"ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს..."
26-09-2017
"ორახელაშვილების ულამაზესი ქალიშვილი ქეთუსია ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს..."

ფოტოგლერეა

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.

ქალებსაც ისევე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, როგორც მამაკაცებს.

პროფესორი ლევან ჯიქია, რომელიც "დიდი ტერორის" პერიოდში, რეპრესირებულთა საქმეებსა და სამეულთა სხდომის ოქმებზე მუშაობდა,"კვირის პალიტრასთან" იხსნებდა:

"გამომძიებელი ალექსანდრე ხაზანი აცხადებდა: "მე ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც
გაასამართლეს, პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ
განათლების ყოფილი კომისარი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის, მამია ორახელაშვილის მეუღლე) სილა გააწნა".

მარიამის შვილს ულამზეს ქეთევან ოახელაშვილსაც მძიმე ცხოვრებას უმზადებდა ბედი. როგორც ლევან ჯიქია ამბობს, ქალის დაპატიმრების, მისი ოჯახის წევრების განდგურების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო სილამაზე. მამია და
მარიამ ორახელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ლავრენტი ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს, მანქანა გაუჩერებია, საუბარი სურდა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ
მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო...


მალე 19 წლის ქეთევანმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი მალე დაქორწინდა და ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინა...

თითქოს ძველი მაბავი ყველას მიავიწყდა, მაგრამ არა ლავრენტი ბერიას...

ლევან ჯიქია :
- საყოველთაო რეპრესიების ხანაში ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ ქეთევანის მშობლები, მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს. მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. ორივეს წამებით ამოხადეს სული. 1937 წლის 5 ნოემბერს ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. (მაშინ მათი უფროსი შვილი 3 წლის იყო, უმცროსი კი წლინახევრის) მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონმა წამებისას მაინც იცნო ბერიას ხმა...

შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ქეთევანს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში. გადასახლებიდან დაბრუნებული საქართველოში გარდაიცვალა...

ცნობილია, რომ სწორედ ქეთევან ოარახელაშვილისა და ევგენი მიქელაძის ისტორია გახდა კინოფილმ "მონანიების" ინსპირაცია.

1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებული (დახვრეტილი და გადასახლებული) დაახლოებით 21 000 კაცი იყო, აქედან დახვრეტა დაახლოებით 11 000-ს მიესაჯა. დახვრეტილი და გადასახლებული ქალების რაოდენობით საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს ბევრად უსწრებდა - "დიდ ტერორს" 563 ქალი ემსხვერპლა. გადასახლებულთაგან მხოლოდ მცირედმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, უმრავლესობამ კი სული უცხოეთში საშინელ ტანჯვაში დალია. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგლერეა


დათო
22 ოქტომბერი 2017 23:38
სრულყოფილი მშვენიერებაა, რა თვალები აქვს, იშვიათ სილამაზის, მიკვირს, რატომ არ არის მისი ფოტოები გავრცელებული და არ გვხვდება არასოდეს ულამაზესი ქართველი ქალების ჩამონათვალებში.
565656
28 სექტემბერი 2017 10:18
სული წაწყდა ბერიასი
teo
28 სექტემბერი 2017 10:10
ვისაც ქვეყნა შევიცარიად და პარიზად უნდა ექცია, ყველა მოკლეს, განათლებული, დემოკარტიული, ლამაზიმ უმაღლესი ჯიში, ნამდვილი ქართველები, არ დატოვეს არვინ , ფაქტიურად მოხდა წმენდა, და პროლეტარებმა და გაუნეტლებლებმა და ბენელბმა და მშიერებმა კი რაც ააშენეს და დღესაც რასაც აშენებენ კი ვეხდავთ ??? დაუსრულებელ სიბენელეში გადაგვისროლეს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები