"მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ცივილიზაციის ახალი, აქამდე უცნობი კერა და ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია"
27-07-2016
"მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ცივილიზაციის ახალი, აქამდე უცნობი კერა და ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია"
"ეს წარწერა აღმოჩნდა პატარა შენობაში, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი და დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასათხრელია"

(ფოტოგალერეა)

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად უნიკალური აღმოჩენა მოხდა. შესაძლოა, ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით, რომლებზეც გამოსახულია ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტები. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგები არ აქვს. რა ეპოქისაა წარწერა, რა დაასკვნა მაიამის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა და რა ეტაპზეა
არქეოლოგიური გათხრები? - ამაზე კომენტარი ექსპედიციის ხელმძღვანელს, თსუ-ს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ვახტანგ ლიჩელს ვთხოვეთ:

- ამ აღმოჩენას წინ უძღვოდა მრავალი წლის ინტენსიური სამუშაო, რომელიც, ბუნებრივია, ყველა მნიშვნელოვან არქეოლოგიური ძეგლზე ტარდება. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერავინ ივარაუდებდა, რომ წარწერა დაგვხვდებოდა, მაგრამ დასაწყისშივე ცხადად ჩანდა, მაღალი კულტურის, ეკონომიკურად განვითარებული საზოგადოების ცხოვრების კვალი.

- ერთი წელი გავიდა აღმოჩენიდან, თუ მოხდა ნაწერის გაშიფვრა, თარიღის დადგენა და სხვა?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული დამწერლობით შესრულებული აღმოჩენა, მსოფლიოს სამეცნიერო წრეების (გერმანიაში, აშშ-ში, ინგლისში, რუსეთში და სხვა) მიერ, აღიარებულია წარწერად. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია თარიღი, ანუ თუ რა პერიოდისაა ეს წარწერა. აშშ-ში, მაიამის ბეტა ლაბორატორიაში ჩატარებულ იქნა ანალიზი რათა გადაგვემოწმებინა თუ რა პერიოდს განეუკთვნებოდა აღნიშნული წარწერა და ცოტა ხნის წინ მივიღეთ ანალიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც აღმოჩენა ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, ანუ ეს არის 3000 წლის წინანდელი წარწერა

- ამ პერიოდის დამწერლობის ნიმუში საქართველოს მიმდებარე ტერიოტორიაზე თუა სადმე აღმოჩენილი
?
- საქართველოს მიმდებარედ ამ პერიოდის დამწერლობის ნიშნები არსადაა

- სამეცნიერო წრეებში თუ არის ვარაუდი რა ენაზე შეიძლება იყო შესრულებული წარწერა?
- ვიდრე წარწერა არ გაიშიფრება ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული ნიშნები ძალიან სპეციფიურია და ანალოგი არ აქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი მეტყველებისათვის განკუთვნილი დამწერლობა. შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის მოხდება ნაწერის გაშიფვრა, რადგან არის მაგალითები, როდესაც გაშიფვრას 2 დღე დასჭირდ და არის შემთხვევები, როდესაც ამისთვის წლები გახდა საჭირო.

- ამ დამწერლობის გაშიფვრა, შეცვლის თუ არა რამეს მსოფლიო ისტორიაში?
- იცით რაშია საქმე, ამ აღმოჩენამდე დიდი ცივილიზაციების არეალიდან, ანუ ტიგროსისა და ევფრატის არეალიდან, სადაც, მოგეხსენებათ, მესოპოტამიური ცივილიზაცია ჩამოყალიბდა და საიდანაც სხვა ცივილიზაციები განვითარდა, ჩრდილოეთით ამ პერიოდის არცერთი წარწერა აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ რომ წარწერა უკვე გულისხმობს ძალიან მაღალ განვითარებას, შესაბამისად, მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ცივილიზაციის ახალი, აქამდე უცნობი კერა და ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია.

- მსოფლიო სამეცნიერო წრეებში რა გამოხამურება მოჰყვა ამ აღმოჩენას?

- ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ჩვენი უცხოელი კოლეგები მოუთმენლად ელიან გათხრების გაგრძელებას (რომელიც გეგმის მიხედვით გრძელდება), საქმე იმაშია, რომ ეს წარწერა აღმოჩნდა პატარა შენობაში, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი და დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასათხრელია.

- ანუ არაა გამორიცხული გაცილებით დიდი აღმოჩენა წინ გველოდეს?

- ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გათხრები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ერთად ვნახავთ თუ რა იმალება ამ ადგილებში.

იხილეთ ფოტოგალერეა: გრაკლიანის აღმოჩენის არქეოლოგიური გათხრები

იხილეთ ასევე: ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები - გრაკლიანის აღმოჩენები ისტორიას შეცვლის

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: 3000-year-old script discovered in Georgia to change world’s history of writing

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
გიოგიო
15 მარტი 2018 15:37
ამ ტექსტის გაშიფვრა საართვეოში შეუძლიე ერთ პიროვნებას ლინგვისტს, აკადემიკოსს თამაზ გამყრელიძეს,რატომ მასთან არ კონტაქტობს ლიჩელი?პ.ს. რა იცის ლინგვისტიკაში ანტიკური კულტურის სპეციალისტმა რისმაგ გორდეზიანმა?
სალომე
03 ივლისი 2017 11:21
ნამდვილად საამაყო და სასიხარულო ამბავია,მაგრამ ზოგიერთის კომენტარმა დამაფიქრა .ის ვინც აღმოსავლეთ საქართველოდან არ არის ანუ სხვა კუთხის შვილია ქართველად არ ითვლება??? შინაური შოვინიზმი გვაკლდა კიდევ და ეგეც კარგად ყოფილა გამოკვეთილი ბევრის აზროვნებაში..თუ ისტორიულ-ტერიტორიული აქტებით ვიფიქრებ.მე არც კოლხეთიდან ვარ და არც იბერიიდან.ახლა დამეფიქრა არა მარტო მე ,თურმე მთელი კუთხე არ ვყოფილვართ ქართველები ნეტავ საიდან მოვედით უცხოპლანეტელებმა ხომ არ ჩამოგვიყვანეს??სომხები სომხებიო არც ერთ სომეხს არ მოუვა თავში აზრად მასეთი კომენტარის გაკეთება.
რეალობა
13 სექტემბერი 2016 13:59
სტრაბონი აღნიშნავს იბერებს, მაგრამ ჰეროდოტე (მასზე 400-500 წლის წინ იყო)არა. ზღვიდან კოლხები, მერე ალბანელები (ახლანდელი კახეთის მოსაზღვრედ), მათ ზევით ლეგები

რედაქტორის რჩევით