მსოფლიოში პირველი პილოტი ქალის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება - სად გაქრა ამელია ერჰარტი? - კვირის პალიტრა

მსოფლიოში პირველი პილოტი ქალის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება - სად გაქრა ამელია ერჰარტი?

1937 წლის 12 ივნისს, მსოფლიოში პირველი პილოტი ქალი, ამელია ერჰარტი თავის შტურმანთან, ფრედ ნუნანთან ერთად წყნარ ოკეანეზე გადაფრენას აპირებდა. ეკიპაჟი ქალაქ ლოედან გაფრინდა (ახალი გვინეის სანაპიროდან) და ერთ დღეში კუნძულ ჰოულენდზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეკიპაჟის წევრები დაიკარგნენ... ისე გაქრნენ, თითქოს მიწამ ჩაყლაპა...

ფოტოგალერეა

სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ავიაგადამზიდი და 22 თვითმფრინავი, თუმცა დაკარგულების კვალსაც კი ვერ მიაგნეს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან წლინახევრის შემდეგ მისი სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა, 1970-იან წლებამდე ამბობდნენ, რომ ამელია ერჰარტი გადარჩა და იაპონელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, რადგან იმ დროს იაპონია აქტიურად აშენებდა საიდუმლო სამხედრო დანადგარებს წყნარ ოკეანეში.

ამელია ერჰარტი თავის შტურმანთან, ფრედ ნუნანთან ერთად

ახლახანს ამელია ერჰარტზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა და თუ ის დადასტურდა, შესაძლოა საავიაციო ისტორაში ყველაზე დიდი საიდუმლო ამოიხსნას.

უფრო ზუსტად კი, აღმოაჩინეს სურათი, რომელიც ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, იაპონიაში მარშალის კუნძულებზეა გადაღებული და რომელზეც ამელია ერჰარტი ჩანს.

ახალი მასალები - შავ-თეთრი ფოტო, აშშ-ის ეროვნული არქივის საცავებში ოპოვეს.

სურათზე ჩანს, წყლის ნაპირზე ჯგუფურად მყოფი რამდენიმე ადამიანი. ფოტოს აღწერის მიხედვით, ის გადაღებულია მარშალის კუნძულებზე, სავარაუდოდ, ამერიკელი ჯაშუშის მიერ.

ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ზურგით მჯდარი ამელია ერჰარტია, ფოტოზე მარცხნივ ფრედ ნუნანი, ხოლო მარჯვნივ ბოლოში ამელიას თვითმფრინავი

ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, სურათზე ზურგით მჯდარი ქალი შესაძლოა იყოს ერჰარტი, ხოლო ფოტოზე მარცხნივ მყოფი ადამიანი კი, ამელიას შტურმანი ფრედ ნუნანი. ფოტოზე მარჯვენა მხარეს ბოლოში კი, ზოგიერთის მტკიცებით, ჩანს ამელიას თვითმფრინავი.

"ამელიას ძებნის" ავტორი და საერთაშორისო ჯგუფის Historic Aircraft Recovery აღმასრულებელი დირექტორი რიკ გილესპი დარწმუნებული არ არის, რომ ფოტოზე ასახული ქალი ამელია ერჰარტია.

"ამ ფოტომ ხალხი დაარწმუნა, რომ ამელიაა, გაოცებული ვარ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ფოტოს... მოდი, ცოტა საღად ვიაზროვნოთ, ეს ფოტო დაუთარიღებელია, ხალხი ფიქრობს, რომ ფოტო 1937 წელს არის გადაღებული, კარგი, თუ ფოტო მართლაც 1937 წლის 1 ივლისს გადაიღეს, მაშინ ის ამელია ვერ იქნება, ეს ფოტო მისი გაუჩინარებიდნა მხოლოდ რამდენიმე დღის მერე უნდა იყოს გადაღებული", - განუცხადა მან ბი-ბი-სის.

"და რას ამბობს ფოტო? რომ ეს არის ჯალუტის კუნძული და არა იმას, რომ ამელია ერჰარტი არის იაპონიის ტყვეობაში. თუ მართლა ამელიაა, მაშ სად არიან იაპონელები? იქ ჯარისკაცები არ ჩანან, ფორმაც კი არავის აცვია".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ადამიანები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში გაქრნენ - მე-20 საუკუნის 5 საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება