"თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ!" - რომანოვების სასახლისა და ეიფელის ხიდის ტრაგიკული ისტორია - კვირის პალიტრა

"თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ!" - რომანოვების სასახლისა და ეიფელის ხიდის ტრაგიკული ისტორია

ულამაზესი სასახლე, რომელიც ლიკანის მშვენება იყო და არის, 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ნიკოლაევიჩ ბენუამ ააშენა. სასახლე მდინარე მტკვართან ახლოს მდებარეობს. ის რუსეთის სამეფო ოჯახის - რომანოვების დასასვენებელი საკუთრება იყო.

1917 წლის ივლისის ერთი საბედისწერო ღამე ყველას დაამახსოვრდა, როგორც უდიდესი ტრაგედია. სწორედ ამ ღამეს ცხოველებივით ამოწყვიტეს რომანოვების დინასტიის უკანასკნელი წევრები. მშობლების ბედის გაზიარება მათ შვილებსაც მოუწიათ. საიმპერატორო ოჯახის ბედი ექიმმა ბოტკინმა და სამმა ერთგულმა მსახურმაც გაიზიარა. ამ ტრაგედიის ადგილი გახლდათ ეკატერინბურგი.

რომანოვების სასახლე

მეფე ნიკოლოზი და დედოფალი ალექსანდრა ფეოდოროვნა 1894 წლის 14 ნოემბერს დაქორწინდნენ. მათ ხუთი შვილი შეეძინათ: ოლღა, ტატიანა, მარია, ანასტასია და ტახტის მემკვიდრე ალექსი (14 წლის იყო, როცა დახვრიტეს). ალექსი დაავადებული იყო ჰემოფილიით და მისი სიცოცხლე გამუდმებით ბეწვზე ეკიდა. ოდნავი სისხლდენაც შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

მეფის სურვილის მიუხედავად, მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი ორ სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც ქვეყნის შიდა არეულობაც გამოიწვია. ნიკოლოზ II-ის ცხოვრება, თავისი ხანგრძლივობითა და სულიერი მნიშვნელობით, ორ პერიოდად შეიძლება გაიყოს: მისი მეფობის და პატიმრობის ხანად.

ეიფელის ხიდი საქართველოში

დროებითმა მთავრობამ იმპერატორის საქმიანობის გამოსაკვლევად კომისია დანიშნა, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი აღმოაჩინა მეფის გასამტყუნებლად. იგი უდანაშაულო იყო. სამეფო ოჯახის გათავისუფლების მაგიერ, დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პატიმრები ცარსკოე სელოდან ტობოლსკში, ხოლო იქიდან კი ეკატერინბურგში გადაეყვანათ.

იქ მათ სიცოცხლის ბოლო თვეები საკმაოდ მძიმე პირობებში გაატარეს. ოჯახის წევრები საშინელ საცხოვრებელ პირობებში, დაცინვას, უხეშ მოპყრობას და თითქმის შიმშილსაც ითმენდნენ. მხოლოდ რწმენა აძლევდა მათ უდიდეს სულიერ ძალას და მოთმინებას.

სიკვდილით დასჯისათვის მზადება პატიმრებისაგან ფარულად მიმდინარეობდა. გაგრძელება