"შევცბი, შევხედე - ლავრენტი ბერია იყო" - ბერიას ხე და ორთაჭალის ბაღები
"შევცბი, შევხედე - ლავრენტი ბერია იყო" - ბერიას ხე და ორთაჭალის ბაღები
ტერენტი გრანელის მოგონებებიდან: "ერთხელ ორთაჭალაში მივდიოდი ჩემს ნაცნობ მებაღე ილიკო ელიავასთან. გზაზე ბამბის საპენტ ფაბრიკასთან ვიღაცამ მანქანა გააჩერა, შევცბი, შევხედე - ლავრენტი ბერია იყო. მკითხა, საით გაგიწევიაო. მებაღეებთან მივდივარ, ბატონო ჩემო-მეთქი. ჰო, ეს კარგია! - ხელი ჩამომართვა და გზა განაგრძო. მე კი ვინახულე ჩემი ნაცნობი მებაღე ილიკო ელიავა, რომელსაც ვუამბე ბერიასთან ჩემი შეხვედრის ამბავი. გაიცინა - ბერია ხშირად ხვდება და საუბრობს ორთაჭალა-კრწანისის მებაღეებთანო".

მებაღე მიხეილ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძიძიგური
განაგებდა და უვლიდა ბერიას ბაღს ორთაჭალაში. მოგვიანებით იხსენებდა:
"ერთ დღეს ბაღში შემოვიდნენ ლავრენტი ბერია და მისი მეუღლე ნინო გეგეჭკორი.
ბერიამ ბაღში ორი შუშა კიტრი მოწყვიტა და
შემდეგ ცოლ-ქმარი ჩემკენ გამოემართა. ორივე მომესალმა, ხელი ჩამომართვა და მთხოვა, მომეტანა სკამი, დანა, თეფში და მარილი. მე მათ ვთხოვე, შინ შემოსულიყვნენ,
მაგრამ ბერიამ სიცილით მითხრა, - მე კაბინეტში ჯდომა არ მაკლია, ცის ქვეშ ყოფნა უფრო მსიამოვნებსო. თხოვნა შევუსრულე.

შემდეგ მკითხა, როგორ გეპყრობიან ჩემი თანამშრომლები, ხომ არ გავიწროებენო. არა, ბატონო, ყველაფერი კეთდება მებაღეების სასარგებლოდ-მეთქი. შემდეგ მთხოვა, ბაღებსა და მის მიდამოებში დარგული არც ერთი ხე არავინ მოჭრასო. როდესაც კრწანისი მთავრობის რეზიდენციის ადგილი გახდა, ქუჩების გასაგანიერებლად, რამდენიმე ხის მოჭრა გახდა საჭირო. მე გზის გამყვანი ინჟინერი გავაფრთხილე, ბერიამ დამავალა, ბაღის მიდამოებში არც ერთი ხე არ მოიჭრას-მეთქი. მეორე დილით მოვიდა ბერია მეუღლითურთ და რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც ხეები უნდა მოჭრილიყო. გზის გამყვანთ ბერიამ ჰკითხა, იქნებ ხეები გადავარჩინოთ და არ მოვჭრათო?!


შესაძლებელია, უთხრა ინჟინერმა, მაგრამ ცოტა ძნელი იქნება და ამავე დროს გზა უფრო დაიკლაკნება და სილამაზესაც დაკარგავსო.
მაშინ ბერიამ თქვა, ხეები მოჭერით, მაგრამ იქვე ახლოს დარგეთ კაკლის ხეო. დღეს ეს ხე ამშვენებს მიდამოს, რომელსაც კრწანისელი მებაღეები ბერიას ხეს ეძახიან.

ბერია და მისი მეუღლე ნინო დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ნინო იყო ლამაზი და ტკბილმოსაუბრე, მასში არ იგრძნობოდა მეუღლის ავტორიტეტით გამოწვეული მაღალი და აწეული ტონით საუბარი. კრწანისელი მებაღეები მას იცნობდნენ, როგორც კეთილსა და ყველას შემწეს" (იხილთ სრულად: ძველი თბილისის კუნძულები).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა