ხელთუბნელი თავადი თუმანიშვილების უმშვენიერესი შთამომავალი - რა აკავშირებდა ქართველ ბალერინას გრეგორი პეკთან?!
03-12-2016
ხელთუბნელი თავადი თუმანიშვილების უმშვენიერესი შთამომავალი - რა აკავშირებდა ქართველ ბალერინას გრეგორი პეკთან?!
1944 წელს ეკრანზე "დიდების დღეები" გამოვიდა. მხატვრული ფილმის პლაკატებზე ლამაზი წყვილი იყო აღბეჭდილი: მგზნებარე შეყვარებულები ზოგან მჭიდროდ იკრავენ ერთმანეთს გულში, ზოგ ფოტოზე კი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს, წყვილი წამი-წამზე, მხურვალე კოცნას აჩუქებდა ერთმანეთს...

(ფოტოგალერეა)


რეჟისორ ჟაკ ტერნერის რომანტიკული მელოდრამა - "დიდე­ბის დღეები" გრეგორი პეკის კინო­დებიუტი გახლდათ. ასევე, პირველი როლი იყო მისი პარტნიორისთვის - თამარა თუმანოვასთვის, რომელიც ფილმში რუსი ბალერინის როლს ასრულებდა. ქალს ეკრანზე გამოჩენამდე შთამბეჭდავი სასცენო გზა ჰქონდა გავლილი. მისი
დებიუტი სცენაზე 9 წლის ასაკში, პარიზის ოპერაში შედგა. საოცრად მსუბუქი მანერებისა და დახვეწილი იერის მქონე ბალერინამ, მაშინვე მიიქცია ბალეტის კრიტიკოსთა ყურადღება. XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბალერინა და მსახიობი, ამერიკაში მცხოვრებ იმ ქართველთა შორის იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების 77 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა სცენასა და
გადასაღებ მოედანზე...

თამარს საქართველო არასოდეს უნახავს, მაგრამ ის გორის რაიონის სოფელ ხელთუბნელი თავადი თუმანიშვილის შთამომავალი გახლდათ. დედამისი, ევგენია თუმანიშვილი რუს სამხედროს, კონსტანტინე ზახაროვს გაჰყვა ცოლად. ოქტომბრის რევოლუცია რომ ახლოვდებოდა, ცოლ-ქმარმა რუსეთიდან გაქცევა დაგეგმა და ერთი წყაროს მიხედვით, კაცი გზაში, მატარებელში დაიღუპა, სადღაც ციმბირსა და შანხაის შორის. ამგვარად, 1919 წლის 2 მარტს გაჩენილი თამარი მამით დაობლდა; ხოლო მეორე ვერსიით, კონსტანტინე გადარჩა და ცოლ-შვილთან ერთად, რამდენიმე თვე შანხაისა და კაიროს დევნილთა ბანაკებში გაატარა. თუმცა, პირველი ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს, რადგან იქვე, მატარებელში, ევგენიამ პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი, ვლადიმერ ხასიდოვიჩი გაიცნო, რომელმაც ახალნამშობიარევ ქალსა და დღენაკლულ ბავშვს უპატრონა და მოგვიანებით, თამარის მამინაცვალი გახდა.

ეგვიპტე და საფრანგეთი - ის ქვეყნებია, სადაც თამარმა პირველი ნაბიჯები გადადგა და ლაპარაკი დაიწყო. ამ დროისთვის ის უკვე დედის გვარს ატარებდა. ევგენიამ გადაწყვიტა, რომ ქალიშვილი ცნობილი რუსი ბალერინას, ოლგა პრეობრაჟენსკაიას მოწაფე გამხდარიყო და პარიზში, საბალეტო სკოლაში მიიყვანა. (გაგრძლება)


ამერიკაში - "შავი მარგალიტი", საბჭოეთში - პერსონა ნონ გრატა


თამარ თუმანიშვილის, იმავე თამარა თუმანოვას, საბალეტო და სამსახიობო კარიერა XX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. ევროპისა და ამერიკის საბალეტო სამყარო მას "შავ მარგალიტს" უწოდებდა. თამარ თუმანიშვილი საბჭოეთში პერსონა ნონ გრატად ითვლებოდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ქართველი თავადი იყო. საშუალება მომეცა თამარ თუმანიშვილის ნათესავს, ჩვენს თანამემამულე გია ფხაკაძეს გავსაუბრებოდი.

- თუმანიშვილების ის შტო, რომე­ლსაც ჩემი და თამარის საერთო­ წინაპარი­ მიეკ­უთვნებოდა, გორის რაიონის სოფელ ხელთუბნიდანაა... თამარის დედა, ევგენია თუმანიშვილი, 17-18 წლისა იყო, ცოლად რომ გაჰყვა სამხედრო ექიმ კონსტანტინე ზახაროვს.

