრინცმა" პოლონელები -   ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დის მსოფლიო აფე­რე­ბი
"სხე­უ­ლი ჩი­ნე­ბუ­ლი მაქვს, სულ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვიზ­რუ­ნებ, პას­პორ­ტის შოვ­ნას კი ყო­ველ­თ­ვის მო­ვა­ხერ­ხებ"

გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი თა­ვა­დის ოჯა­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მიხეილ წე­რე­თე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში კავ­კა­სი­ის სა­ფოს­ტო-სა­ტე­ლეგ­რა­ფო უწყე­ბა­ში რი­გით ჩი­ნოვ­ნი­კად მსა­ხუ­რობ­და, რაც, რა თქმა უნ­და, ოდ­ნა­ვა­დაც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და თვა­ლი სულ ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბი­სა და დი­დი ფუ­ლის შოვ­ნის­კენ ეჭი­რა. ამი­ტო­მაც, სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სულ სხვა­დას­ხ­ვა გეგ­მის მო­ფიქ­რე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც მა­ლე­ვე შე­უდ­გა. დამ­წყებ­მა თაღ­ლით­მა თა­ვი­დან გარ­კ­ვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია, რა­მაც ფრთე­ბი შე­ას­ხა და უფ­რო სა­რის­კო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის­კენ უბიძ­გა. თუმ­ცა, მა­ლე­ვე
ჩა­ვარ­და და სა­სა­მარ­თ­ლომ მარ­ტო პა­ტიმ­რო­ბა კი არ მი­უ­სა­ჯა, ქო­ნე­ბა­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბი­სა და თა­ვა­დის ტი­ტუ­ლის გა­რე­შეც და­ტო­ვა. მთა­ვა­რი - ნე­ბის­მი­ე­რი გზით გამ­დიდ­რე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი - წე­რე­თელს უწინ­დე­ბუ­რად შერ­ჩა და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გა­ზე­თე­ბის მტკი­ცე­ბით, ცი­ხი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ "უ­მაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნალ ავან­ტი­უ­რის­ტა­დაც" ჩა­მო­ყა­ლიბ­და.


თა­ვა­დუ­რი წარ­მო­შო­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­ნე­რე­ბი და
ენე­ბის ცოდ­ნა წე­რე­თელს აფე­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და. სხვა­დას­ხ­ვა დროს ის თავს კავ­კა­სი­ა­ში მი­წე­ბის მდი­და­რი მფლო­ბე­ლის მემ­კ­ვიდ­რედ, მსოფ­ლიო ომ­ში თავ­გა­მო­ჩე­ნილ სამ­ხედ­რო ოფიც­რად, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის მებ­რ­ძოლ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რად და თვით სპარ­სე­თის პრინ­ცა­დაც კი ასა­ღებ­და და თი­თო­ე­ულ ამ როლს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ირ­გებ­და.

თაღ­ლი­თი კავ­კა­სი­ის ბევ­რი ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი მცხოვ­რე­ბის სა­ხელ­საც ხში­რად ით­ვი­სებ­და და ამა­საც იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რებ­ლად აკე­თებ­და, რომ კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თვით ყვე­ლა­ზე გა­მოც­დილ მა­ძებ­რებ­საც კი არა­ფე­რი აეჭ­ვებ­დათ. და კი­დევ, წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ო­ბე­ბით აგ­რე­რი­გად "და­ხუნ­ძ­ლუ­ლი" თაღ­ლი­თი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს - გამ­დიდ­რე­ბას - ღა­რიბ­თა დახ­მა­რე­ბას, ამ მიზ­ნით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბის გა­ღე­ბა­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბა­საც მშვე­ნივ­რად უთავ­სებ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლე­ბის მი­მართ ძი­რი­თა­დად მომ­ხ­მა­რებ­ლუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი და არც მათ ხარ­ჯ­ზე გამ­დიდ­რე­ბას თა­კი­ლობ­და, ერ­თი უბ­რა­ლო გო­გო­ნას­თ­ვის, რო­მელ­საც ის გულ­წ­რ­ფე­ლად და სრუ­ლი­ად უან­გა­როდ შე­უყ­ვარ­და, ყვე­ლაფ­რის გა­სა­ღე­ბა­დაც კი მზად იყო.

მი­ხე­ილ წე­რე­თელ­მა "კა­რი­ე­რა" 1899 წელს, ოდე­სა­ში და­იწყო, სა­დაც ცი­ხი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ჩა­ვი­და. რა­ღა თქმა უნ­და, ქა­ლა­ქი, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და, თაღ­ლითს შემ­თხ­ვე­ვით არ აურ­ჩე­ვია. ასე რომ, ერთ დღე­საც, მი­სი სა­ხით ოდე­სას "სუ­ლით მო­ნა­თე­სა­ვე", მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლად მე­ტის­მე­ტად რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი და არ­ნა­ხუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი ბა­ტო­ნი მო­ევ­ლი­ნა, რო­მე­ლიც მო­დის "ბო­ლო სიტყ­ვის მი­ხედ­ვით" იყო ჩაც­მუ­ლი და ზედ­მი­წევ­ნით დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბიც ჰქონ­და. სა­უბ­რი­სას ერ­თი ენი­დან მე­ო­რე­ზე და­უბ­რ­კო­ლებ­ლად გა­და­დი­ო­და და უკ­ვე ისე­დაც მო­ნუს­ხულ მსმე­ნე­ლებს თავ­ბ­რუს უცხო სიტყ­ვე­ბი­თა და ფრა­ზე­ბი­თაც მარ­ჯ­ვედ ახ­ვევ­და. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, ოდე­სა­ში წე­რე­თელ­მა დიდ­სა და პა­ტა­რა­ზე თა­ვი­დან­ვე მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბის სრუ­ლი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაც მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა. მო­რი­გი აფე­რის გა­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კი, ნი­ა­და­გის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად მო­სინ­ჯ­ვის შემ­დეგ, ოდე­სა­ში მდე­ბა­რე მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნი­თა და ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი გერ­მა­ნუ­ლი სათ­ბო­მავ­ლო კომ­პა­ნია აირ­ჩია. პრაქ­ტი­კუ­ლად უნაკ­ლო ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, წე­რე­თელ­მა, მე­ქა­ში კავ­კა­სი­ე­ლი მუს­ლი­მა­ნე­ბის ჩაყ­ვა­ნის მიზ­ნით(?!), კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ გერ­მა­ნე­ლი კო­მერ­სან­ტე­ბი არც თაღ­ლი­თის მი­ერ წარ­დ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტებს და არც შე­თან­ხ­მე­ბის ხა­სი­ათს ოდ­ნა­ვაც არ და­უ­ეჭ­ვე­ბია. ამ უც­ნა­უ­რი გა­რი­გე­ბის წვრილ­მა­ნებს არც ჩვენ ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბით და მხო­ლოდ იმას შევ­ნიშ­ნავთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, წე­რე­თე­ლი ოდე­სის პო­ლი­ცი­ას ხე­ლი­დან ოს­ტა­ტუ­რად და­უს­ხ­ლ­ტა, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­ჩი­ნარ­და და თან ოქ­რო­თი გა­ცე­მუ­ლი 180 ათა­სი რუბ­ლიც გა­ი­ყო­ლა.

გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის რამ­დე­ნი­მე სამ­ხ­რე­თულ ქა­ლაქ­ში -კი­ევ­ში, ხარ­კოვ­ში, ეკა­ტე­რი­ნოს­ლავ­სა და დო­ნის როს­ტოვ­ში გა­მოჩ­ნ­და, სა­დაც თაღ­ლი­თო­ბის გზით ასო­ბით ათა­სი რუბ­ლი მი­ით­ვი­სა. ამის შემ­დეგ ერ­თხანს მოს­კოვ­შიც "წა­ი­მუ­შა­ვა", სა­დაც, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ორ­დე­რით ძმე­ბი ჯუნ­გა­რო­ვე­ბის სა­ბან­კო კან­ტო­რა­ში 70.658 რუბ­ლი და 57 კა­პი­კი (სი­ზუს­ტეც ასე­თი უნ­და!) მი­ით­ვა­ლა.

ქარ­თ­ველ­მა თა­ვად­მა თა­ვი­სი "სტუმ­რო­ბით" ევ­რო­პის არა­ერ­თი ქვე­ყა­ნაც საკ­მა­რი­სად "გა­ა­ბედ­ნი­ე­რა" და რო­გორც ბან­კე­ბი­სა და მა­ღა­ზი­ე­ბის უზა­დო მძარ­ც­ველ­მა, თა­ვი­სი "წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი" ლონ­დონ­ში, ვარ­შა­ვა­სა და სხვა ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლა­ქებ­შიც და­ტო­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­ინც ვარ­შა­ვა­ში გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი, რომ­ლის მცხოვ­რებ­თაც, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, სპარ­სე­თის პრინ­ცად მო­ევ­ლი­ნა. მო­დურ ცენ­ტ­რა­ლურ სას­ტუმ­რო "ბრის­ტოლ­ში" რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო ნომ­რის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, "პრინ­ცი" ფუ­ლის ფლან­გ­ვა­სა და მხი­ა­რულ ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გა. ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ მი­ღე­ბებ­სა თუ თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი ამა­ლით დაბ­რ­ძან­დე­ბო­და, ნაც­ნო­ბო­ბას მხო­ლოდ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან აბამ­და, რომ­ლებ­საც ვი­თომ სხვა­თა შო­რის იმა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ მე­ფის რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის დი­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პერ­სო­ნებ­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"პრინ­ცი­სა" და მი­სი ამა­ლის წევ­რე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბა და კაშ­კა­შა აღ­მო­სავ­ლუ­რი კოს­ტი­უ­მე­ბი ვარ­შა­ვე­ლებ­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და, ხო­ლო გა­ზე­თე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ზე წე­რით არ იღ­ლე­ბოდ­ნენ. თა­ვად "პრინ­ცი" კი დროს ტყუ­ი­ლად ნამ­დ­ვი­ლად არ კარ­გავ­და და აფე­რას აფე­რა­ზე გეგ­მავ­და. ვარ­შა­ვა­ში მისი ყუ­რადღე­ბა ძი­რი­თა­დად მდიდ­რულ­მა ან­ტიკ­ვა­რულ­მა მა­ღა­ზი­ებ­მა მი­იქ­ცია, სა­დაც ასე­ვე მთე­ლი თა­ვი­სი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ამა­ლით შე­დი­ო­და და ესო­დენ უცხო და თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბით ყვე­ლას ად­გილ­ზე აშე­შებ­და. მა­ღა­ზი­ებ­ში "პრინ­ცი" ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო და უძ­ვირ­ფა­სეს ან­ტიკ­ვა­რულ და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარმს ირ­ჩევ­და, გამ­ყიდ­ვე­ლებს მხო­ლოდ სპარ­სი თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რე­ბო­და და გან­კარ­გუ­ლე­ბას აძ­ლევ­და, შე­ძე­ნი­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა "ბრის­ტო­ლის" რო­მელ ნო­მერ­ში მი­ე­ტა­ნათ და ან­გა­რი­ში რა ვა­და­ში წა­რედ­გი­ნათ. ზოგ­ჯერ, თუ არ­ჩე­ვანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დახ­ვე­წილ და ძვირ­ფას ნივ­თ­ზე შე­ა­ჩე­რებ­და, მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნის ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბის სურ­ვილ­საც გა­მოთ­ქ­ვამ­და ხოლ­მე. ერთ დღეს კი ეს სურ­ვი­ლი საქ­მე­დაც აქ­ცია. გამ­ყიდ­ვე­ლებს, ვის მა­ღა­ზი­ებ­შიც უზარ­მა­ზა­რი თან­ხის სა­ქო­ნე­ლი აირ­ჩია, ყალ­ბი ორ­დე­ნე­ბი გუ­ლუხ­ვად ჩა­მო­უ­რი­გა და... უკ­ვა­ლოდ გაქ­რა.

სა­ბან­კო აფე­რე­ბის უკეთ გა­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, წე­რე­თე­ლი გვარ­საც ხში­რად იც­ვ­ლი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხან ან­დ­რო­ნი­კო­ვად, ხა­ნაც თუ­მა­ნო­ვად ევ­ლი­ნე­ბო­და. ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი შემ­თხ­ვე­ვი­თი სუ­ლაც არ იყო, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი­დან მომ­დი­ნა­რე ან­დ­რო­ნი­კო­ვი ომის ცნო­ბილ გმირ­თან, ინ­ფან­ტე­რი­ის გე­ნე­რალ­სა და იმე­რე­თის მე­ფის, სო­ლო­მონ II-ის შვი­ლიშ­ვილ ივა­ნე ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილ­თან, თუ­მა­ნო­ვი კი ცნო­ბილ ქარ­თ­ველ თა­ვა­დებ­თან, თუ­მა­ნიშ­ვი­ლებ­თან ნა­თე­სა­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც კი ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მი­წევ­ნით სა­პა­ტიო იყო. ჰო­და, გა­წა­ფუ­ლი თაღ­ლი­თიც ამ გვა­რებს, წინ რომ "კნი­ა­ზიც" უძღო­და და უმალ­ვე მო­წი­წე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას აღ­ძ­რავ­და, ერ­თ­მა­ნეთს გა­მუდ­მე­ბით უნაც­ვ­ლებ­და და მი­ზან­ში ამო­ღე­ბულ რუ­სე­თის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში ხან ან­დ­რო­ნი­კო­ვად, ხან თუ­მა­ნო­ვად და ხა­ნაც წე­რეთ­ლად ჩნდე­ბო­და. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლე­ბის კითხ­ვა­ზე კი, ეს რა­ღა­ში გჭირ­დე­ბაო, ასე პა­სუ­ხობ­და: "მუ­დამ ერთ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა მო­საწყე­ნია. რო­გორც კი სხვა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბი, თავ­ში მა­შინ­ვე სხვა და, რაც მთა­ვა­რია, ახა­ლი და კარ­გი იდე­ე­ბიც მოგ­დის. ადა­მი­ა­ნი ხომ სხე­უ­ლის, სუ­ლი­სა და პას­პორ­ტის­გან შედ­გე­ბა? სხე­უ­ლი ჩი­ნე­ბუ­ლი მაქვს, სულ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვიზ­რუ­ნებ, პას­პორ­ტის შოვ­ნას კი ყო­ველ­თ­ვის მო­ვა­ხერ­ხებ".

წე­რე­თელს მარ­თ­ლაც ნე­ბის­მი­ე­რი უნაკ­ლოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი პას­პორ­ტის შოვ­ნა შე­ეძ­ლო.

გაგრძელება


ssd
05 მაისი 2016 12:16
რა იყო მისი ბოლო ეგეც დაწერეთ
jemali
11 აპრილი 2016 08:01
ნისჰიერი კაცი ყოფილა
gigilo
10 აპრილი 2016 22:00
ამათ აფერისტობა კაიკაცობა ჰგონიათ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები