"თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ!" - რომანოვების სასახლისა და ეიფელის ხიდის ტრაგიკული ისტორია
"თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ!" - რომანოვების სასახლისა და ეიფელის ხიდის ტრაგიკული ისტორია
ულამაზესი სასახლე, რომელიც ლიკანის მშვენება იყო და არის, 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ნიკოლაევიჩ ბენუამ ააშენა. სასახლე მდინარე მტკვართან ახლოს მდებარეობს. ის რუსეთის სამეფო ოჯახის - რომანოვების დასასვენებელი საკუთრება იყო.

1917 წლის ივლისის ერთი საბედისწერო ღამე ყველას დაამახსოვრდა, როგორც უდიდესი ტრაგედია. სწორედ ამ ღამეს ცხოველებივით ამოწყვიტეს რომანოვების დინასტიის უკანასკნელი წევრები. მშობლების ბედის გაზიარება მათ შვილებსაც მოუწიათ. საიმპერატორო ოჯახის ბედი ექიმმა ბოტკინმა და სამმა ერთგულმა მსახურმაც გაიზიარა. ამ ტრაგედიის ადგილი გახლდათ ეკატერინბურგი.
რომანოვების სასახლე
მეფე ნიკოლოზი და დედოფალი ალექსანდრა ფეოდოროვნა 1894 წლის 14 ნოემბერს დაქორწინდნენ. მათ ხუთი შვილი შეეძინათ: ოლღა, ტატიანა, მარია, ანასტასია და ტახტის მემკვიდრე ალექსი (14 წლის იყო, როცა დახვრიტეს). ალექსი დაავადებული იყო ჰემოფილიით და მისი სიცოცხლე გამუდმებით ბეწვზე ეკიდა. ოდნავი სისხლდენაც შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

მეფის
სურვილის მიუხედავად, მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი ორ სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც ქვეყნის შიდა არეულობაც გამოიწვია. ნიკოლოზ II-ის ცხოვრება, თავისი ხანგრძლივობითა და სულიერი მნიშვნელობით, ორ პერიოდად შეიძლება გაიყოს: მისი მეფობის და პატიმრობის ხანად.
ეიფელის ხიდი საქართველოში
დროებითმა მთავრობამ იმპერატორის საქმიანობის გამოსაკვლევად კომისია დანიშნა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი აღმოაჩინა მეფის გასამტყუნებლად. იგი უდანაშაულო იყო. სამეფო ოჯახის გათავისუფლების მაგიერ, დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პატიმრები ცარსკოე სელოდან ტობოლსკში, ხოლო იქიდან კი ეკატერინბურგში გადაეყვანათ.

იქ მათ სიცოცხლის ბოლო თვეები საკმაოდ მძიმე პირობებში გაატარეს. ოჯახის წევრები საშინელ საცხოვრებელ პირობებში, დაცინვას, უხეშ მოპყრობას და თითქმის შიმშილსაც ითმენდნენ. მხოლოდ რწმენა აძლევდა მათ უდიდეს სულიერ ძალას და მოთმინებას.

სიკვდილით დასჯისათვის მზადება პატიმრებისაგან ფარულად მიმდინარეობდა. გაგრძელება


დიკა
29 აგვისტო 2019 17:55
ლიკანის სასახლე ააგო არა ნიკოლოზ მეორემ, რუსეთის იმპერატორმა, არამედ დიდმა მთავარმა ნიკოლაი მიხაილოვიჩმა, კავკასიის მეფისნაცვლის მიხაილ ნიკოლაევიჩის ვაჟმა, რომელიც იმპერატორს ბიძად ეკუთვნოდა. ისიც დახვრიტეს ბოლშევიკებმა თავის ძმა გიორგისთან და ბიძაშვილ კონსტანტინთან ერთად. ეს ნიკოლოზი სულ სხვა პერსონაა და არ უნდა გავაიგივოთ ნიკოლოზ მეორესთან.
ალექს
17 მაისი 2017 11:05
სტალინი არ იყო ორთოდოქსი მარქსისტი,არც იდეალისტი,ის პრაგმატული და უნიკალური ინდივიდი იყო მრავალგვარი ნიჭით დაჯილდოვებული,ამ ნიჭს ის იყენებდა ,ხვეწდა და ანვითარებდა ერთი მიზნით-მსოფლიოს მბრძანებელი !
პროლეტარიატი ,ბოლშევიზმი,მეფის და თანამოპაზრეებისაც,სვაგავარად მოაზროვნეთა დახვრეტა -ეს სულ ინსტრუმენტებია !
ის აპირებდა არა იარაღით,არამედ რუსეთის იმპერიის და ახლო მახლო ბუფერული და მოსაზღვრე სახელმწიფოების წიაღისეულით მსოფლიოზე გაბატონებას !
პუტინი ნავთით და გაზით რასაც აკეთებს დღეს ,ის სტალინმა 1905 წელს ისწავლა ბაქოსა და თბილისის ნავთიჭალებში ღამეული სეირნობებისას !
მან საუკუნის დასაწყისში ამოხსნა ,რომ მსოფლიოს დანგრევა და პროლეტარიატის გამარჯვება სრულიადაც არაა საჭირო ,ამისათვის ახლო აღმოსავლეთის ,კასპიის და ურალის ნავთობსაბადოების კონტროლია საჭირო,დასავლეთი კი მას მოიხმარს და ვერც ვერასოდეს დააღწევს თავს ამგვარ "მონობას" ,თუ დაანგრევ ,ცოტათი უნდა დაანგრიო ,რომ იოლად აღსდგეს !
აი ეს ქონდა მიზნად,არ დასცალდა ,ვერ გაუგეს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები