რაჟდენი ჩეკისტებმა უნივერსიტეტის ეზოში­ დახვრიტეს, მის ძმებს კი უბრძანეს, რაჟდენის ცხედართან სურათი გადაეღოთ
20-11-2017
ჩვენი ახალი პროექტის ფარგლებში, გაგაცნობთ გასაიდუმლოებულ მასალებს, სადაც ამოიკითხავთ გასული საუკუნის 30-იანი წლების უმძიმეს ამბებს,­ რომლებსაც აქამდე დღის სინათლე არ უნახავს. სატელევიზიო ვერსიას "პალიტრანიუსზე" მაყურებელი ნახავს ყოველ შაბათს, გადაცემათა ციკლში "ტყვიის საფასური", მკითხველი კი გაზეთს დაელოდება...

ორ კაპიკად შეფასებული ადამიანის სიცოცხლე, ინტელიგენციის დევნა და დანერგილი შიში... ე.წ. ტროიკა და შებინდებულ საქართველოში კარზე კაკუნი... ვიღაცას გადაასახლებენ, ვიღაცას დახვრეტენ. ეს 30-იანი წლების საბჭოთა საქართველოა... 1921 წელს საქართველო გაწითლდა. გაწითლდა ბოლშევიზმით და პატრიოტების
სირცხვილით. სირცხვილით, რომელსაც ფორმალურად დამოუკიდებელი საქართველო ერქვა. შს სამინისტროს არქივში დაცული პირველი ცნობები 1921 წლის 30 მარტით თარიღდება და ძმებ მირიანაშვილების საქმედ იწოდება. ორ ტომად აკინძული დოკუმენტური მასალა ასობით გაყვითლებულ ფურცელს მოიცავს. საქმე #1 ძმებ მირიანაშვილებთან ერთად 19 ვაჭრის სასჯელს აერთიანებს. მათ ბრალი საკვები პროდუქტის
გადამალვაში დასდეს. განსასჯელებიდან ოთხს დახვრეტა მიესაჯა.

გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყველა ვაჭარი ვალდებული იყო, სამი დღის ვადაში საწყობებიდან გამოეტანა საქონელი დუქნებსა თუ მაღაზიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩი მოვაჭრეები რევოლუციური დროის კანონის შესაბამისად, სასჯელის უმაღლესი ზომით დაისჯებოდნენ, მათი ქონება კი დაექვემდებარებოდა­ კონფისკაციას."ბრძანების მიუხედავად, ბაზარზე არ გამოჩენილა პროდუქტები...
ჩეკისტებმა ე.წ."სალდათის ბა­ზა­რ­ზე"მოვაჭრე მირიანაშვილების ღვინის სარდაფი აღმოაჩინეს, სახლში კი - გადანახული პროდუქტ­ები. მათი სახლი ყოფილი ბაგრატიონის N14-ში ახლაც დგას...

საქართველოს საგანგებო კომისიის დადგე­ნილება (სტილი დაცულია): "ბაგრატიონის ქუჩაზე სახლის სარდაფში ჩეკას მიერ ნაპოვნია: 35 ფუთი მარილი, 12 ფუთი ღორის ქონი, 7 ფუთი ყველი, 12 ფუთი ღორის ჯაგარი, 50 შეკვრა ეკლიანი მავთული, დაახლოებით 8 ვედრო ღვინო. ხოლო სახლში მირიანაშვილებს გადამალული ჰქონდათ ერთი წყვილი ახალი საუწყებო ზამთრის ფეხსაცმელი, 40 რუბლი და 40 კაპიკი, ვერცხლის ფული. ერთი ახალი პორთველი".

სამივე ძმა დააპატიმრეს. მათ თავი იმართლეს, რომ პროდუქტები და სხვა ნივთები გადანახული ჰქონდათ 25-წევრიანი ოჯახის საჭიროებებისთვის... ამის პასუხად კი კომისიის დადგენილებაში ვკითხულობთ: "აღმოჩენილი საქონელი, შესაძლოა, მართლაც სჭირდებოდათ მათი დიდი ოჯახისთვის, მაგრამ ჩხრეკისას ამოღებული ჯაგარი ამ მოსაზრებას აბათილებს"...

რაჟდენ მირიანაშვილი ჩეკისტებმა უნივერსიტეტის ეზოში­ დახვრიტეს და მის ძმებს­ უბრძანეს, გვამთან სურათი გადაეღოთ. ეს ფოტო გააკრეს უბნის ყველა ჭიშკარზე... რატომ დახვრიტეს სამი ძმიდან მხოლოდ რაჟდენი, ამ კითხვაზე პასუხს საარქივო მასალაში ვერ მივაკვლიეთ... მის შთამომავალს კი თავისი ვერსია აქვს.

საშა მირიანაშვილი:
"მე რაჟდენის­ ძმის, გიორგის შთამომავალი გახლავართ. მამაჩემისგან ვიცი, რომ რაჟდენი სახელმწი­ფო სამსახურში, ვაჭრობის პალატაში მუშაობდა. მის ძმებსაც უპირებ­დნენ დახვრეტას, თუმცა მამა ამბობდა, რომ ნაცნობები ჰყავდათ კომუნისტურ პარტიაში და ის და ლევანი მათ გადაარჩინეს დახვრეტას..."

მირიანაშვილების მრავალსულიან ოჯა­ხში­ ჩეკისტებმა და რევოლუციონერებმა დაიდეს ბინა... დახვრეტას გადარჩენილმა და ქონებაწართმეულმა ძმებმა დახმარება ისევ ძმის მკვლელებს სთხოვეს:

"ლევან და გიორგი მირიანაშვილების წერილი ჩეკას: ...ჩვენ და ჩვენი ძმა რაჟდენი დაპატიმრებული ვიყავით და საგანგებო კომისიის ა/წ. განაჩენით, ჩვენს სრულიად გავთავისუფლდით. მხოლოდ ჩვენ ძმას რაჟდენას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რომლის შემდეგ აღწერეს ჩვენი დარჩენილი ქონება, ე.ი. მთელი სახლის ავეჯეულობა, ღვინის და არყის სარდაფები და ყველა წვრილმანი ჭურჭელი და საცვლებიც კი...""
ძმები მათ მხოლოდ ღვინის მარნის დაბრუნებას სთხოვენ, მრავალრიცხოვანი ოჯახის გადასარჩენად.
ჩეკამ კი მოისმინა და დაადგინა, რომ ღორის ჯაგარი უფრო ღირებული იყო კომუნისტებისთვის, ვიდრე რომელიმე საბჭოთა მოქალაქის სიცოცხლე...

თორნიკე ყაჯრიშვილი
გაგრძელება იქნება...
სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"
ლევან
26 იანვარი 2018 20:32
რომა ჯან, შენ ალბათ ჩეკისტების დროსაც გიცხოვრია, არა? აი ,,ტროიკებიც,, გემახსოვრება და შოთა რუსთაველის ბავშვობაც ხომ? თან რომ გეთანხმებიან კიდეც შენნაირები.
მოყმე ვინმე
22 ნოემბერი 2017 11:14
პატონო პაატა, შეგახსენებთ, რომ 21 წელს არა მხოლოდ უინკრები იბრძოდნენ საქართველოსთვის, არამედ რამდენიმეათასიანი ქართული ჯარი იცავდა მაშინ სამშობლოს და საკმაოდ თავდადებითაც, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს მოგეხსენებათ.. ის კი, რომ, თითქოს მხოლოდ 20 წლის ბიჭების ერთი ასეული იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და მეტი არავინ, ალბათ ბოლშევიკებისავე შექმნილი მითია გამიზნული.
romani
21 ნოემბერი 2017 13:08
რა საჭიროა ეს თითიდან გამოწოვილი ისტორიები გასაგებია რომ კომუნისტები ცუდები იყვნენ!
რას აგიჟებთ ბავშვებს სოროსის დაკვეთით > მე მიცხოვრია მაგ დროში და მახსოვს ყველაფერი .
ვისაც არ უცხოვრია ისინი გააგიჟეთ
კომუნისტების დროს ამხელა სხვაობა არ იყო ცხოვრების დონეში და უსამართლობა რაც ეხლა ხდება ამერიკის დაკვეთით
საქართველოში მაგ დროს სპორტიც კულტურაც და ცხოვრების დონეც უფრო მაღალი იყო ვიდრე ეხლაა

რედაქტორის რჩევით