"გოგონამ დრო იხელთა, ნაცისტ სერჟანტს იარაღი წაართვა და შილინგერს მუცელში ესროლა" - სასიკვდილო სტრიპტიზი ოსვენციმში - კვირის პალიტრა

"გოგონამ დრო იხელთა, ნაცისტ სერჟანტს იარაღი წაართვა და შილინგერს მუცელში ესროლა" - სასიკვდილო სტრიპტიზი ოსვენციმში

ეს ევროპელი ბალერინა ისტორაში ცეკვით არ შესულა, ფრანცისკა როზენბერგის სახელი საზოგადოებამ მისი მკვლელობი შემდეგ გაიგო.

ფოტოგალერეა

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. უნიჭიერეს ფრანცისკას ცეკვას ვარშავაში ერთ-ერთ წამყვან სკოლაში ასწავლიდნენ. მასზე აკეთებდნენ ფსონს, რომ გოგონა პოლონური საბალეტო ცეკვის ვარსკვლავი გახდებოდა. კარგად გამოსდიოდა ყველა სტილი, როგორც მოდენრი, ასევე კლასიკა. 1939 წელს გოგონამ ბლიუსელში ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ნათელი მომავალი არ იყო შორს, ეტრფოდნენ მაღალჩნოსნები და ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, შეეძლო დიდი მოცეკვავე გამოსულიყო, თუმცა სიტუაცია ნაცისტების გამოჩენამ შეცვალა...

23 წლის ფრანცისკა ამ პერიოდში ახალი გათხოვილი იყო, ის, როგორც ყველა სხვა ებრაელი, ვარშავის გეტოში მოხვდა. გოგონა იძულებული იყო ადგილობრივ თეატრ-კაბარეში Melody Palace -ში გამოსულიყო. მხოლოდ ეს აკავშირებდა მას წარსულ დიდებასთან. მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა, ფრანცისკა არ აპირებდა დიდი ხანი პატიმრობაში ყოფნას.

1942 წელს ნაცისტებმა ვარშავის ებრაელებს თავის გადასარჩენად ერთი შანსი მისცეს. დაპირდნენ, რომ ვისაც ნეიტრალური ქვეყნის პასპორტი ჰქონდა, ნაცისტ სამხედროებში გაცვლიდნენ. ასეთი საბუთი, რა თქმა უნდა, არც იმ ებრაელებს ჰქონდათ, რომლებიც გეტოში ცხოვრობდნენ და არც იმათ, ვინც ჯერ კიდევ გეტოს გარეთ იმალებოდნენ. გადარჩენის ამ საშუალებაზე ფიქრით ებრაული გეტოების მიწისქვეშა დაჯგუფებებმა მოახერხეს და შვეიცარიიდან დაიწყეს პასპორტების გადმოგზავნა, თუმცა ამ პასპორტის ფასი დღევანდელი ექვივალენტით, 20 ათას დოლარს მაინც აღწევდა, რაც ძალიან ძვირი იყო.

მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, ნაცისტები არავის გათავისუფლებას აპირებდნენ, ამ საბუთით, მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო თავის დაღწევა. პასპორტის მქონე ებრაელები პალესტინაში ტყვეობაში მყოფ ნაცისტ ჯარისკაცებზე გადაცვალეს. ხოლო სამი ათასი ებრაელი, რომელთაც მაინც შეიძინეს პასპორტი, სხვადასხვა გეტოებში დაიღუპა.

"სიცოცხლის საშვის" შეძენის შემდეგ, ებრაელებს ერთ-ერთ სასტუმროში ანთავსებდნენ, ამ სასტუმროში მოხვდა ფრანცისკა მანიც. მას გეტოდან თავის დასაღწევად ძვირადღირებული პასპორტი ან რომელიმე თაყვანისმცემელმა აჩუქა , ანაც თავად შეიძინა გადამალული ძვირფასეულობით.

1943 წელი იდგა, სასტუმროში ნაცისტური პოლიცია მივიდა და 300 მაცხოვრებელი თითქოს ჯარისკაცებზე გადასაცვლელად წაიყვანა, 3 ათასამდე ადამიანი კი რატომღაც სხვა ბანაკში გადაიყვანეს, მათ თავისუფლებაზე უარი ეთქვათ. ამ მრავალრიცხოვან ჯუფში მოხვდა ფრანცისკაც. ისინი თავისუფლების ნაცვლად ოსვენციმის ბანაკთან მიიყვანეს, სადაც  ღიმილით შეხვდნენ ებრაელებს და პირველ ეტაპზე აუცილებელი დეზინფექციისთვის შხაპის მიღება და სამოსის გახდა მოსთხოვეს.

ფრანცისკა, სხვა ქალებთან ერთად, ერთ-ერთ შენობაში შეიყვანეს, რომელიც გასახდელი იყო, იქიდან კი გზა მხოლოდ გაზის კამერისკენ მიდიოდა... ჰაერში საშინელი და უცნაური სუნი ტრიალებდა, ქალები დარწმუნდნენ, რომ ჭორები თითქოს ნაცისტები ებრაელებს აწამებდნენ, სიმართლე იყო... მათ, ვინც საკუთარი ნებით არ იხდიდნენ, თან სამოსში ძვირფასეულობას მალავდნენ, ბრძანების შესრულებას იარაღის მუქარით აიძულებდნენ. ბადრაგი აღარ იყო ისეთი კეთილგანწყობილი, როგორც ოსვენციმის შემომსასვლელში დაუხვდათ. ფრანცისკასთვის ყველაფერი ნათელი იყო, თუმცა ის ასე მარტივად არ აპირებდა სიკვდილს...

მაშინ, როცა სხვები სწრაფად იხდიდნენ, ფრანცისკა ნელა მოძრაობდა და თან ფიქრობდა... ამ დროს შეამჩნია, რომ გერმანელი სამხედროები მიაშტერდნენ...

ახალგაზრდა ქალმა ნელი მოძრაობებით ცეკვა დაიწყო, ტანსაცმელს ნელ-ნელა იხდიდა და იატაკზე ისროდა... მისმა ულამაზესმა მოძრაობებმა მონუსხა ნაცისტები, ისინი უკვე ვეღარაფერს ამჩნევდნენ ფრანცისკას ლამაზი სხეულის გარდა.

სტრიპტიზმის მოცეკვავედ გადაქცეულმა ბალერინამ დრო იხელთა, უეცრად სერჟანტ ემერიხს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ესროლა, სერჟანტმა სისხლი მოიწმინდა, რა დროსაც ფრანცისკამ ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და ოსვენციმში სისასტიკით გამოირჩეულ შილინგერს მუცელში ესროლა... იარაღის გასროლა გასახდელში მყოფი ქალებისთვის თითქოს ნიშანი იყო და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა სიცოცხლისთვის. ქალებმა ერთ-ერთს ცხვირი მოაჭამეს, მეორე სამხედროს კი თავზე კანი ააცალეს. როცა დაშავებული სამხედროები გარეთ გამოიყვანეს, ზონდერ ბრიგადის მეთაურმა ბრძანება გასცა და გასახდელი გარედან დაეცხრილათ.

ამ საშინელი ისტორიის ერთ-ერთი ცოცხალი მოწმე ზონდერბრიგადის წევრი - სლავი ებრაელი ფილიპ მიულერი იყო. მან ეს შემთხვევა მემუარებში გაიხსენა.

დაცხრილვას გადარჩენილი ფრანცისკას და სხა ქალების ბედი როგორ წარიმართა ამაზე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, ის  სხვა აჯანყებულებთან ერთად ჯერ აწამეს, შემდეგ #4 კრემატორიუმში გაგზავნეს. მეორე ვერსიით, ფრანცისკა და სხვა ქალები სხვების დასანახად საჯაროდ დახვრიტეს და მერე დაწვეს.

მნიშვნელოვანია, რომ ნაზმა ბალერინამ საკუთარი მაგალითით სხვებს დაანახა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უნდა ებრძოლათ და ბოროტებასთან დაპირისპირების არ შეშინებოდათ. როგორც ამბობენ,  მაშინაც კი, როცა ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ არ მთავრდება, ყოველთვის რჩება ბოლო ბრძოლა - ბრძოლა ღირსეული სიკვდილისთვის. ბოლო ბრძოლა ებრაელმა ბალერინამ მოიგო.(წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

თარგმნა ეკა გადახაბაძემ