"დევების გამოქვებული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!
23-05-2016
"დევების გამოქვებული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!
ბორჯომ-ხარაგაულის ხეობაში უამრავი გამოქვაბულია, რომელთაც ადგილობრივები დევების გამოქვაბულს უწოდებენ

რა აღმოაჩინა "დისქავერის" სამეცნიერო ჯგუფმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში


სიტყვა "ზღაპარი" ჩვენს გონებაში დაუჯერებელ ამბავთან ასოცირდება, დრო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ბევრი რამ ზღაპრული სინამდვილედ იქცა. მაგალითად, თვითმფრინავით ზუსტად ისევე­ იფრენთ ცაში, როგორც მფრინავი ხალიჩით, ხოლო ჯადოსნურ სარკეობას იმდენად იოლად ეწევა კომპიუტერი, რომ გაოცებასაც ვეღარ ვახერხებთ, ანუ ამ ლოგი­კით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არაფერს იგონებდა, ეს ყველაფერი იყო და რატომღაც გაქრა (მეცნიერები ვარაუდობენ,­
რომ დედამიწის ისტორიაში­ ექვსი ცივილიზაცია დაიღუპა და კვლავ აღორძინდა). სწორედ ამიტომ არსებობს მეცნიერების რამდენიმე დარგი, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად რეალური შეიძლება ყოფილიყო ის, რასაც ზღაპრები და ლეგენდები აღწერენ.

2 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში "დისქავერის" ექსპედიცია იმყოფებოდა. მას შეუერთდა ქართველ სწავლულთა­ 5-კაციანი ჯგუფი. ჯგუფის წევრი, ახალგაზრდა
ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ბაღათურია ვარაუდობს, რომ ქართულ (ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში) მითებსა თუ თქმულებებში გარკვეული ისტორიული პროცესებისა და მოვლენების ძიებაა შესაძლებელი:

ოთარ ბაღათურია: - შლიმანამდე ტროაც და მისი ომებიც არარეალური ეგონათ, მაგრამ მოვიდა შლიმანი და აღმოაჩინა ტროა, დაადა­სტურა, რომ ის მართლაც არსებობდა. ასე რომ, თუ სახსრები გვექნება, შესაძლოა, ლეგენდები ჩვენთანაც გაცოცხლდეს. ეს არეალი დიდი და ყოვლისმომცველია, ამჯერად შესაძლოა, მხოლოდ მის ნაწილზე ვისაუბროთ - გიგანტურ ადამიანებზე, რომელთა არსებობის დასადასტურებლადაც "დისქავერის" ექსპედიცია საქართველოში ჩამოვიდა.

ქართული ენა გიგანტთა რამდენიმე კატეგორიას იცნობს: მათ შორის არიან გოლიათები, ბუმბერაზები (ეს სიტყვა თანამედროვე ქართულში გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ და მატერიალურ უპირატესობას), დევგმირი (ტანად გოლიათი მამაცი) და დევი.

დევი ჩვენს ზღაპრებში უარყოფითი გმირია, რომელიც იტაცებს ადამიანებს, ანუ კაციჭამიაა, ცხოველის თვისებები აქვს - ველურია და არაცივილიზებული, ნახევრად ადამიანია და ამიტომაც აქვს გაუცნობიერებელი სურვილი გაუკეთესებისა - ირთავს ცოლად ადამიანს და ჰყავს შთამომავალი.

სვანებში დღემდე ცოცხლობს გოლ­იათთა ხსოვნა: ბუშები, დალები­, დევქალები, დევკაცები. ბევრი სვანი­ დღესაც გეტყვით, რომ ღამით უშენ ადგილას გადაეყარა დევ­ქალს, რომელიც შრიალით მოფრინავდა. ბუშები ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ. ერთ­ხელ მათ ხალხმა ძალაუფლება წაართვა და ამოხოცა. მეტიც, სვანები დღესაც გაჩვენებენ მთებში გოლიათების ნაკვალევს. ისინი ჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ძალიან შეაწუხებს. აბეზარს სცემენ­ და შერცხვენილს სახლის წინ ტოვებენ.­
მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული ორგანიზაცია "ანანერბე" (გერმანიის უძველესი ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის შემსწავლელი გერმანული საზოგადოება, - ავტ.) კავკასიის მთებში წმინდა გრაალს ეძებდა. გრაალი ვერ ნახეს, მაგრამ გერმანიას აცნობეს იდუმალი გოლიათების შესახებ, რომლებიც ღამით ჩნდე­ბოდნენ, ადგილობრივებს ყანას უმუშავებდნენ და მერე ქრებოდნენ...

- თუ დევები კაციჭამიები იყვნენ, ადამიანთა შთამომავალ საკუთარ დედებს და ცოლებს რატომ არ ჭამდნენ?

