როგორ ხუმრობდნენ ფშაველი მოკაფიავეები თავიანთ თუ სხვის ცოლ­ებზე და ვისთან კაფიაობდა ვაჟა-ფშაველა?!
24-10-2016
როგორ ხუმრობდნენ ფშაველი მოკაფიავეები თავიანთ თუ სხვის ცოლ­ებზე და ვისთან კაფიაობდა ვაჟა-ფშაველა?!
"ვისაც კაფიაში ნათქვამი უხამსი სიტყვები სწყინს,­ დამარცხებულად ითვლება"

"მჭრელი სიტყვის მქონე­ მოკაფიავისა ორლესული მახვილივით ეშინოდათ"


"ბეჩავ-საბრალონი", - ასე უწოდებდნენ­ თავიანთ თავს მოლექსეები და კაფიის ოსტატები, რომლებიც ულამაზეს ფშავში იბადებოდნენ და იზრდებოდნენ. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ ფშავმა აჩუქა საქართველოს დიდებული­ ვაჟა-ფშაველა, ფშავმა, სადაც ჭირიცა და ლხინიც ულექსოდ წარმოუდგენელი იყო.

ჩვენი საუბარი სწორედ "ბეჩავ-საბრალ­ოებს" ეძღვნება­ - ადამიანებს, რომლებიც­ ქართული ფოლკლორის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. როგორც პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი­ ამბობს, მთაში ნიჭიერი მოლექსეები დღესაც
არიან:

- კაფია, როგორც ხალხური პოეზიის ჟანრი, ფშავში დაიბადა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაფიის ოსტატები მხოლოდ ფშავლები იყვნენ. როდესაც ფშავლებისა და ხევსურების მიგრაცია დაიწყო, მათ ეს ტრადიცია მიიტანეს იქ, სადაც დასახლდნენ...
კაფიაობა ორი მეტოქის პოეტური გაბაასებაა. კაფია სიტყვ
ამ უნდა მოიტანოს. ეს ექსპრომტია. მთავარი ამ დროს აზროვნების სისხარტეა: მოლექსემ მეტოქეს წამში უნდა უპასუხოს, თორემ მაშინვე დამარცხებულად ჩაითვლება.­ იქ გამოყენებული მწარე ნათქვამი, ხშირად სკაბრეზულიც კი, საწყენი არ უნდა იყოს. ვისაც კაფიაში ნათქვამი უხამსი სიტყვები სწყინს, დამარცხებულად ითვლება.­ ცნობილ მოლექსეებს შორის უნდა დასახელდეს ალექსი წვეროშვილი, იგივე­ ფრუშკა. შემორჩენილია მისი კაფიაობა მეტოქესთან, საიდანაც ჩანს, რომ ის ძალიან ენამოსწრებული კაცი ყოფილა:

მეტოქე: შენიმც საფლავ გამეთხარა, ბებერ კაცო, ჭაღარაო.
ფრუშკა: აბა, თუ ბებერ კაცი ვარ, დედაშენსამც შამყარაო.

ფრუშკამ მეტოქეს ლამის დედა შეაგინა, მაგრამ მსგავსი ხუმრობა კაფიაობის დროს არ სწყინდათ. მე მოვესწარი ვახტანგ თვარელაშვილს, რომელიც კაფიების ოსტატი იყო და სკაბრეზულ სიტყვებს ხშირად იყენებდა. ერთხელ ვკითხე: - ძია ვახტანგ,­ არა გრცხვენიათ, ლექსებში უხამს სიტყვებს რომ იყენებთ-მეთქი? არა, შვილო, კაფიას ასეთი სიტყვები უხდება, მაგრამ უხამსობა მოლექსის თვითმიზანი არ უნდა გახდესო. ქართულ ფოლკლორს შემორჩა კაფიების ორი ცნობილი ოსტატის­ - ფრუშკასა და ყრუვ გიორგის პაექრობაც. ამ კაფიიდან ჩანს, რომ ფრუშკა დაუქორწინებ­ელია და გიორგი თავის­ ქალს სთავაზობს:

ალექსი: ჩემთან გადმოდი, ფრუშკაო,
ქალს მოგცემ, როგორც ეთერი.
ფრუშკა: რად მინდა მე შენი ქალი,
სუყველგან კვერცხის მდებელი.
ალექსი: არც მოგთხოვდება, ფრუშკაო,
ყროლი ჰყოფილხარ, ბებერი.
ფრუშკა: ხილი სჯობს დამწიფებული,
რადა ხარ შაუგნებელი?

ადრეულ ეტაპზე კაფია მუსიკალური სახით სრულდებოდა. მეტოქეები ერთმანეთს შეუმღერებდნენ ხოლმე, ამას "შამღერნება"­ ერქვა. კაფიაობა იმარ­თებოდა­ ყველგან - ლხინში, ქორწილში და, თქვენ წარმოიდგინეთ, დაკრძალვაზეც კი. კაფიაობას წინ უძღოდა ე.წ. მოფშავლება - ცოტაოდენი სასმლის მიღება, რომ მოლექსეები გალაღებულიყვნენ. ცოტათი შეთვრებოდნენ და იწყებოდა მახვილსიტყვაობის შეჯიბრება. პოეტურ პაექრობას უამრავი ხალხი უსმენდა, იმახსოვრებდნენ და ინახავდნენ ამ კაფიებს. სხვაგვარად ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.

