არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და - გატა­ცე­ბის დე­ტა­ლე­ბი, ანუ მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სი­ღა­ტა­კე­ში მოკ­ვ­და
08-05-2016
არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და - გატა­ცე­ბის დე­ტა­ლე­ბი, ანუ მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სი­ღა­ტა­კე­ში მოკ­ვ­და
1919 წლის 14 მა­ისს ტფი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა "გრუ­ზი­ამ" კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სვეტ­ში ერ­თი პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია და­ბეჭ­და, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბო­და. მა­შინ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქ­მის ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­და. ქა­ო­სით მო­ცულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი თავს ეს­ხ­მოდ­ნენ მა­ტა­რებ­ლებს, ძარ­ც­ვავ­დ­ნენ გე­მებს, ხო­ლო ქუ­ჩა­ში ყა­ჩა­ღო­ბა ღი­ად და და­უ­ფა­რა­ვად ხდე­ბო­და, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბით ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ­დი.

თუმ­ცა, ეს ცნო­ბა მა­ინც სცდე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი ამ­ბის ფარ­გ­ლებს. საქ­მე ისაა, რომ ბან­დი­ტებ­მა ტფი­ლი­სის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ვა­ჭა­რი - მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი გა­ი­ტა­ცეს. სწო­რედ ის
არა­მი­ან­ცი, რომ­ლის სა­ხელ­საც დღეს თბი­ლი­სე­ლე­ბი პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ეძა­ხი­ან.

გა­ტა­ცე­ბის შემ­თხ­ვე­ვას გა­ზე­თი შემ­დეგ­ნა­ი­რად აღ­წერს:
"ა­მა წლის 12 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, სერ­გის ქუ­ჩა­ზე (დღე­ვან­დე­ლი მა­ჩა­ბე­ლი) სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და ვა­ჭა­რი არა­მი­ან­ცი, რო­მე­ლიც საქ­მე­ებ­ზე მი­ე­მარ­თე­ბო­და. ლერ­მონ­ტო­ვი­სა და სერ­გის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე იგი თავ­დას­ხ­მის მსხვერ­პ­ლი გახ­და. უც­ნობ­მა პი­რებ­მა
არა­მი­ანცს ხე­ლი სტა­ცეს და იქ­ვე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­აგ­დეს. შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი სწრა­ფად გა­ქან­და და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლას მი­სულ მი­ლი­ცი­ე­ლებს თვით­მ­ხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუცხა­დეს, გამ­ტა­ცე­ბელ­თა ბან­დამ არა­მი­ან­ცი მან­ქა­ნა­ში იარა­ღის მუ­ქა­რით ჩას­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ყა­ჩა­ღე­ბი სამ­ნი იყ­ვ­ნენ. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ისიც შე­ნიშ­ნეს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი იყო 19".

მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ვაჭ­რე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და. იგი ტფი­ლი­სის ვაჭ­რე­ბის უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი იყო და და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ალექ­სან­დ­რე მან­თა­შოვ­თან, ევ­გე­ნი ზე­მელ­თან, აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას­თან და მე­ლიქ აზა­რი­ან­ც­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის.

არა­მი­ან­ცი წარ­მო­შო­ბით მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან იყო. კო­მერ­ცი­ის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც 15 წლის გახ­ლ­დათ. საქ­მის სას­წავ­ლებ­ლად იგი ცნო­ბილ ვა­ჭარს თა­რუ­მა­ნი­ანს თა­ნა­შემ­წედ მი­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­ას ყა­რა­ბა­ღის გარ­და, საზღ­ვარ­გა­რე­თაც ეწე­ო­და. ცო­ტა ხან­ში არა­მი­ან­ც­მა ისე­თი ნი­ჭი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნეს თავ­რიზ­ში. 4 წე­ლი­წად­ში მი­ქა­ელ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვა - 3 ათა­სი მა­ნე­თი. ეს საკ­მა­ოდ დი­დი ქო­ნე­ბა იყო. შე­და­რე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნოთ: იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი ჯი­შის ძრო­ხა სა­მი მა­ნე­თი ღირ­და. ამ კა­პი­ტა­ლით მან 1871 წელს კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის აღი­ა­რე­ბულ ცენტრს - ტფი­ლისს მი­ა­შუ­რა.

28 წლი­სამ პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი შე­აგ­რო­ვა. ვაჭ­რობ­და ქსო­ვი­ლე­ბით, აბ­რე­შუ­მით, შა­ლით. ჩარ­თუ­ლი იყო შაქ­რის ტრან­ზი­ტულ კო­მერ­ცი­ა­ში მარ­სელ­თან, თავ­რიზ­თან, თე­ი­რან­თან, მაგ­რამ დი­დი ქო­ნე­ბა ნავ­თო­ბის სფე­რო­ში და­აგ­რო­ვა. 1884 წელს ბა­ქო­ში ჩა­ვი­და და ცნო­ბილ კო­მერ­სანტ ალექ­სან­დ­რე მან­თა­შოვ­თან ერ­თად, სა­ნავ­თო­ბო კომ­პა­ნია და­ა­ფუძ­ნა. ამ კომ­პა­ნი­ა­ში არა­მი­ან­ცი 25%-იან წილს ფლობ­და.

