ილია ჭავჭავაძის ნათლულის პარიზული ყოფა - კოკო შანელის კოლექციების წარმდგენი ქართველი დედა-შვილი
15-01-2017
ილია ჭავჭავაძის ნათლულის პარიზული ყოფა - კოკო შანელის კოლექციების წარმდგენი ქართველი დედა-შვილი
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შენახული ერთ-ერთი ფერწერული ტილო საველი სორინს ეკუთვნის.

(ფოტოგალერეა)

მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტმა საქართველოდან პარიზში იმოგზაურა, უფრო კონკრეტულად კი, ნახატი ავტორს პარიზში წაუღია, მაგრამ სორინის სიკვდილის შემდეგ, მისმა ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ გალერეას საჩუქრად გადასცა. 1974 წლის შემდეგ ნამუშევარი თბილისშია და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი.

თხელ ქალბატონს, გამჭირვალე კანით, მაღალი კისრით, კეხიანი ცხვირით, ნატიფი თითებითა და უკან გადავარცხნილი შავი თმით, სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს. ამაყი მზერა აქვს,
შეიძლება ითქვას, ეპოქალური, ღრმა, თავადური...

მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი გარეგნულად დედას არ ჰგავდა. მას უფრო მეტად, ევროპული გარეგნობა ჰქონდა, თუმცა, ორივე პარიზში, ცნობილ დიზაინერთან მუშაობდა.

მელიტა საგარეჯოში დაიბადა. სანამ მისი ოჯახი კახეთიდან თბილისში გადასახლდებოდა, ჯაფარიძე-ჩოლოყაშვილის წყვილის ოჯახში ხშირად იმართებოდა ე.წ. სალონური შეხვედრები. ეს ოჯახური ტრადიცია დედაქალაქშიც
გაგრძელდა და ყოველ ასეთ შეხვედრაზე, იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები პორტრეტებს ხატავდნენ, პოეტები ახალ ლიტერატურულ ნიმუშებს კითხულობდნენ და მუსიკოსები სხვადახვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ.

მელიტა ილია ჭავჭავაძის ნათლული გახლდათ. არაერთ პოეტს აქვს მასზე ლექსი დაწერილი, მათ შორის - ტიციანსაც.

მელიტა მთაწმინდაზე ცხოვრობდა. ის იურისტ კოსტანტინ ზელენსკის ცოლი იყო და სწორედ მასთან შეეძინა ქალიშვილი ლილია, მაგრამ მათი კავშირი ხანგრძლივი არ ყოფილა. მელიტა დასთან და ლილიასთან ერთად, ჯერ კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, შემდეგ პარიზში, თან ქონების მცირე ნაწილი წაიღო.

როდესაც მელიტა გაემგზავრა, მისი მეუღლე თბილისში დარჩა, თუმცა იმედოვნებდა, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფ მეუღლეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად, მაგრამ… საბოლოოდ, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი უკან ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა, თუმცა მათ ქორწინებას გადარჩენა არ ეწერა...

მელიტა ჩოლოყაშვილის მეორე ქმარი პოეტი სერგეი რაფალოვიჩი იყო.

პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი, რაც მისი შემოსავლის ერთ - ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა პოდიუმზე. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)

იხილეთ ფოტოგალერეა: კოკო შანელის კოლექციების წარმდგენი ქართველი დედა-შვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით