"ის სტალინის ნახევარძმა იყო..."
03-08-2016
"ის სტალინის ნახევარძმა იყო..."
"დამიანე დავრიშაშვილს, რომელიც იყო გორის პრეფექტი, კეკესთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან შეეძინა იოსები და ამაზე მთელი გორი ლაპარაკობდაო"

მწერალი ქეთევან დავრიშაშვილი (დავრიშევი) საფრანგეთში, ქართული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. დღესაც პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მწერალმა 2004 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი - "ყველაფერი კარგად იქნება". მომდევნო რომანმა - ,,შავი ზღვა" კი 2010 წელს "ლანდერნოს", ხოლო 2011 წელს "ვერსიონ ფემინა-ვირჟინის" ლიტერატურული პრემიები მოიპოვა. მის წიგნებში რეალური ამბებია აღწერილი ანუ ის, რაც ქეთევანის წინაპრებს გადახდათ თავს
ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. ერთ-ერთ წიგნში კი დიდ ბაბუაზე (მამის მხრიდან) საუბრობს, რომელიც სტალინის ნახევარძმა იყო და რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა, მარტოობაში დაასრულა სიცოცხლე.

დავრიშაშვილის რამდენიმე წიგნი ქართულად ქალბატონმა ცისანა ბიბილეიშვილმა თარგმნა. სწორედ მან უამბო ჟურნალ "გზის" ჟურნალისტს ქალბატონი ქეთევანის
შესახებ, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ცისანა ბიბილეიშვილი:
- ქეთევანი ძალიან დიდი ხნის წინ, როგორც ტურისტი, ერთხელ ეწვია საქართველოს. სამწუხაროდ, ქართული არ იცის. მიუხედავად ამისა, წიგნებში საოცრად კარგად აღწერს თავისი ოჯახის ისტორიას. წერს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. "შავი ზღვის" შემდეგ გამოსცა რამდენიმე წიგნი და მათ შორის - "სხვა იოსები". ამ წიგნის მიხედვით, გამოდის, რომ ქეთევანის დიდი ბაბუა (ანუ დათოს მამა) იყო სტალინის ნახევარძმა. თურმე, გარეგნულადაც საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. ამბობენ, - დამიანე დავრიშაშვილს, რომელიც იყო გორის პრეფექტი, კეკესთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან შეეძინა იოსები და ამაზე მთელი გორი ლაპარაკობდაო. ბავშვები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთად თამაშობდნენ, ერთად იზრდებოდნენ. თუმცა, ხშირად ჩხუბობდნენ კიდეც. ქეთევანის ბაბუას, რომელსაც ასევე, იოსები ერქვა, თურმე ძალიან აღიზიანებდა ჯუღაშვილი. წიგნში ძალიან კარგადაა აღწერილი სტალინისა და დავრიშაშვილის ბავშვობა და ახალგაზრდობა.

როცა წამოიზარდნენ, სწავლის გასაგრძელებლად ორივე თბილისში მოდის და რაც მთავარია, სტალინს, რომლის ოჯახსაც მატერიალურად ძალიან უჭირდა, დავრიშაშვილი (ანუ მამამისი) ეხმარებოდა. თბილისში ორივე ძმა ებმება რევოლუციაში, ოღონდ - სხვადასხვა მიმართულებით. მოგვიანებით კი, იოსები სასწავლებლად საფრანგეთში მიდის. იქაც რევოლუციაში ებმება, მერე ჩამოდის საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადაბარგდა - იმ პერიოდში, როცა აქ უკვე იოსებ ჯუღაშვილი სტალინი გახდება და ძალაუფლებას იგდებს ხელში. ემიგრაციაში მყოფი დავრიშაშვილი ყველა ქართველთან ურთიერთობას გაურბის...

იხილეთ სრულად

ქარიმანი
25 ოქტომბერი 2016 10:57
სტალინი როგორც ვიცით იყო მსოფლიოს ხალხთა მამა და მისი მამის მოძებნა რა გახდა ასეთი, ის ხომ ერთადერთი იქნებოდა მთელ დედამიწაზე და უპრიანი იქნებოდა მისთვის გვეწოდებინა მსოფლიოს ხალხთა ბაბუა და არა სტალინის მამა...ასეა ეს.
888
09 აგვისტო 2016 09:35
VAH! აუ!შენზე ამბობენ:იდეებ რა ვუყო.ვაი შენს პატრონს!
Vah
08 აგვისტო 2016 07:24
რუსულ იუთუბში სტალინის შესახებ გაიგებთ აქამდე არგაგონილ ისტორიებს. რომ სტალინი უარყოფს ქართველობას და აღმოჩნდა,რომ სტალინი,ბერია და მთელი საბჭოთა ნარკომის 85% ებრაელები იყვნენ (მიშა სააკიანციც თვითონ აღიარებს,რომ ის ყველაზე დიდი ებრაელია მთელს მსოფლიოში) და რომ ნამდვილი სტალინი 1933 წელს გარდაიცვალა პარანოიდით.

ხოლო სტალინის კლონი იყო ის ვინც ვითომ დაამარცხა ფაშისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომში,რომელიც სინამდვილეში წინასწარ შეთანხმებული გეგმის თანახმად გათამაშდა,კაცობრიობის გასანადგურებლად და მსოფლიოს დასაპყრობად.

დღესაც იგივე მეორდება,რუსეთის,ამერიკის და მთელს მსოფლიოში არსებული ურთიერთ დაპირისპირება სიონისტების გეგმის მიხედვით მიდინარეობს.

რუსეთი და უკრაინა სიონისტების ქვეყანად არის გამოცხადებული,ისინი მართავენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ და საომარ პროცესებს!!!
"დაყავი და იბატონე ",ბიბლიის ძველი აღქმიდან,საწყისი ხუთი წიგნიდან,ტორადან არის ათვისებული!

რედაქტორის რჩევით