კარგი მოკაფიავე კაი ყმას არ ჩამოუვა­რ­დებოდა. მჭრელი სიტყვის მქონე­ მოკაფი­ავისა ისე ეშინოდათ, როგორც ორლესული­ მახვილისა. თუ ვინმე სამარცხვინო­ საქციე­ლს­ ჩაიდენდა, გასაკილავი ხდებოდა. ამიტ­ომ ცდილობდნენ, სამარცხვინო არაფერი­ და­მართნოდათ, რომ ეს ამბავი არ გაელექსათ.­

ფშავი 12 თემად იყო დაყოფილი, თემში­ კი უამრავი სოფელი შედიოდა. ჯერ სოფლები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მერე კი სხვადასხვა თემის ცნობილი მოლექსეები. მოკაფიავენი ხშირად თავიანთ ცოლ­ებზეც კი ხუმრობდნენ, რაც კარგად ჩანს ჯაბანისა და მისი მეტოქის პაექრობაში:

მეტოქე: ცოლი სჯობავ, თუ წაწალი?
ჯაბანო, შენა გკითხაო.
ჯაბანი: ცოლი სჯობავის წაწალსა,
წაწალ ფეხებზე მკიდაო.
წაწალს ფერობა სჭირდება,
ცოლს კი არასა ვკითხაო.

- ვაჟა-ფშაველას თუ ეხერხებოდა კაფიაობა?

- ვაჟა კაფიებს თვითონაც ქმნიდა, სწავლობდა და აქვეყნებდა. ის ახსენებს პარასკევას - თავის ნათესავს, რომელიც უნიჭიერესი მოლექსე ყოფილა. ვაჟა-ფშაველა კაფ­იაობაში თვითონაც მონაწილეობდა. ამბობენ, რომ მაინცდამაინც ძლიერი არ იყო, რადგან ბევრი ამარცხებდა, თუმცა მისი კაფიებიდან ჩანს, რომ ამ საქმეში საკმაოდ გაწვრთნილი იყო და მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა.
ცნობილი მოლექსეები, რომლებსაც XIX-XX საუკუნის ლექსობა-კაფიაობის კლასიკოსებს დავარქმევდი, უკვე აღარ არიან. მაგრამ ეს ტრადიცია არ მომკვდარა. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც კაფიებს დღესაც ქმნის. ორ ფშაველს ვერ ნახავთ, ცოტა შემთვრალები თუ არიან, ლექსობა არ წამოიწყონ. ეს ჟანრი მეც ძალიან მიყვარს, ამიტომ თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი,­ რომელიც ახმეტაში, სოფელ ჭართალაში ყოველწლიურად იმართება. სხვათა შორის, კაფიაობის ტრადიციამ ინტერნეტშიც გადაინაცვლა, მაგრამ მოლექსეთა ცოცხალ პაექრობას მაინც ვერაფერი შეედრება.

აქვე გთავზობთ ვაჟა-ფშაველას ფრუშკასა და ბაჩანასთან გალექსების დღემდე შემორჩენილ მაგალითებს:

ვაჟა-ფშაველა და ფრუშკა

ვაჟა:
ჩემთან მოდი სოფლივნელო,
ვაჟამ გითხრას არაკები.

ფრუშკა:
ჩარგალს მიტომ გადმოვედი,
არტანს მოვსპე არაყები,
მე უბრალო მელექსე ვარ,
პოეტებთან რას გავხდები.

ვაჟა და ბაჩანა

ვ ა ჟ ა:
ერთხელის მე და ბაჩანა
ერთად დავსხედით ძმანია.

ბ ა ჩ ა ნ ა:
წინ გვედგა გაშლილი სუფრა,
თითო კაპრიან ჯამია.

ვ ა ჟ ა:
ვგზავნენით არაყისადა
ხან ქალი, ხანაც რძალია.

ბ ა ჩ ა ნ ა:
ერთმანეთს ვეუბნებოდით:
"ეგ ხომ კაცისთვის მავნეა?"

ვ ა ჟ ა:
ნამეტნავად კი მაშინა,
როცა ის აღარ არია.

იხილეთ ასევე: "რომ შემეძლოს, ვაჟასაც დავხვრეტდი!" - ვინ არიან ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

ხათუნა ჩიგოგიძე
18 ნოემბერი 2016 13:52
მით მიყვარს მოხევე კაცი რომ ქსნორველი ვარ ძირადა
strong
03 ნოემბერი 2016 17:33
[მეტოქე: შენიმც საფლავ გამეთხარა, ბებერ კაცო, ჭაღარაო.
ფრუშკა: აბა, თუ ბებერ კაცი ვარ, დედაშენსამც შამყარაო. ]

პრაქტიკულად, ზრდილობიანად დედა შეაგინა რა. . .


[ფრუშკამ მეტოქეს ლამის დედა შეაგინა,]

ლამის არ ითვლება
Vephkho
02 ნოემბერი 2016 19:52
ვაჟა ფშავმა კი არა ხევმა აჩუქა საქართველოს

რედაქტორის რჩევით