"არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია" - ქართველები ამერიკულ არმიაში
13-08-2016
"არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია" - ქართველები ამერიკულ არმიაში
"ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა გურჯაანში წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო"

"1992 წელს, კრწანისის პოლიგონზე ახალი ქართული იარაღის გამოცდისას, ქართული ემიგრაციის ორი გამოჩენილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, დავით ვაჩნაძისა და დიმიტრი შალიკაშვილის შთამომავლები: თბილისელი დავით (დევი) ფირცხალავა და ამერიკაში დაბადებული ოთარ შალიკაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში აისახა მთელი ის ტრაგედია, რაც ქართველებს დაატყდათ საქართველოსა თუ ემიგრაციაში, ამ შეხვედრით კი თითქოსდა, 70 წლის წინ გათიშული საქართველო
გაერთიანდა..." - ცნობილი ისტორიკოსი, რუსუდან დაუშვილი ჟურნალ "გზასთან" ძმებ შალიკაშვილებზე საუბრობს.

- დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახმა საბჭოეთიდან თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ არც მათი ცხოვრება ყოფილა დალხინებული - ყველა ის ძნელბედობა გადაიტანეს, რაც ქართულ ემიგრაციას გადახდა უცხოეთში. მისმა შთამომავლებმაც მიაღწიეს წარმატებასა და აღიარებას, მაგრამ სხვა ქვეყნის ასპარეზზე:
ოთარ შალიკაშვილი
ამერიკის არმიის პოლკოვნიკი გახდა, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი - გენერალი.
ძმები შალიკაშვილები ბავშვობაში

ოთარმა სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს, რიგით ჯარისკაცად დაიწყო, 1954 წელს გახდა სერჟანტი, 1958 წელს კი დაამთავრა პეორიის უნივერსიტეტის საინჟინრო განყოფილება და ოფიცერთა სკოლა.

დანიშნეს ქვეითი ჯარების ოფიცრად. დამთავრებული აქვს სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ის ჯარების საბრძოლო კოლეჯი, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში. იბრძოდა ვიეტნამში, 1967-1968 და 1971-1972 წლებში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში. წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის, არმიის დეპარტამენტის შტაბბინის სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ის არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი.
20 წლის წინ ოთარ შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე. თუმცა, შეუნარჩუნდა აშშ-ის ჯარის ოფიცრის უფლებები და ვალდებულებები. რამდენიმე წელი პოლკოვნიკი შალიკაშვილი უძღვებოდა ევროპაში აშშ-ის ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს.
...
კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო კარიერა.
...
გენერალი შალიკაშვილი ამერიკა-კორეის, ამერიკა-ვიეტნამისა და ერაყ-ქუვეითის ომების მონაწილეა. სპარსეთის ყურეში ომის დროს მან თავი გამოიჩინა რთული სამხედრო და დიპლომატიური ამოცანების წარმატებით გადაწყვეტით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენერალი შალიკაშვილი სარდლობდა ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა დახმარების ოპერაციებს. როგორც აშშ-ს შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, კოლინ პაუელი აცხადებდა - შალიკაშვილმა, როგორც შესანიშნავმა მეთაურმა, ბრძოლაში თავისი უნიკალური თვისებები გამოამჟღავნა. მისი წარმატებული დიპლომატიური და სამხედრო კარიერა დაგვირგვინდა იმით, რომ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1993 წლის 25 ოქტომბერს, აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის რიგით მე-13 თავმჯდომარედ დანიშნა.
ჯონ მალხაზი აშშ-ს ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონსა და კოლინ პაუელთან ერთად

25-წლიანი კარიერისა და დიდი თანამდებობების მიუხედავად, არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია, თუმცა კი, კლინტონი ჯონ მალხაზს "შალის" უწოდებდა. შალიკაშვილების დაჟინებამ ნაყოფი გამოიღო და მალე, ამ რთულ გვარს ამერიკელებიც სწორად გამოთქვამდნენ.
...
"ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა გურჯაანში წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო"
შალიკაშვილები საქართველოში პირველად უმძიმეს პერიოდში - 1992 წელს ჩამოვიდნენ. ოთარს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებული. მომდევნო ვიზიტის დროს, ჯონ მალხაზმა წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო... შალიკაშვილები საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მამა-პაპის საფლავების მოსანახულებლად მიდიოდნენ. ამიტომაც, 10 წლის წინ, გურჯაანში საფუძველი ჩაეყარა სახლ-მუზეუმს, რომელსაც სათავეში სამხედრო ისტორიკოსი შოთა უტიაშვილი ჩაუდგა. 2005 წლის დეკემბერში, მათ მამაპაპისეულ სახლში გაიხსნა შალიკაშვილების სახელობის პირველი ქართული სამხედრო მუზეუმი, რომელსაც პენსიაში გასვლის შემდეგ, მალხაზ შალიკაშვილმა გადასცა მუნდირი და ჯილდოები

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 11 აგვისტოს ნომერში
napoleoni
21 სექტემბერი 2016 14:16
ვინც სააკაძე ცუდად მოიხსენია ჩათვალოს,რომ შვიდივე ბრუნვაში ვატრიალებ მამაპაპურად. .
676
16 აგვისტო 2016 08:12
თქვე მართლა ჩვიდმეტიანებო-რა დაწერა ამ ვაჟამ ტყუილი?-სულ მოსახლეობაზე ზრუნვით ყრიდნენ ბომბებს ამერიკელები გინნდ ერაყში, გინდ ვიეტნამში და გინდ სადაც გინდათ-ყველგან ეგენი ეკვეხებიან-ნავთობი და საბადოები, აი რა არის მაგათთვის ღირებული და ეგ შალიკაშვილებიც მაგ მილიტარისტების ყურმოჭრილი მონები არიან...
MAR
15 აგვისტო 2016 18:31
კომენტარის დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ ვაჟა17ს იქნებ მიხედო თავს სანამ კიდევ გვიანი არ არის, რა გჭირს და ვინ ხარ საერთოდ, ამდენ სისულელეებს რომ წერ და შენ თვითონ არ იცი რას წერ

რედაქტორის რჩევით