როგორ იძია შური აკაკიმ აბეზარ თამადაზე
15-06-2017
როგორ იძია შური აკაკიმ აბეზარ თამადაზე
აკაკი წერეთელს ძლიერ უყვარდა ხალხმრავალი თავყრილობები და ტრადიციული ქართული სუფრა.
რანაირ საზოგადოებაშიც უნდა მოხვედრილიყო, პოეტი უმალ ყურადღების ცენტრში ექცეოდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხით ამხიარულებდა შემოკრებილ ადამიანებს. ის იყო მხოლოდ, რომ ღვინოს არ ეტანებოდა. ამბობდა კიდეც, ხასიათზე მოსასვლელად სასმელი არ მჭირდებაო. აკაკის ეს თვისება ყველამ იცოდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალება არცთუ იშვიათი იყო, აკაკის ამას ვერავინ აკადრებდა. თუმცა, ღვინოსთან დაკავშირებით ერთი თავგადასავალი მაინც გადახდა.

აკაკი ქუთაისში მოხვდა სუფრაზე,
რომელსაც მისი ნათესავი, ცნობილი თამადა თავადი აბაშიძე უძღვებოდა. ყველამ იცოდა, რომ აბაშიძე თავის სუფრაზე ღვინის "მოპარვას" არავის აპატიებდა, თუმცა, სათაყვანებელ მგოსანსაც თუ გაუბედავდა დაძალებას, ვერავინ წარმოიდგენდა. იმან კი, როდესაც აკაკიმ დალევაზე უარი განაცხადა, შეუძახა - თუ ღვინოს არ სვამდი, ჩემს სუფრაზე რაღას ჯდებოდიო, ჩამოართვა სასმისი
და... კისერში ჩაასხა ღვინო. ყველა სახტად დარჩა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ დაძაბულობა ისევ აკაკიმ განმუხტა - რას იზამ, წესი წესიაო, ღიმილით ჩაილაპარაკა და მხიარულებაც გაგრძელდა. ქალაქში მაშინვე გავრცელდა ხმა აკაკის "შერცხვენის" შესახებ. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა "შურისძიებას".

აკაკიმაც დიდხანს არ ალოდინა. სხვიტორში წვეულება გამართა და სუფრის თამადად თავისი ნათესავი თავადი მიიწვია. სუფრის გაშლამდე ნარდის თამაში და მასლაათი გაჩაღდა. გაშალეს სუფრა, მაგრამ მასპინძელი არსად ჩანდა, ისე კი მაგიდას ვერ შემოუსხდებოდნენ. დაუწყეს ძებნა.
(გაგრძელება)
manana
19 აგვისტო 2017 23:45
ნეტა ამ კომპიუტერების გადამკიდე არ დაივიწყონ ახალგაზრდა ტაობებმა ცვენი მგოსნები

რედაქტორის რჩევით