30-07-2017
დადიანების სასახლეში დაცულია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ნაქონი ნივთი საქანელა-საკოცნელა - ბორბლის ფორმის ჭიქებიანი "კარუსელი".ლილი ბერაია, ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი:
"ეს იყო XIX საუკუნეში ქართველი დიდგვაროვნების საყვარელი გასართობი. "კარუსელზე" დაკიდებულია წყვილ-წყვილი სხვადასხვა ფერის ჭიქა, რომელშიც ღვინოს ასხამდნენ. შემდეგ მოტრიალე ბორბალზე ახალგაზრდები ჭიქებს თვალდახუჭული ირჩევდნენ. ვისაც ერთი ფერის ჭიქები შეხვდებოდა, ერთმანეთს კოცნიდნენ.

ერთ დღესაც ჭავჭავაძეების ოჯახში სტუმრად მისული ახალგაზრდა პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილიც ჩაერთო თამაშში. ალბათ ოცნებობ

ეკატერინესთვის იმ დღიდან საქანელა-საკოცნელა მარადიულ ნივთად იქცა. ამბობენ, ეს სათამაშო, სადაც უნდა წასულიყო, ყველგან თან დაჰქონდაო. როდესაც ეკატერინე გარდაიცვალა, საქანელა, რომელიც ბედის ბორბალსაც შეგახსენებთ, თურმე სასთუმალთან ედგა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის და ქმრის ერთგული იყო, როგორც ჩანს, ბარათაშვილი არასოდეს დავიწყებია.
ირმა ხარშილაძე
იხილეთ ასევე: როგორი იყო "მშვენიერთა ხელმწიფა" - ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე