შვე­დი ბა­რო­ნე­სას ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი - მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­კორ­დ­ს­მე­ნი
25-03-2017
შვე­დი ბა­რო­ნე­სას ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი - მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­კორ­დ­ს­მე­ნი
ფოტოგალერეა

1946 წლის ზაფხულ­ში ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ოს­ლო მძლე­ო­სან­თა ევ­რო­პულ ჩემ­პი­ო­ნატს მას­პინ­ძ­ლობ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ კონ­ტი­ნენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ათ­ლე­ტე­ბი პირ­ვე­ლად შე­იკ­რიბ­ნენ და რე­კორ­დე­ბით ცნო­ბი­ლი "ბიშ­ლე­ტის" სტა­დი­ო­ნიც სავ­სე იყო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით. ოქ­როს მედ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას ისიც ამ­წ­ვა­ვებ­და, რომ ჩემ­პი­ო­ნატ­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ საბ­ჭო­თა სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე მსოფ­ლი­ოს სტან­დარ­ტე­ბის შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი, ნი­ნო დუმ­ბა­ძე, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ბად­რო ყვე­ლა­ზე შორს - 44,52 მ-ზე ტყორ­ც­ნა და ქარ­თ­ველ­თა­გან პირ­ველ­მა მო­ი­პო­ვა კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნის
ტი­ტუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მას­პინ­ძ­ლებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზო­ბა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ სარ­ს­ბორ­გ­შიც მო­აწყვეს. ნი­ნო დუმ­ბა­ძემ იქაც ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. ამ­ჯე­რად მან ბად­რო 50,50 მ-ზე გა­ის­რო­ლა და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ­მა გა­და­ა­ჭარ­ბა 50-მეტ­რი­ან ზღვარს. რაც მთა­ვა­რია ეს შე­დე­გი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, გერ­მა­ნე­ლი გი­ზე­ლა მა­უ­ერ­მა­ი­ე­რის მსოფ­ლი­ოს რე­კორდს, მაგ­რამ იმ­ხა­ნად საბ­ჭო­თა მძლე­ოს­ნე­ბი ჯერ
კი­დევ არ იყ­ვ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნის რე­კორ­დიც მხო­ლოდ პი­რად მიღ­წე­ვად ჩა­ით­ვა­ლა.


ნი­ნო დუმ­ბა­ძე ჯერ კი­დევ ოდე­სა­ში ცხოვ­რობ­და, სა­რე­კორ­დო შე­დე­გებ­ზე რომ და­იწყო ფიქ­რი. ჩი­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. ფრენ­ბურ­თ­საც კარ­გად თა­მა­შობ­და და კა­ლათ­ბურ­თ­საც. წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და მო­ცუ­რა­ვე­თა, ნიჩ­ბო­სან­თა და ვე­ლომ­რ­ბო­ლელ­თა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ად­გი­ლი­დან სი­მაღ­ლე­ზე და სამ­მა­გი ხტო­მე­ბი მოს­წონ­და. ამ სა­ხე­ო­ბებ­ში გო­გო­ნა­თა შო­რის სა­კავ­ში­რო რე­კორ­დ­ს­მე­ნიც იყო, მაგ­რამ ერთ-ერთ ვარ­ჯიშ­ზე მუხ­ლი და­ი­ზი­ა­ნა და ექი­მებ­მა ხტო­მე­ბი აუკ­რ­ძა­ლეს. ტრავ­მა რომ მო­ი­შუ­შა, ბად­როს ტყორ­ც­ნა სცა­და. თა­ვი­დან საკ­მა­ოდ მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ჩა­უჯ­და, წამ­ყ­ვა­ნი მძლე­ოს­ნე­ბის ვარ­ჯი­შის მე­თო­დი­კაც შე­ის­წავ­ლა, თუმ­ცა მათ ბრმად გა­და­ღე­ბას არ აპი­რებ­და. ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტყორ­ც­ნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი ეპოვა და იმ ვა­რი­ან­ტს მი­აგ­ნო კი­დეც.

სა­ბო­ლო­ოდ დუმ­ბა­ძემ ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. სატყორ­ც­ნი სე­ქტო­რის­კენ ზურ­გ­შექ­ცე­ვით დგე­ბო­და და სწრა­ფი ბრუ­ნი­თა და ხე­ლის ტალ­ღი­სე­ბუ­რი მოძ­რა­ო­ბით, შორს ტყორ­ც­ნი­და ბად­როს. ამ მე­თო­დით 1937 წლის გა­ზაფხულ­ზე, პირ­ვე­ლი­ვე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე სო­ლი­დუ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და ჯერ უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, ხო­ლო შემ­დეგ მოს­კოვ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა – 42,13 მ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სე­ზო­ნის ბო­ლოს მი­სი ბად­რო უკ­ვე 45,78 მ-ზე გაფ­რინ­და, რაც მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე შე­დე­გი იყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ტყორ­ც­ნის მი­სე­უ­ლი მა­ნე­რა ბევრ სპე­ცი­ა­ლისტს მა­ინც არ მოს­წონ­და და ურ­ჩევ­დ­ნენ კლა­სი­კურ სტილს დაჰბ­რუ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მათ არ­გუ­მენ­ტებს თა­ვად დუმ­ბა­ძის შე­დე­გე­ბი აბა­თი­ლებ­და. ერთ სე­ზონ­ში ქარ­თ­ველ­მა მძლე­ო­სან­მა სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი 17 მეტ­რით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­მი რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა. იმა­საც გრძნობ­და, რომ მა­ლე მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დ­საც შეწ­ვ­დე­ბო­და.

ბე­დის ირო­ნი­ით სწო­რედ მა­შინ დუმ­ბა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, და­ა­პა­ტიმ­რეს ოჯა­ხის უფ­რო­სი, იაკობ დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ცო­ლიც იქ მო­იყ­ვა­ნა, შვე­დი ბა­რო­ნე­სა, მა­ტილ­და იკ­ს­კი­უ­ლი. 1937 წელს სწო­რედ ეს გერ­მა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ აპა­ტი­ეს მას და მთე­ლი 15 წლით შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ბა­ნა­კებ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. თა­ვად ნი­ნო კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მის­რის, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას გან­კარ­გუ­ლე­ბით მა­ლე ოდე­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს საცხოვ­რებ­ლად. ოჯა­ხურ­მა ტრა­გე­დი­ამ, რა­ღა თქმა უნ­და, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და 18 წლის სპორ­ტ­ს­მე­ნის შე­დე­გებ­ზე. კარ­გა ხანს თა­ვი­სი შე­დე­გე­ბის გა­მე­ო­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და, სა­კავ­ში­რო შე­ჯიბ­რე­ბებ­ში კი პრი­ზი­ო­რებ­შიც ვერ ხვდე­ბო­და. თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დამ­სა­ხუ­რე­ბულ მწვრთნელ, ბო­რის დი­აჩ­კოვ­თან გა­აგ­რ­ძე­ლა ვარ­ჯი­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი მი­სი მე­უღ­ლეც გახ­და. დუმ­ბა­ძე ისევ ტყორ­ც­ნის თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლის და­სახ­ვე­წად აგ­რ­ძე­ლებ­და წვრთნას და მის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ობ­და. საკ­მა­ოდ დი­დი დრო გა­ვი­და, ვიდ­რე ჩვე­უ­ლი სპორ­ტუ­ლი ფორ­მა აღიდ­გი­ნა და 1938 წლის ბო­ლოს ბა­ქო­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ახა­ლი სა­კავ­ში­რო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა – 47,33 მ.

დი­დი დრო არ გა­სუ­ლა მას შემ­დეგ რაც ნი­ნო დუმ­ბა­ძემ ტრავ­მის გა­მო სპე­ცი­ა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და ბად­როს ტყორ­ც­ნა და­იწყო, მაგ­რამ მა­ლე ქარ­თ­ვე­ლი ათ­ლე­ტი თან­და­თან მჭიდ­როდ მი­უ­ახ­ლოვ­და მსოფ­ლი­ოს რე­კორდს და 1939 წელს ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა კი­დეც გერ­მა­ნე­ლი გი­ზე­ლა მა­უ­ერ­მა­ი­ე­რის მიღ­წე­ვა. სექ­ტემ­ბერ­ში, ჯერ მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ დიდ სპორ­ტულ ზე­იმ­ზე მან ბად­რო 49,11 მ-ზე ტყორ­ც­ნა, ერ­თი თვის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში მი­სი ბად­რო კი­დევ უფ­რო შორს გაფ­რინ­და და 49,54 მ-ის ნიშ­ნულ­ზე და­ე­ცა. ესეც მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი იყო, თუმ­ცა ეს შე­დე­გე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დე­ბად კვლა­ვაც არ ით­ვ­ლე­ბო­და. მძლე­ოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­უ­ერ­მა­ი­ე­რის მიღ­წე­ვას აღი­ა­რებ­და, რო­მე­ლიც ლა­მის ორი მეტ­რით ჩა­მორ­ჩე­ბო­და დუმ­ბა­ძის რე­კორდს. თბი­ლი­სუ­რი რე­კორ­დის შემ­დეგ ნი­ნო დუმ­ბა­ძის პო­პუ­ლა­რო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და. აშ­კა­რა იყო, რომ მი­სი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კით, ბუ­ნებ­რი­ვი ტა­ლან­ტი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით იგი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებ­და.

ნა­დეჟ­და დვა­ლიშ­ვი­ლი-ხნი­კი­ნა:
- დიდ სპორ­ტ­ში მარ­ტო კარ­გი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კით ან ნე­ბის­ყო­ფით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­დე­გებს ვერ აჩ­ვე­ნებ. სა­ჭი­როა, რომ ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ერ­თად იყოს თავ­მოყ­რი­ლი. გარ­და ამი­სა, თუ არ შე­გიძ­ლია ბო­ლომ­დე ბრძო­ლა, გა­მარ­ჯ­ვე­ბის რწმე­ნა თუ არა გაქვს, რაც ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტ­ს­მე­ნის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რია, ისე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ნი­ნო დუმ­ბა­ძეს ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ჰქონ­და და ამი­ტო­მაც იმარ­ჯ­ვებ­და. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და, მის­ნა­ი­რი სპორ­ტ­ს­მე­ნი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი იყო და მის მი­მართ ყო­ველ­თ­ვის მო­წი­წე­ბუ­ლი გრძნო­ბა მქონ­და, სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩემ­თ­ვის. იმ დრო­ის უდი­დეს ათ­ლეტს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ლი არ ჰყავ­და მსოფ­ლი­ო­ში, მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო მე­ტო­ქე­თათ­ვის. ამას­თან მა­ღა­ლი, წარ­მო­სა­დე­გი, ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ტყორ­ც­ნის დროს სა­ოც­რად გრა­ცი­ო­ზუ­ლი და ელე­გან­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი ჰქონ­და. ამით იგი ყვე­ლა მტყორ­ც­ნე­ლის­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ბავ­შ­ვო­ბა­ში ბა­ლეტ­ზე და­დი­ო­და, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მოხ­დე­ნი­ლი ტყორ­ც­ნა ამი­ტო­მაც ჰქონ­და. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?