- შესაძლოა, დევის კაციჭამიობაც მტრის ხატის დასამძიმ­ებლად იყო მოგონილი - ადამიანებს გოლიათების თავიდან მოშორება უნდოდათ და მისგან მტრის ხატიც შექმნეს და გადააშენეს. დარჩა­ სამარხები. მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკშიც, რომლითაც "დისქავერიც" დაინტერესდა. ამ ექსპედიციის სულისჩამდგმელი ორი ქართველი ქალი იყო. ერთმა­, ლელა რაზიკ­აშვილმა (ვაჟა-ფშაველას შთამომავალი) ბორჯომ-ხარაგაულის ექსპედიცია დააფინანსა, მეორემ კი ტელევიზიით გადაცემა გააკეთა. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გოლ­იათთა ბინადრობის შესწავლა პირველად დაიწყო ქუთაისში მოღვაწე ისტორიკოსმა­, ერეკ­ლე­ ჯულაყიძემ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფ­ლიო­­ ომის დროს ბორჯომ-ხარაგაულის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, უაღრესად განსწავლული ადამიანი თურმე სკოლის კაბინეტში აგროვებდა ბორჯომ-ხარაგაულის მთებში გაბნეული სამარხებიდან წვიმებისა თუ მეწყრების შედეგად ამოყრილ გიგანტურ ძვლებს. შემდეგ ეს კაცი ომში წაიყვანეს, მისი კაბინეტი კი განადგურდა - ძვლები მოსწავლეებმა დაიტაცეს სათამაშოდ. შეშინებულმა მასწავლებლებმა ძვლები მდინარეში გადაყარეს. ამ შიშის­ მიზეზი, სავარაუდოდ, 1930-იანი წლებიდან გენეტი­კური მეცნიერების აკრძალვა უნდა ყოფილიყო, რაც გენეტიკურ სფეროში საბჭოთა­ მეცნიერების სრულმა კრახმა გამოიწვია - მათ აფხაზეთში მაიმუნისა და ადამიანის შეჯვარების პერსპექტივა ჩაეშალათ, რის გამოც გენეტიკური მეცნიერება სრულიად უარყვეს!

ექსპერიმენტის მიზანი იყო, ამ შეჯვარებით გამოყვანილ არს­ებას ჰქონოდა მაიმუნის ძალა (ერთი და იმავე წონის პირობებში მაიმუნი ადამიანზე­ შვიდჯერ ღონიერია) და ადამიანის საზრიანობა.­ ასეთი არსება კი გამოსადეგი იქნებოდა სამხედრო შეტევებში...

ეს ამბავი იმ პატრიოტი კაცის კოლექციის განადგურებით დამთავრდა, თუმცა, ასე ადვილად მთელ ხეობაში სამარხებს ვერავინ მოსპობდა. ზოგიერთი მათგანიდან, რომელიც წყალ-მეწყერმა გააშიშვლა, ძვლებიც ამოიყარა. ეს ძვლები მონადირეებმა ნახეს­ და მკვლევარ თენგიზ წაქაძეს შეატყობინეს, მან - ისტორიკოს ერეკლე ჯულაყიძეს. შემდეგ ორმა ცნობილმა არქეოლოგმა აწ გარდაცვლილმა გურამ გაბიძაშვილმა და დათო სულხანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ეს ადგილი აუცილებლად შესასწავლია. ექსპედიცია ლელა რაზიკაშვილმა დააფინანსა, ვაჟა-ფშაველას შთამომავალს წინაპრისაგანაც აქვს გენი და ნება, პატრიოტულ წამოწყებას უპატრონოს; მანვე სთხოვა ჟურნალისტ ლელა ნინუას გადაღება. ასე წავედით 2008 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ხეობაში. ჩვენ არც მუშაობის გაშლის უფლება გვქონდა და არც სახსარი, ამიტომ მხოლოდ მითითებულ სამარხზე ვიმუშავეთ. ეს იყო აკლდამა, რომელსაც თაღოვანი სახურავი უნდა ჰქონოდა. რახან გათხრების უფლება არ გვქონდა, აკლდამის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერებით შემოვიფარგლეთ. ვნახეთ ძვლის ფრაგმენტები, რომელმაც გაგვაოცა გიგანტურობით. იქვე გაჩნდა ვერსიები, რომ ეს უნდა ყოფ­ილიყო გიგანტოპითეკი ან ჰომოგიგანტუსი. ფრაგმენტებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო წვივ-ბარძაყის ძვლის გიგანტური წყვილი: წვივის ძვლის ზედა (მუხლის) და ბარძაყის ძვალი; რომლის "რეკონსტრუქციაც" იქვე შევძელით და მივხვდით, რომ ცალსახად ჰომოერექტუსის, ანუ გამართულად მავალი ადამიანისა იყო. შემდგომმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ ეს იყო ჰომოსაპიენსის, ანუ მოაზროვნე ადამიანის დაა­ხლოებით 1000 წლის ძვლები, რომელიც ეკუთვნოდა 3 ინდივიდს - ზრდასრულ მამრს, ზრდასრულ მდედრს და მოზარდს.

