"ჩერჩილმა სტალინს მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი ქართველი თანაშემწის დევნა" - კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა მსოფლიოს ბედი
06-01-2017
"ჩერჩილმა სტალინს მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი ქართველი თანაშემწის დევნა" - კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა მსოფლიოს ბედი
"წინა ოთახში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, ორივე ქართველი - წერეთელი და მე, რომლებსაც დროდადრო მესამე ქართველი ნაჭყებია შემოგვიერთდებოდა ხოლმე... მთელ იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიოს ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით".

1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სამი ქვეყნის - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთის მეთაურებს - სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს უნდა გადაეწყვიტათ მსოფლიოს მომავალი. კონფერენციაზე საბჭოთა მხარეს სტალინი, ბერია და მისი ქართველი თანამშრომლები
წარმოადგენდნენ, დიდ ბრიტანეთს ასევე ქართველი მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი).
მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი)

1942 წლის შემოდგომაზე გერმანელები ამიერკავკასიას მიუახლოვდნენ. მოკავშირეთა წინაშე მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. სსრკ-ის მცოდნეთა შორის გავრცელებული 16-პუნქტიანი ანკეტიდან კვიტაშვილის პასუხები ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. ყურადღება მიიქცია მისმა სამხედრო, საინჟინრო განათლებამ, რუსული, ქართული და
სპარსული ენების ცოდნამ და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. "მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!" - დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი სსრკ-ის საკითხებში ჩერჩილის მრჩეველი გახდა.

"მემუარებში" კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა და, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. ინგლისელი ოფიცრის ფორმისა და ლონდონური გამოთქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეცნო და მეთვალყურეები მიუჩინა. ერთ დღეს კი მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან. დედის გვარი უთხრა, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. ისიც კი უთხრა, რომ მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე მისი ნათესავი იყო. ორჯერ მოუწყო თავდასხმა და მერაბი სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. მისი თანამგზავრებიდან ერთი დაიღუპა, მეორე დაიჭრა. იძულებული გახდა, ყველაფერი ჩერჩილისათვის მოეხსენებინა. ჩერჩილმა სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი თანაშემწის დევნა. ბერიამ მხოლოდ ამის შემდეგ დაანება თავი.

- კიდევ რა არის მემუარებში აღწერილი?
- "მემუარებში" მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე: "ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები - დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი... მათ შორის იყო ერთი ქართველი - სტალინი-ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო... გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან. წინა ოთახში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, ორივე ქართველი - წერეთელი და მე, რომლებსაც დროდადრო მესამე ქართველი ნაჭყებია შემოგვიერთდებოდა ხოლმე... მთელ იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიოს ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასოდეს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც თუ ყველას არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელსა და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"... - ეს ვრცელი ამონარიდი კვიტაშვილის წიგნიდან გვიჩვენებს, თუ რა როლი დააკისრა მეორე მსოფლიო ომის იმ ეტაპზე ბედმა 3 ქართველს.

როცა ჩერჩილი წინა ოთახში გამოსულა, მერაბს მისთვის წერეთელი წარუდგენია. ჩანს, ჩვენ ქართველებით ვართ გარშემორტყმულიო, - უხუმრია ჩერჩილს.

თუ ჩვენთვის შალვა წერეთლისა და კაპიტონ ნაჭყებიას გვარები ცნობილია, უნდა ვიცოდეთ კვიტაშვილის, იმ მესამე ქართველის გვარიც, რომელსაც 1943 წლის 30 ნოემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში ხელთ ეპყრა მსოფლიოს ბედი.

ვინ იყო მერაბ კვიტაშვილი?  - იხილეთ სტატია სრულად
ფსტი
13 ივნისი 2018 21:58
ვეთანხმები პაატას და გიორგის."დიდ ბელადს საქართველოსთვის ცუდისმეტი მეტი არაფერი გაუკეთებია.და საერთოდ დამთავრდეს მისი ქება დიდება
გიორგი
02 აპრილი 2018 14:27
საქართველოსთვის ბევრი ცუდი გააკეთა საყვარელმა სტალინმა და აქედან ამოვდივარ მის შეფასებაზე!!!!
პაატა
27 აპრილი 2017 13:49
ცხინვალში რომ რუსული დროშა ფრიალებს გენიალური სტალინის დამსახურებაა.

რედაქტორის რჩევით