აისედორა დუნკანი - ქალღმერთში ჩაბუდებული სიკვდილი...
16-05-2016
აისედორა დუნკანი - ქალღმერთში ჩაბუდებული სიკვდილი...
1913 წლის 19 აპრილი. აისედორამ შვილები გუვე­რნანტ ქალთან ერთად ავტომანქანით სასეირნოდ გაუშვა. პარ­იზიდან ვერსალისკენ მიმავალ გზაზე­ მანქანა რატომღაც გაჩერდა.­ მძღოლი კაბინიდან გადმოვიდა და შეეცადა ძრავა ხელით აემუშავებინა, მოახერხა კიდეც, მაგრამ როცა კაბინაში შესვლა დააპირა, ფეხი აუსხლტა და წაიქცა. მანქანა კი ნელ-ნელა სენის ფსკერისკენ დაეშვა... სანამ მაშველებმა მანქანა წყლიდან ამოიყვანეს, სალონში მყოფნი აღარ სუნთქავდნენ...

1905 წელს ქირომანტიით გატაცებულმა­ რუსმა მხატვარმა ლეონ ბაქსტმა (ლეიბა ხაიმ რო­ზენბერგმა) იმხანად უკვე სახელმო­ხვეჭილ აისედორა­ დუნკანს გრანდიოზული
წარმატება უწინა­სწარმეტყველა, თუმცა­ გააფრთხილა, რომ 2 ყველაზე საყვარელ ადამიანს დაკარგავდა... აისედორას სიცოცხლეშივე უწოდებდნენ­ ქალღმერთს. მე-20 საუკუნის დიდმა­ პოეტმა სერგეი ესენინმა მის გამო თავი დაკარგა, მერე კი აღიარა:­ "ბედნიერებას ვეძებდი მასში... თუმცა­ შემთხვევით სიკვდილი ვნახე!" სამწუხაროდ, იგი ერთადერთი მსხვერპლი როდი იყო: დიდებულ მოცეკვავეს დაეღუპა ყველა, ვინც
კი უყვარდა...

სერგეი ესენინმა თავი ჩამოი­ხრჩო ლენინგრადის სასტუმრო "ანგლეტერში", სადაც ოდესღაც წყვილი თავს ბედნიერად გრძნობ­და... აღესრულა აისე­დორას მეფე, მისი ოქროსთმიანი ჭაბუკი. მეორე დღეს პარიზის გაზეთებმა გამოაქვეყნეს აისედორას დაწერილი­ ნეკროლოგი: "ცნობამ ესენინის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ უდიდესი ტკივილი მომაყენა... ჩემსა და ესენინს შორის არასოდეს ყოფილა გაუგებრობა და ჩვენ არასოდეს გავყრილვართ. დავტირი სერგეის ტკივილითა და სასოწარკვეთილებით".

აისედორა დუნკანი 1878 წელს სან-ფრანცისკოში დაიბადა. იგი კლასიკური ბალეტის ტრადიციებ­ზე აღიზარდა, მაგრამ სულით მეამბოხე მალე დაუპირისპირდა ძველი საბალეტო სკოლის კანონ­ებს... უყვარდა მოგზაურობა და ყველგან აღტაცებით ხვდებოდნენ. ისიც ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა და აარსებდა საბალეტო სკოლებს.

1905 წელს ბერლინში დუნ­კანი­ ცნობილ თეატრის რეჟისორ გორდონ კრეგს შეხვდა და... თავი დაკარგა. ბობოქარი რომანი ჰქონდათ. 1906 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დიდრა დაარქვეს. აისედორა ბედნიერებისგან ბრწყინავდა, თუმცა, კრეგმა ეჭვიანობა დაიწყო, შურდა მისი წარმატებებიც, რის გამოც წყვილი დაშორდა.

მომდევნო "ქერათმიანი სიყვა­რ­ული" აისედორას ცხოვრებაში ამერიკელი მილიონერი პარის ეჟენ ზინგერის სახით ეწვია. საკერავი მანქანასავით სახელი გაქვთ?"- წაიოხუნჯა გაცნობისას დუნკანმა. 1910 წელს წყვილს ვაჟი პატრიკი შეეძინა. ეს ბედნიერებაც ხანმოკლე აღმოჩნდა: ეჟენიც ეჭვიანობდა, ოღონდ არა აისედორას კარიერაზე, არამედ სხვა მამაკაცებზე. წყვილი მეგობრულად დაშორდა და შესაძლოა, ოდესმე ყველაფერი თავიდანაც დაეწყოთ, რომ არა ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ცეკვის ქალღმერთის ცხოვრება სამუდამოდ დაჰყო ეტაპებად­ - მანამდე და ამის შემდეგ...

ეს 1913 წლის 19 აპრილს მოხდა. აისედორამ შვილები გუვე­რნანტ ქალთან ერთად ავტომანქანით სასეირნოდ გაუშვა. პარ­იზიდან ვერსალისკენ მიმავალ გზაზე­ მანქანა რატომღაც გაჩერდა.­ მძღოლი კაბინიდან გადმოვიდა და შეეცადა ძრავა ხელით აემუშავებინა, მოახერხა კიდეც, მაგრამ როცა კაბინაში შესვლა დააპირა, ფეხი აუსხლტა და წაიქცა. მანქანა კი ნელ-ნელა სენის ფსკერისკენ დაეშვა. ქალისა და ბავშვების განწირულმა კივილმა იქაურობა შეძრა, მაგრამ სანამ მაშველები გამოჩნდნენ და მანქანა წყლიდან ამოიყვანეს, სალონში მყოფნი აღარ სუნთქავდნენ...

შვილების დაკრძალვის შემდეგ აისედორა ლოგინად ჩავარდა. ექიმებმა ზღვის კლიმატი ურჩიეს. ერთ საღამოს პლაჟზე მიმავალ მოცეკვავეს ზღვაში ჩამავალი­ შვილები მოელანდა და ისიც უკან მიჰყვა... შემთხვევით იქ მყოფმა­ იტალიელმა­ ოფიცერმა­ ხელში ატატებული ამოიყვანა წყლიდან. ნაპირზე დუნკანს ისტერიკა დაემართა და მამაკაცს შეევედრა, შვილი მაჩუქეო. 9 თვის შემდეგ აისედორას ბიჭუნა შეეძინა და ქალღმერთმა თავი ბედნიერად იგრძნო,­ მაგრამ... ერთ საათში ბავშვი ექიმებისთვის გაუგებარი მიზ­ეზით გარდაიცვალა... იმ წუთებში მიხვდა, რომ მარტოობისთვის იყო განწირული და ვალდებული იყო ეცოცხლა მანამდე, სანამ ცეკვა შეეძლო. უწინდებურად ფეხშიშველი ცეკვავდა, თუმცა ამიერიდან - განუყრელი წითელი შარფით.
ერთხელ, უნგრეთში მოგზა­ურო­ბისას, დუნკანი მოხუც ბოშას გადაეყარა, რომელმაც უმარჩიელა,­ რომ ის მუდმივი სიცივისა და დათვების ქვეყანაში ნამდ­ვილ სიყვარულს შეხვდებოდა.
1921 წლის გაზაფხულზე დუნკანმა მოწვევა მიიღო საბჭოთა­ მთავრობისგან, შეექმნა სსრკ-ში­­ ცეკვის სკოლა. გული აუჩქ­როლდა - ეგებ ბოშამ სიმართლე უთხრა?

ბედმა კარზე მიუკაკუნა, როცა აისედორა თავისი წითელი შარფით ცეკვავდა მხატვარ გიორგი­ აკულოვის სახლში გამარუთულ წვეულებაზე, სადაც იმ საღამოს მოსკოვის მთელი ბოჰემა შეკრებ­ილიყო. მოულოდნელად მისი ყურადღება ტანმორჩილმა, ხორბლისფერთმიანმა და ცისფერთვალება ჭაბუკმა მიიპყრო, რომელიც ჟესტებით ცდილობდა მისთვის რაღაცის თქმას. აისედორას თარჯიმანმა აუხსნა, რომ მის წინაშე ცნობილი პოეტი ესენინი იდგა, რომელსაც მისთვის ლექსების წაკითხვა სურდა. დუნკანმა თავი დაუქნია და ესენინმაც კითხვა დაიწყო. ვახშმის შემდეგ ერთად გაემგზავრნენ. გენიალური პოეტი 27 წლის იყო, გენიალური მოცეკვავე კი - 44-ის...
დუნკანმა და ესენინმა ევროპასა და აშშ-ში გამგზავრებამდე იქორწინეს. ქორწილის შემდეგ აისედორა ყველა დოკუმენტზე ხელს აწერდა როგორც ესენინა და არა დუნკანი. ამ ტურნეზე აისედორა დიდ იმედს ამყარებდა: ესენინი მსოფლიოს ნახავს, სასმლის მიღებას მოუკლებს და მეტ ლექსებს დაწერს, ისინი ერთად იცხოვრებენ სადმე, პარიზის გარეუბანში.

სამწუხაროდ, ყველაფერი პირუკუ მოხდა: საზღვარგარეთ ესენინი უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდა, იქ ხომ მას არავინ აღიარებდა და მხოლოდ დუნკანის ქმრად იცნობდნენ. პოეტმა სმასა და სკანდალების მოწყობას უმატა ოტელებში, საიდანაც აისედორას პირადი ნივთები გაჰქონდა და ყიდდა, რამდენჯერმე გაიწია კიდეც ცეკვის ქალღმერთზე. გონს რომ მოეგებოდა, მუხლებში უვარდებოდა და პატიებას სთხოვდა. აისედორაც პატიობდა. ერთხელ ქალი შეეცადა დალაპარაკებოდა პოეტს, როცა იგი ფხიზელი იყო.

- მითხარი, აღარ გიყვარვარ?
პასუხად საზარელი სიმართლე მოისმინა: - გაიგე, რომ ვნება იყო, მაგრამ გაქრა... მე ვეღარ ვწერ, აი, რა არის უბედურება.
დუნკანმა ესენინი რუსეთში ჩაიყვანა, თავად კი პარიზში დაბრუნდა. მეტად ერთმანეთი სააქაოს აღარც უნახავთ. მალე მოცეკვავემ დეპეშა მიიღო ესენინისგან: სხვა მიყვარს. ვიქორწინე. ბედნიერი ვარ. თუმცა ქალმა არც ერთი სიტყვა არ ირწმუნა...

1927 წლის 14 სექტემბერი, მზიური ნიცა. ესენინის დაღუპვიდან 2 წელი გავიდა. აისედორა დიდი ხანია ხელმოკლედაა. პუბლიკაც ნელ-ნელა ივიწყებს. თუმცა, მაინც სჯერა სასწაულის, სჯერა, რომ მითური ფენიქსივით აღდგება ფერფლიდან. "მეკითხებით, ჩემი ცხოვრების რომელ პერიოდს მივიჩნევ ყველაზე ბედნიერად? - იტყვის იგი თავის უკანასკნელ ინტერვიუში, - ჩაიწერეთ, ბატონო ჟურნალისტებო: ის სამი წელი, რომელიც რუსეთში გავატარე".

აისედორა კვლავ შეყვარებულია. მერე რა, რომ მისი რჩეული უბრალო მძღოლი ბენუა ფალკეტოა და ისიც მასზე ბევრად ახალგაზრდაა. აი ბენუას მდიდრული სპორტული ავტომანქანაც, თავგადახდილი ჭერით, უკვე ელის ქალს. წინ გასტროლებია.

- საყვარელო, უკვე ცივა და პალტო წაიღე, - ეუბნება უახლოესი მეგობარი მერი დესტი.

- არ მჭირდება, - პასუხობს აისედორა, - მე ხომ ჩემი საყვარელი თბილი შარფი მიმაქვს!
ვარდებით ხელში, შამპანურისგან თვალებაციმციმებული ქალი მძღოლის უკან, მგზავრის სავარძელში ჯდება. მეგობრები აპლოდისმენტებით აცილებენ. - მშვიდობით, მეგობრებო! მე დიდებისკენ მივემართები!"- მხნედ­ შესძახებს აისედორა და ავტომანქანაც ადგილიდან იძვრის. იმავ წამს მერი ამჩნევს, რომ შარფის კიდე მიწაზე მიფრიალებს და სადაცაა უკანა ბორბალს ჩაეხვევა. ქალი მანქანის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ მისი ხმა არავის ესმის. მომდევნო წამებში კი ყველაფერი დასრულდა - ალისფერი მარყუჟი დუნკანს ყელზე შემოეხვია... მწუხარებისგან სახეშეშლილი ფალკეტო ავტომანქანის გარშემო დადის და შეშლილივით იმეორებს: - მე მოვკალი ჩემი მადონა!"

სანაპიროს კი სეირის მოყვარულთა ბრბო ავსებს და აისედორას წითელ შარფს ნაკუწებად გლეჯს, რადგან სმენიათ, რომ ჩამოხრჩობილის მარყუჟს ბედნიერება მოაქვს...


ნანა ჩარკვიანი
ხატუნა
23 აგვისტო 2016 14:17
აქ ერთი სერიოზული უზუსტობაა. ეს დეტალი უმნიშვნელოვანესია. აისედორა დუნკანს არ ჰქონდა კლასიკური ქორეოგრაფიული განათლება. ის იყო იმპროვიზატორი. არც პროფესიონალი მოცეკვავე ყოფილა-მისი მიზანი ბერძნული ქორეოგრაფიის აღორძინება იყო. ამიტომაც არ ეყრდნობოდა არც კლასიკური ცეკვის მკაცრ კანონიკას და არც გარეგნობა ჰქონდა ბალეტის მოცეკვავის. მას ბალერინას არ უწოდებდნენ. მან ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობა და უწოდებდნენ თავისუფალი ცეკვის ფუძემდებელს.
23 აგვისტო 2016 10:47
ვაკვირდები არავის არაფერი გაეგება და როდესაც გამზადებულ სტატიას აწვდიან ,იმას იმიტომ კი არ კითხულობენ რომ რამეზე წარმოდგენა შეექმნათ,იქაც კი ცინიკურ და გულღრძო კომენტარებს აქვეყნებენ.გაგიჟდები ადამიანი.სად გეტევათ ამდენი ჭკუა..
ნია
22 აგვისტო 2016 05:45
ულამაზესი ქალის ტრაგიკული ცხოვრებაა აღწერილი და თქვენ წონის გარდა ვერაფერი შეანჩბიეთ??? რა სასწაული ხალხი ხართ!

რედაქტორის რჩევით