- რა ზომებით?
- მამრობითი სქესისა 2,90-დან 3,10 მეტრამდე; მდედრობითის - 2,70 მ-დან 2,80 მ-დე; მოზარდისა კი - 2, 3 მ-დან 2,40-მდე. ამ ექსპედიციის შესახებ მომზადებული ტელესიუჟეტი ერთ-ერთმა რუსულმა არხმა საკუთარ­ ეთერში გაუშვა; შემდეგ კი - "დისქავერიმ". შემდეგ "დისქავერი" დაგვიკავშირდა და გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა კიდეც საქართველოში ამ მოვლენის შესასწავლად.

ხარაგაულში აღმოჩენილ აკლდამას თაღოვანი სახურავი უნდა ჰქონოდა. აკლდამის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა გიგანტური ძვლების ფრაგმენტები

ლელა ნინუა, ჟურნალისტი:
- "დისქავერის" ჯგუფს ცნობილი მწერალი, მისტიკური ფენომენების მკვლევარი, ისტორიკოსი და ტელეწამყვანი ბრუს ფენეტონი ახლდა. მას მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი, მაგრამ ჩვენთან ნანახით გაოცებას ვერ მალავდა. ამბობდა, ასეთ ექსპედიციაში მოხვედრაზე ვოცნებობდი და ავიხდინეო, - სამარხ აკლდ­ამასთან ერთად ის ზღვის დონიდან 3 600 მ სიმაღლეზე განლაგებული ნაქალაქარის მონოლითებმაც გააოგნა და 12-საათიანი ფილმი გადაიღო, რომლის თანაავტორი­ მეც ვარ. ეს მსოფლიოსთვის განკუთვნილი ფილმია. ამ მასალის გამო მომავალში ბორჯომ-ხარაგაულის ხეობაში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპედიცია, რომელშიც ამჯერად უკვე საფრენმა ტექნიკამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

- ე.ი. საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?
- ეს 2008 წელს აღმოჩენილმა ადამიანის ძვლებმა დაადასტურა. თავად ბრუსმაც თქვა, - დარწმუნებული ვარ, საქართველოში გიგანტური ადამიანები ნამდვილად ცხოვრობდნენ, ამ ქვეყანაში სერიოზულ მტკიცებულებას ვიპოვით დაკარგული ცივილიზაციის შესახებ, რაც, შესაძლოა, ყველაზე ძველიც კი აღმოჩნდეს დედამიწაზეო. გასაოცარ ფაქტს ვიტყვი: იმდენად ლამაზია ამ ხეობის მთები, რომ საფრთხის მიუხედავად, ცხენით მარტო გასეირნება მომინდა. ციცაბოზე ავედი, ცხენიდან გადმოვხტი და რომელიღაც შემაღლებული ადგილის ძირში ულამაზესი ალპური ყვავილების კრეფა დავიწყე. უეცრად ფეხით რაღაც მყარზე შევდექი. დამუშავებული ფილაქანი. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი - სანახევროდ მიწაში ჩაფლული უზარმაზარი მეგალითის ნარჩენი აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 3-მეტრიანი ადამიანის მიერ დამუშავებული ქვებით იყო აგებული. კლდეებზე უამრავ გამოქვაბულს ვხედავდი, რომელთაგან ბევრს აქ დევების გამოქვაბულს უწოდებენ. ბოლოს უზარმაზარი ლოდებით დაგებული გზის მონაკვეთიც ვნახე. ვის უნდა აეგო ეს მეგალითები, რომლებსაც აქაურები დევთნაკეთებს, დევის ქვებს უწოდებენ?! გიგანტებს ხომ არა? იმადია, ამას "დისქავერის" მომავალი ექსპედიცია უპასუხებს!

"ეს ძვლები გოლიათის ყოფილა"

მსოფლიო დონის პალეონტოლოგმა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აბესალომ ვეკუამ, რომელიც ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გახლდათ და მის სიტყვას ყველა ენდობოდა (სამწუხაროდ, გარდაიცვალა), როცა ეს ძვლები ნახა, თქვა: "სარკოფაგის ტიპის სამარხი, სადაც ეყარა ძვლები, თავიდან მღვიმური დათვის მეგონა. თუმცაღა შევცდი, ეს ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე - ბარძაყის ძვლისა და დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, ის ერთი ადამიანისაა, რომელიც გოლიათი ყოფილა".

ეთერ ერაძე
lado
31 ოქტომბერი 2017 09:09
საქართველოში, თითქმის ორი საუკუნეა რაც ფიზიკური ანთროპოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ გასაკვირია, რომ ზემოთ აღნიშნულ მსგავს ექსპედიციებში ანთროპოლოგები რატომღაც არ მონაწილეობენ.
ბესო
06 ოქტომბერი 2017 07:50
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს რა შუაშია მაგრამ მაინც ps. არ დაბლოკოთ რა
ბაჩო
12 ივლისი 2017 17:08
გიას გასაგონად:შენ რა იცი დისქავერმა ვერაფერი ნახაო რომ წერ.იქნებ ნახა? ასეთი კარგი ამბავი საქართველოზე მხოლოდ სომხებს შურთ და შენც ხომ არ ხარ იმათიანი?

რედაქტორის რჩევით