არა­მი­ან­ცის ბიზ­ნე­სიმ­პე­რია უზარ­მა­ზა­რი გახ­და. აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ნავ­თო­ბით მდი­და­რი 173 დე­სე­ტი­ნა (1 დე­სე­ტი­ნა 1.09 ჰექ­ტარს უდ­რი­და) მი­წის ფარ­თო­ბი. მას­ვე ეკუთ­ვ­ნო­და: ნავ­თო­ბის ქარ­ხა­ნა, სა­ქა­ჩი სად­გუ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბი­ლი ნავ­მი­სად­გო­მი, უამ­რა­ვი სა­ხე­ლოს­ნო. არა­მი­ან­ცის ფირ­მას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰქონ­და გახ­ს­ნი­ლი სმირ­ნა­ში, სა­ლო­ნიკ­ში, კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში, ალექ­სან­დ­რი­ა­ში, კა­ი­რო­ში, პორტ-სა­იდ­ში, მარ­სელ­ში, ლონ­დონ­ში, ბომ­ბე­ი­სა და შან­ხა­ი­ში.

კო­მერ­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ არა­მი­ანცს, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა. ჯერ კი­დევ ტფი­ლის­ში ყოფ­ნი­სას მას ცნო­ბი­ლი კო­მერ­სან­ტის, შოლ­კო­ი­ან­ცის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი - ეხი­სა­პე­ტი შე­უყ­ვარ­და. მა­ლე არა­მი­ან­ც­მა იგი ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა დ
ა ახალ­შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი ბა­ქო­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეხი­სა­პე­ტი ერ­თ­გუ­ლი მე­უღ­ლე არ იყო. არა­მი­ან­ცის სახ­ლ­ში ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­ლ­დათ. ეხი­სა­პე­ტი თავ­ქა­რი­ა­ნი, აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლი და გარ­ყ­ვ­ნი­ლი ქა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც უამ­რა­ვი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და. ოჯა­ხის ნაც­ვ­ლად, მთელ დროს კლუ­ბებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში ატა­რებ­და. მი­ქა­ელ­მა ცო­ლის შეზღუდ­ვა სცა­და და სა­ხარ­ჯო ფუ­ლის გა­ცე­მა შე­უწყ­ვი­ტა, მაგ­რამ ქა­ლი მა­ინც ვერ შე­ა­ჩე­რა - მან იცო­და, რომ ქმა­რი ფულს კა­რა­და­ში ინა­ხავ­და და ყო­ველ­დღე იპა­რავ­და. არა­მი­ან­ც­მა კა­რა­დას დი­დი ბოქ­ლო­მი და­ა­დო. ესეც უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნ­და. ცოლ­მა სახ­ლი­დან მთე­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა გა­ზი­და და ლომ­ბარ­დ­ში ჩა­ა­ბა­რა. ეხი­სა­პეტს ბა­ქო სა­შინ­ლად არ მოს­წონ­და, პრო­ვინ­ცი­ულ, მიყ­რუ­ე­ბულ ად­გი­ლად თვლი­და და ქმარს ყო­ველ­დღე ტფი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ეჩი­ჩი­ნე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, არა­მი­ან­ცი ცოლ­მა და­ი­ყო­ლია. მი­ქა­ელ­მა ბა­ქო­ში "საქ­მე" გა­ყი­და და ტფი­ლისს და­უბ­რუნ­და, მაგ­რამ ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა არც ტფი­ლის­ში შეც­ვ­ლი­ლა. არა­მი­ან­ცის ცო­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ებს მთე­ლი ქა­ლა­ქი ირო­ნი­ით ჰყვე­ბო­და. ამ­ბობ­დ­ნენ, იგი მხო­ლოდ საყ­ვარ­ლებს არ სჯერ­დე­ბო­და და სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ყვე­ლას­თან ამ­ყა­რებ­და, ვინც კი მო­ე­წო­ნე­ბო­და. იმა­საც ამ­ბობ­დ­ნენ, საყ­ვარ­ლებ­თან ერ­თად ამუ­რულ ვნე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში - სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში ეძ­ლე­ო­და. არა­მი­ან­ცი ცო­ლის ღა­ლატს დიდ­ხანს ვერ იჯე­რებ­და და ეგო­ნა, რომ ამ ჭო­რებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი უვ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ ერ­თხელ შემ­თხ­ვე­ვით, ეხი­სა­პე­ტის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თე­ბი ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ოჯა­ხი და­ინ­გ­რა. გაყ­რის სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი რვა წელს გრძელ­დე­ბო­და, რა დრო­საც არა­მი­ან­ც­მა თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­კარ­გა.

გაგრძელება
ქართველი
17 მარტი 2018 12:26
ნამუსიც კაი საქონელია,ყველაფერს რო იბრალებთ სომხები მაგით თქვენ თავს დასცინიხართ
კოკა
11 მაისი 2016 20:31
ამ სტატიის ავტორს "რატომღაც" გამორჩა 1918 წლის დეკემბრის საქართველო-სომხეთის ომი, სადაც დაშნაკთა არმიას, ძირითადად, თბილისელი სომხები, მათ შორის ეს არამიანცი აფინანსებდა!!!
beriberi
11 მაისი 2016 11:22
ar gaiwyvito mTavari ZarRvi, egeb gadurCe codvis marwuxebs,
sxvisi ki ara, -Seni sxivisadmi, usamarTloba Tu Segawuxebs

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები