"მას მერე, რაც ადოლ­ფი და­ვი­ნა­ხე, სხვა აღა­რა­ვის და­ნახ­ვა აღარ ძალ­მიძს" - ფიურერის ინგლისელი საყვარელი
"მას მერე, რაც ადოლ­ფი და­ვი­ნა­ხე, სხვა აღა­რა­ვის და­ნახ­ვა აღარ ძალ­მიძს" - ფიურერის ინგლისელი საყვარელი
ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მის მრა­ვა­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლის თვალ­ში, ჰიტ­ლე­რი გერ­მა­ნი­ის აღორ­ძი­ნე­ბის სი­დი­ა­დეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. თა­ვი­სი სა­ხალ­ხო გა­მოს­ვ­ლე­ბით, ის მე­სა­მე რა­ი­ხის გა­რე­თაც ახერ­ხებ­და მხარ­დამ­ჭერ­თა რი­გე­ბის შევ­სე­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ ამ­გ­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ზო­გი­ერ­თი სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც აღ­მო­ჩე­ნი­ლა, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი - ინ­გ­ლი­სე­ლი იუნი­ტი მიტ­ფორ­დი იყო...

ბო­რო­ტე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი
იუნი­ტი ვალ­კი­რია მიტ­ფორ­დი 1914 წელს, ინ­გ­ლი­სის პე­რის, ლორ­დი რიდ­ს­დე­ი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დე­და­მი­სი სერ უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ. მა­შინ­დე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იუნი­ტიმ (ი­სე­ვე, რო­გორც მის­მა ხუთ­მა დამ) გა­ნათ­ლე­ბა ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში, ას­ტ­ჰო­ლის
საგ­ვა­რე­უ­ლო მა­მულ­ში მი­ი­ღო. მშობ­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ეს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის ქა­ლიშ­ვი­ლის და­სა­ო­ჯა­ხებ­ლად სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო. მარ­თა­ლია, მა­თი სა­მი ქა­ლიშ­ვი­ლი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სებს სავ­სე­ბით მი­ე­სა­და­გა, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ­მა სა­მე­ულ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პო­ლი­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა. ჯე­სი­კამ და დი­ა­ნამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­კუ­თარ თავ­ში დი­ა­მეტ­რუ­ლად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს; იმ­დე­ნად, რომ სა­კუ­თა­რი ოთა­ხი ცარ­ცით შუ­ა­ზე გა­ხა­ზეს: ერთ მხა­რეს - ჯე­სი­კას ნა­წილ­ში, კე­დელ­ზე წი­თე­ლი დრო­შე­ბი და ნამ­გალ-ჩა­ქუ­ჩი გა­მო­ი­ფი­ნა, მარ­ქ­სის, ენ­გელ­სი­სა და ლე­ნი­ნის სუ­რა­თე­ბით აჭ­რელ­და; მე­ო­რე მხა­რეს კი - ნიც­შეს, ჰიტ­ლე­რი­სა და მე­სა­მე რა­ი­ხის ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის სუ­რა­თე­ბი და ნა­ცის­ტუ­რი სვას­ტი­კით გა­ფორ­მე­ბუ­ლი წი­თე­ლი დრო­შე­ბი
გაჩ­ნ­და. დი­ა­ნას საქ­ცი­ე­ლის ახ­ს­ნა იმით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ის ბრი­ტა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის ლი­დერ­ზე - ოს­ვალდ მოს­ლი­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და. იუნი­ტი კი მა­ში­ნაც, რო­ცა ლე­დი გახ­და, მო­ზარ­დი­ვით იქ­ცე­ო­და. მა­ღა­ლი წრის წვე­უ­ლე­ბებ­ზე შე­უ­ფე­რებ­ლად, უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ჩნდე­ბო­და და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და. მა­მა­მისს ფრთხი­ლად ურ­ჩი­ეს კი­დეც, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი ექი­მის­თ­ვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ადოლფ ჰიტ­ლერ­თან პი­რად შეხ­ვედ­რა­ზე იუნი­ტი დიდ­ხანს ოც­ნე­ბობ­და. კერ­პის ხილ­ვის სურ­ვი­ლი იდე ფიქ­სად ექ­ცა. ამ­გ­ვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ 1933 წელს მი­ე­ცა, რო­ცა ოს­ვალდ მოს­ლის დახ­მა­რე­ბით, ის ბრი­ტა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დე­ლე­გა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ნი­ურ­ნ­ბერ­გ­ში, ნა­ცის­ტე­ბის ყრი­ლო­ბა­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი. ქა­ლიშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი გრძნო­ბე­ბით დაბ­რუნ­და. ერ­თი მხრივ, ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ ცოცხა­ლი ფი­უ­რე­რი იხი­ლა - ის იმ ეგ­ზალ­ტი­რე­ბულ ბრბო­ში აღ­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ჰიტ­ლე­რის გა­მოს­ვ­ლა­ზე აღ­ტა­ცე­ბით რე­ა­გი­რებ­და; და მე­ო­რე მხრივ - მას არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, კორ­დო­ნი გა­ერ­ღ­ვია და ერ­თხელ მა­ინც შე­ხე­ბო­და სა­კუ­თა­რი ღვთა­ე­ბის ყა­ვის­ფერ პე­რანგს. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის სულ­ში ნაღ­ველს ამ­ძაფ­რებ­და ის ფაქ­ტიც, რომ მი­სი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი არა მარ­ტო არ იზი­ა­რებ­და იუნი­ტის ამ­გ­ვარ აღ­ტა­ცე­ბას, არა­მედ უფ­რო მე­ტიც - ჰიტ­ლერს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­მო­სულ მას­ხა­რა­დაც აღიქ­ვამ­და. ქა­ლიშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო გერ­მა­ნი­ა­ში. მა­მა­მი­სი წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იყო, რომ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტ­რი­გებ­ში ჩარ­თ­ვის ნაც­ვ­ლად, მის ქა­ლიშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა გა­ეღ­რ­მა­ვე­ბი­ნა. ამი­ტო­მაც, 1934 წელს, იუნი­ტი მი­უნ­ხე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში ჩა­ი­რიცხა. თუმ­ცა, მას მსოფ­ლი­ოს დი­დოს­ტატ­თა ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლა ნაკ­ლე­ბად იზი­დავ­და. ქა­ლიშ­ვი­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბად ყო­ველ სა­ღა­მოს, იმ რეს­ტო­რან­ში სი­ა­რუ­ლი იქ­ცა, სა­დაც მი­უნ­ხენ­ში ვი­ზი­ტე­ბის დროს, აუცი­ლებ­ლად ვახ­შ­მობ­და ადოლფ ჰიტ­ლე­რი. არა­ვინ იცო­და, რო­დის გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და იქ ფი­უ­რე­რი, იუნი­ტი კი და­ჟი­ნე­ბით ელო­და თა­ვის კერპს. მო­ლო­დი­ნი ამაო არ ყო­ფი­ლა და 1935 წლის 2 თე­ბერ­ვალს, ვეს­ტი­ბი­ულ­ში ისიც გა­მოჩ­ნ­და. რო­გორც ჩანს, გან­გე­ბას სურ­და, რომ რა­იხ­ს­კან­ც­ლერს ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცია ქა­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით უმ­ზერ­და და გულ­ში მის წიგნს - Mein Kampf-ს იხუ­ტებ­და. ადოლ­ფ­მა ის თა­ვის სუფ­რას­თან მი­იწ­ვია. ცნო­ბი­ლია, რომ ჰიტ­ლე­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბის მი­მართ არა­ვი­თარ მა­მა­კა­ცურ ინ­ტე­რესს არ იჩენ­და და არც ერ­თად ვახ­შა­მი, ამ მხრივ, ალ­ბათ არა­ნა­ირ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებ­და, რომ სა­უბ­რი­სას არ გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო იუნი­ტის ბრი­ტა­ნულ-არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წარ­მო­შო­ბა. ამას­თან, ქა­ლიშ­ვილ­მა ზე­პი­რად იცო­და მი­სი ნაშ­რო­მი და ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც მშვე­ნივ­რად ერ­კ­ვე­ო­და. იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ, ინ­გ­ლი­სე­ლი ლე­დი ჰიტ­ლე­რის გა­რე­მოც­ვის წევ­რი აღ­მოჩ­ნ­და.

სა­ფეთ­ქელ­ში დახ­ლი­ლი ტყვია

ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ფაქ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლა. ლე­დი მიტ­ფორ­დის გუ­ლახ­დილ­მა ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც გა­ზეთ THE Sunday Times-ში და­ი­ბეჭ­და, ბრი­ტა­ნეთ­ში აღ­შ­ფო­თე­ბის ტალ­ღა ააზ­ვირ­თა. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი აღი­ა­რებ­და, რომ ფი­უ­რერ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ღა­მო მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ მო­მენ­ტად მი­აჩ­ნ­და.
1936 წლის ზაფხულ­ში, ნა­ცის­ტე­ბის მო­რიგ ყრი­ლო­ბა­ზე, ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მის იდე­ის მხურ­ვა­ლე მხარ­და­ჭე­რით გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ფი­უ­რერ­მა თა­ნა­მებ­რ­ძო­ლე­ბის წრე­ში იუნი­ტი­ზე გა­ნაცხა­და, რომ წმინ­და სის­ხ­ლის ვერც ერ­თი არი­ე­ლი ქა­ლი ვერ შეძ­ლებ­და აგი­ტი­რე­ბას მსგავ­სი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­თა და ცეცხ­ლო­ვა­ნე­ბით, რო­გორც ეს ინ­გ­ლი­სე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი. ამ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, ძა­ლი­ან მა­ლე, სამ­თავ­რო­ბო წრე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რ­ცელ­და ცნო­ბა, რომ უახ­ლო­ეს ხან­ში, გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხი ფრაუ ჰიტ­ლე­რის ვი­ნა­ო­ბას შე­იტყობ­და. ლორ­დ­მა რიდ­ს­დე­ილ­მა ქა­ლიშ­ვილს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა. იუნი­ტი თით­ქოს და­ე­მორ­ჩი­ლა მა­მის ნე­ბას და ინ­გ­ლის­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ იმის ნაც­ვ­ლად, რომ მშობ­ლის შე­გო­ნე­ბე­ბი მო­ეს­მი­ნა, ჰა­იდ-პარ­კ­ში ნა­ცის­ტ­თა მხარ­დამ­ჭერ მი­ტინგს და­ეს­წ­რო. ლე­დი მიტ­ფორ­დი აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­გან პო­ლი­ცი­ამ იხ­ს­ნა და ის ისევ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა.

ჰქონ­დათ თუ არა ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი ადოლ­ფ­სა და იუნი­ტის? შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასეც იყო, რად­გან ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ მე­მუ­ა­რებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძალ­თა მი­ნის­ტ­რი - შპე­ე­რიც მი­ა­ნიშ­ნებ­და; ასე­ვე, ჰიტ­ლე­რის მო­ად­გი­ლის (პარ­ტი­უ­ლი ხა­ზით) - ჰე­სის დაც და "იმ­პე­რი­ის ფო­ტოგ­რა­ფი" - ში­რა­ქიც. ერ­თი შე­ხედ­ვით, ფაქ­ტე­ბიც თით­ქოს ამა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, რად­გან მიტ­ფორ­დ­მა ფი­უ­რე­რის­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო პა­ტა­რა სახ­ლი აგ­ნეს­შ­ტ­რა­სე­ზე და ავ­ტო­მო­ბი­ლი - პი­რა­დი მძღო­ლით, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ფი­უ­რე­რის რე­ზი­დენ­ცია - "არ­წი­ვის ბუ­დე­ში" უნ­და ეტა­რე­ბი­ნა, სა­დაც ადოლ­ფი და იუნი­ტი მარ­ტო რჩე­ბოდ­ნენ. რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ლე­დი მიტ­ფორ­დის ვი­ზი­ტე­ბი ფი­უ­რე­რის მე­ო­რე მე­გო­ბა­რი ქა­ლის - ევა ბრა­უ­ნის სიბ­რა­ზის შე­ტე­ვებს იწ­ვევ­და.

ასე იყო თუ ისე, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, იუნი­ტიმ ოჯახს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა: "პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რაც ადოლ­ფი და­ვი­ნა­ხე, სხვა აღა­რა­ვის და­ნახ­ვა აღარ ძალ­მიძს".

მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნეთ­მა გერ­მა­ნი­ას ომი გა­მო­უცხა­და, 1939 წლის 3 სექ­ტემ­ბერს, მიტ­ფორ­დი მი­უნ­ხე­ნის გა­უ­ლა­ი­ტერ­თან - ადოლფ ვაგ­ნერ­თან მი­ვი­და და შე­კითხ­ვით მი­მარ­თა: იქ­ნე­ბო­და თუ არა ის დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო­ში, რო­გორც მტრუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­ქა­ლა­ქე? - რა­ზეც მი­ი­ღო რწმუ­ნე­ბა, რომ ფრა­უს აღელ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და და ის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი დარ­ჩე­ბო­და. იუნი­ტი ბრი­ტა­ნე­თის მი­სი­ა­შიც გა­მოჩ­ნ­და და კონ­სულს სთხო­ვა, მა­მა­მი­სის­თ­ვის წე­რი­ლი გა­და­ე­ცა. სა­მი სა­ა­თის შემ­დეგ, მიტ­ფორ­დ­მა ვაგ­ნერ­თან აუდი­ენ­ცია კვლავ ითხო­ვა, სა­დაც მას გა­დას­ცა შეკ­ვ­რა, რო­მელ­შიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ოქ­როს სამ­კერ­დე ნი­შა­ნი, ჰიტ­ლე­რის ფო­ტო მი­სი ავ­ტოგ­რა­ფით და სა­კუ­თა­რი კერ­პის სა­ხელ­ზე და­წე­რი­ლი, და­ლუ­ქუ­ლი წე­რი­ლი. ამას­თან, იუნი­ტიმ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რად გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, რომ სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ფი­უ­რე­რის ფო­ტო, სიკ­ვ­დი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის­თ­ვის კუ­ბო­ში ჩა­ე­ტა­ნე­ბი­ნათ.
ერ­თი სა­ა­თის შემ­დეგ, ლე­დი პარ­კ­ში წა­ვი­და და სკამ­ზე ჩა­მომ­ჯ­დარ­მა სა­ფეთ­ქელ­ში ტყვია და­ი­ხა­ლა. (გაგრძელება)
Ani"s
25 აგვისტო 2017 18:14
ქალებს მოკლე ჭკუა რომ აქვთ როგორ მართლდება ყოველთვის? საქართველო არშემდგარისახელმწიფოა ერეკლეს სიკვდილის მერე და 1921 წლის კატასტროფის მერე. ხოლო სტალინზე გაცილებით დიდი პოლიტიკოსები იყვნენ: მარტინ ლუთერ კინგი, (ზე ბუნებრივი ნიჭიერი პოლიტიკოსი),ბენიტო მუსოლინი, აღარაფერს ვიტყვი ჩერჩილზე და ჰიტლერზე ლეგენდები დადის როგორი პოლიტიკოსი იყო, ამაში ორატორობაში ვარჯიშობდა, სტალინიც დიდი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ლენინი უფრო დიდი, მან შექმნა ეს წყეული სახელმწიფო.
mari
16 აგვისტო 2017 14:34
ვინც ამართლებთ ჰიტლერს და კითხვებს სვამთ; აბა ერთი თქვენი დედები;დები და შვილები მოეკლათ მაშინ სხვანაირად ილაპარაკებდით, ჰიტლერი ბოროტი არ ყოფილაო, ფაშისტი ამის მთქმელია რადგან მისსავე იდეებს უჭერს მხარს!
truker
09 ივლისი 2017 23:36
ერთი რა ჰიტლერისისო და მის შეყვარებულებისიც
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?