- რატომ ატარებდა თამარი თუმანიშვილის გვარს?

- კონსტანტინე ზახაროვი რუსი იყო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სანამ თამარი მოევლინებოდა ქვეყანას, ცოლთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. იქ რა მოხდა, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ეს კაცი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ფეხმძიმე ევგენია ომს­კიდან გაიქცა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ბოლშევიკებს გაერიდა ჩინეთში. სასოწარკვეთილ ფეხმძიმე ქალს ომსკიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მშობიარეს ერთ-ერთმა მგზავრმა, ექიმმა ვლადიმირ ხასიდოვიჩმა უპატრონა. ევგენიას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თავისი გვარი მისცა და თამარი უწოდა. ასე მოევლინა ქვეყანას თამარ თუმანიშვილი 1919 წლის 2 მარტს. რაც შეეხება ვლადიმირ ხასიდოვიჩს, ის მომავალში ევგენია თუმანიშვილის მეორე­ მეუღლე გახდა...

თუმანიშვილები ჩინეთში დიდხანს არ გაჩერებულან - ეგვიპტეში გაემგზავრნენ და დროებით კაიროს ლტოლვილთა ბანაკში დასახლდნენ, იქიდან კი პარიზისკენ აიღეს გეზი. სწორედ პარიზში იწყება­ თამარის საბალეტო კარიერა. მისი პედაგოგი, ასევე ემიგრანტი, ცნობილი­ რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია გახლდათ. თამარის დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა პარიზის ოპერის სცენაზე. პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში სწავლისას გოგონამ გაიცნო­ ახალგაზრდა დამწყები ქორეოგრაფი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი). სწორედ ამ სტუდიის სამი ახალგაზრდა ბალერინა შეარჩია ბალანჩივაძემ და შექმნა ტრიო, რომელსაც "ბეიბი ბალერინა" უწოდა. შემდგომში თამარი ბალანჩინის მუზა გახდა. სწორედ მას უძღვნა ჯორჯ ბალანჩინმა ბალეტები: "ბროლის სასახლე", "კოტილიონი"... თამარი თავისი ხელოვნებითა და გამორჩეული გარეგნობით ბევრს ხიბლავდა. მალე პრიმაბალერინა გახდა.

- გარდა დედისგან მიცემული გვარისა,­ რა აკავშირებდა მას საქართველოსთან?
- თამარს საქართველო არასდროს უნახავს, მაგრამ ევგენიამ მას ამ ქვეყნის სიყვარული ჩაუნერგა და ტრადიციებსაც აზიარა. თამარი ყველგან აღნიშნავდა, რომ ქართველი თავადი იყო. მხოლოდ ერთხელ, როდესაც პარიზიდან ამერიკაში გაემგზავრა, საზღვრის გადაკვეთისას, თამარი მამინაც­ვლის, ხასიდოვიჩის გვარით დაფიქსირდა (1943 წ). სწორედ ამ საბუთს იშველიებენ, როცა თამარ თუმანიშვილის არაქართულ წარმოშობაზე წერენ. მიმაჩნია,­ რომ ეს სასურველი მოქალაქეობის მოსაპოვებლად გააკეთა, რადგან შეღავათებთან იყო დაკავშირებული. აშშ-ის მოქალაქეობის მიღებიდან მალევე თამარმა თავისი გვარი დაიბრუნა. მისი ჰოლივუდური­ კარიერა თამარა თუმანოვას სახელით ვითარდება. 1944 წელს გადაიღეს გრეგორი პეკთან ერთად ფილმში "დიდების დღეები", შემდეგში ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში "დღეს საღამოს ჩვენ ვიმღერებთ", იყო ჰიჩკოკის პერსონაჟიც, ფილმში "დახეული­ ფარდა" და სხვა.

თამარსა და მის მეუღლეს, "დიდების დღეების" სცენარის ავტორს, კეისი რობინსონს შვილები არ ჰყოლიათ, წყვილი მალე განქორწინდა.

თამარს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა­. ცნობილი მხატვარი ჯოზეფ კორნელი წლების განმავლობაში სწერდა სასიყვარულო ბარათებს. თამარი მისი არაერთი ფერწერული ტილოს მუზა ყოფილა. ქალს ხატავდნენ ცნობილი მხატვრები ჟოან მირო და კრისტიან ბერარი. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა: თამარ თუმანიშვილი - ამერიკაში - "შავი მარგალიტი", საბჭოეთში - პერსონა ნონ გრატა
ki
04 დეკემბერი 2016 17:49
როგორც გავიგე, მამამისი ზახაროვი იყო, ამიტომ სწორი გვარი იქნებოდა ზახაროვა. ნუ ითვისებთ, მამით რუსია.
04 დეკემბერი 2016 16:46
სომხები და რუსები კარტველი მარტო მკიტხველია

რედაქტორის რჩევით