"პლეხანოველთა" ოინი, ანუ როგორ მოხვდნენ "ფიდელი და ნიკიტა" თბილისის მილიციაში
26-11-2016
"პლეხანოველთა" ოინი, ანუ როგორ მოხვდნენ "ფიდელი და ნიკიტა" თბილისის მილიციაში
კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ათწლეულობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კუბის რესპუბლიკას. კასტროს გარდაცვალების შესახებ მოსახლეობას რევოლუციონერის ძმამ, რაულ კასტრომ აცნობა. როგორც სატელევიზიო მიმართვაში რაულ კასტრომ განაცხადა, "ამხანაგი ფიდელის მიერ გამოხატული სურვილის შესაბამისად, მისი ნეშტი კრემირებული იქნება".

(იხილეთ ასევე: ქართველი ქალის სილამაზით აღტაცებული კომუნიზმის უკანასკნელი მებაირაღის, ფიდელ კასტროს ცხოვრება და სიკვდილი)

ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა უშანგ რუხაძემ "ფეისბუკში" ფიდელ
კასტროსა და ნიკიტა ხრუშჩოვზე მეტად საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:

"ფიდელ კასტროს სახელს უკავშირდება 1960-იანი წლების ნაღდი ამბავი, რომელიც საქართველოში ნიკიტა ხრუშჩოვის და ფიდელ კასტროს სტუმრობის პარალელურად მოხდა. თბილისში იმ დროს ორი ცნობილი "ქალაქელი გიჟი" იყო, "ვორონცოველი" კიკა და მაღალი, შავგვრემანი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც ფიდელის ორეულს წააგავდა. მავანმა "პლეხანოველებმა" კინოსტუდიაში იქირავეს სახურავ გადახდილი "ვილისი", უკანა სავარძელზე
კიკა და "ფიდელი" დასვეს და მათი მარჯანიშვილის მოედნიდან "ჩელუსკინელებამდე" გაყვანაზე შეუთანხმდნენ მძღოლს.
ავტომობილი ნელი სვლით დაიძრა და პლეხანოველების მთელი არმია გაჰყვა უკან, კიკას თავზე ხრუშჩოვის მსგავსი შლიაპა ეხურა, ხოლო ფიდელის ორეულს ხელში სიგარის ნაცვლად პაპიროსი დააჭერინეს. ორივე მათგანი ბედნიერი სახით იჯდა ავტომობილში და ხელებს იქნევდა. სცენა იმდენად შოკისმომგვრელი იყო თბილისელებისთვის, რომ მათმა ნაწილმა ირწმუნა, რომ პლეხანოვზე მაღალი რანგის სტუმრების მსვლელობა იყო, ხოლო ერთ-ერთმა მილიციონერმა "ფიდელს და ნიკიტას" "ჩესტიც" კი აუღო. ავტომობილმა რამდენიმე ასეული მეტრის გავლა მოასწრო, რის შემდეგაც კიკა და მისი მეგობარი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს და მალევე გამოუშვეს. ცნობილი ფაქტია, რომ დაკითხვაზე გამომძიებელი დაინტერესდა თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, რაზეც კიკამ უპასუხა: "შენ არ იყავი?! როგორ არ გახსოვსო..." ასე იყო ეს".

იხილეთ ფოტოგალერეა: კომუნიზმის უკანასკნელი მებაირახტრე ფიდელ კასტრო

dato
20 მარტი 2017 16:39
მე კარგად მახსოვს ბევრჯერ ცჰაგვიკვანია დასალევად სამცვადესჰი გორკის ბაგტან დაბლა სარდაფსჰი მარინა და კიკა პლეხანოვის მსჰვენებები იკვნენ მაგრად უხდებოდნენ კალაკს
გულნაზი
20 მარტი 2017 09:29
კიკას და პლეხანოველ მარინას თბილისი კი არა მთელი საქართველო კოლორიტებად ვთვლიდით. კარგი დრო მაშინ იყო.
უფრო ბედნიერები ვიყავით. დღეს ადამიანები ქუჩაში კიკას და მარინასნაირ ცნობილებს კი არა ხეს დაეჯახებიან მობილურ
ტელეფონებში ჩარგული თავებით. არავი არავის უყურებს,
nini
19 მარტი 2017 17:21
კიკას სახელი და გვარი.....ტენგიზი კერესელიზე...საუკეტესო ოჯახიდან...მეორეს სახელი კი ტემური..

რედაქტორის რჩევით