უხელფეხოდ დაბადებული თაობა - წამალმა, რომელსაც ორსულებსა და მეძუძურებს უნიშნავდნენ, კატასტროფა გამოიწვია
12-05-2016
უხელფეხოდ დაბადებული თაობა - წამალმა, რომელსაც ორსულებსა და მეძუძურებს უნიშნავდნენ, კატასტროფა გამოიწვია
ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია, თუმცა ახალ თაობაში ბევრმა არ იცის. წამალმა, რომელსაც ორსულებსა და მეძუძურებს უნიშნავდნენ, და ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია - კიდურების გარეშე დაბადებული ბავშვები... ეს ჩვენი უახლოესი წარსულია და მისი გაცნობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, რომ უამრავი სხვადასხვა დასახელების და დანიშნულების წამალი შემოდის ჩვენს ქვეყანაში და არც ისე იშვიათად ჩვენც ექსპერიმენტების მსხვერპლნი ვხდებით, რადგან ბევრი ახალი პრეპარატი ჯერ კიდევ
არ არის ბოლომდე შესწავლილი და მისი მოსალოდნელი შედეგებიც არ არის დაზუსტებული.

...1945 წელს ერთ-ერთმა გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Chemie Grünenthal-მა იაფი ანტიბიოტიკისა და პეპდიდების შექმნის მიზნით ჩაატარა ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ იქნა პრეპარატი, რომელსაც ტალიდომიდი (Thalidomide) უწოდეს და დაიწყეს კვლევა, როგორ და რისთვის შეიძლებოდა მისი ყველაზე ეფექტურად გამოყენება.
თავდაპირველი დანიშნულების თანახმად, პრეპარატი უნდა გამოყენებულიყო კრუნჩხვების
საწინააღმდეგოდ, თუმცა ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ეს პრეპარატი კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგებოდა, მას არ გააჩნდა ამ პროცესთან გამკლავების უნარი.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.

1955 წელს ახალი პრეპარატის ნიმუშები კომპანიამ უფასოდ გაუგზავნა გერმანულ და შვეიცარიულ კლინიკებს.

ამ პრეპარატის მიმღები ადამიანები ადასტურებდნენ, რომ მართალია, ეს წამალი ვერ ბლოკავდა კრუნჩხვებს, თუმცა პრეპარატს გააჩნდა დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ წამლის მიღების შედეგად ისინი მშვიდდებოდნენ და ბუნებრივ ძილში გადადიოდნენ, ეს პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა.

ახალი პრეპარატის მოქმედებამ და შესაძლებლობებმა ბევრი თერაპევტი დააინტერესა, დამაშვიდებელი და ხანგრძლივი ძილის მომგვრელი წამალი სხვა დამამშვიდებელი პრეპარატების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ წამლის გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში თითქმის გამორიცხული იყო სუიციდი.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები დადებითად აფასებდნენ წამლის მოქმედებას, პრეპარატის ლიცენზირებისთვის ეს საკმარისი არ იყო, საჭირო იყო წამლის ეფექტურობის დამამტკიცებელი ფაქტები.

საინტერესოა, რომ ცხოველებზე აღნიშნული წამალი ძილის მომგვრელ ეფექტს არ იძლეოდა, ამიტომაც, კომპანიის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, შეექმნათ ახალი უჯრედი, რომელიც ცხოველების მოქმედებას შეანელებდა. კომისიაზე წარდგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მართალია, წამალი არ აძინებდა, თუმცა მკვეთრად ანელებდა მოძრაობებს სხვა სედატიურ პრეპარატებთან შედარებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პრეპარატს ლიცენზია მიეღო და მოეპოვებინა გავრცელებუს უფლება.

კითხვის გაგრძელება
luxo
19 მაისი 2016 09:56
კაპიტალიზმი ზნეობაზე ძალადობაა,
ეს მე არ მითქვამს თავის დროზე ენგელსმა ბრძანა,
ის ჯერაც კიდევ მოუჭრელი ფულის მონაა,
გზაც არ არსებობს სიმდიდრისკენ, ის რომ არ წავა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები