"შაშურკინი ძალიან ახლოს იყო ბერიასთან" - ვინ იყო ჯალათი, რომელმაც არაერთი ცნობილი ქართველი დახვრიტა? (ვიდეო)
21-11-2017
კომუნიზმმა ახალი პროფესია წარმოშვა. პროფესია ჯალათი - ადამიანთა დამხვრეტი. საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების სიცოცხლის დასასრული ორ კაპიკიანი ტყვიით. შსს-ს არქივში ათასეულობით ტომებია დაცული დახვრეტილთა შესახებ, მაგრამ მწირია ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ აღასრულებდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას. ერთ-ერთი ასეთი, ვისაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდა, ზახარ შაშურკინი გახლდათ. სავარაუდოდ, მის მიერ გასროლილ ტყვიებს ემსხვერპლნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი და უცნობი ადამიანები.

ჯალათზე შსს-ს არქივში, მხოლოდ ავტობიოგრაფიაა დაცული, სადაც
დემოგრაფიული მონაცემები და სამუშაო გამოცდილებაა აღნიშნული. საარქივო მასალებში გაბნეულია ჩეკას თანამშრომელთა ჩვენებები, სადაც შაშურკინის სამუშაო პროცესში მომხდარ ისტორიებს ვეცნობით. საბჭოეთის მთავარი სისხლისმღვრელი ჯალათის ფსიქოპორტრეტზე მწირია ინფორმაცია, თუმცა საქმეებში მრავლადაა მის მიერ მოკლული ადამიანების შესახებ დახვრეტის ოქმებში ხელმოწერები.

მიუხედავად შაშურკინის შემზარავი სამუშაო სპეციფიკისა, ის საზოგადოებაში სხვადასხვა
როლს წარმატებით ასრულებდა... ოჯახში დესპოტი, ნაცნობებთან გულღია შაშურკინი და სამსახურში ბინძური საქმეების ერთგული შემსრულებელი... ასეთია მისი პიროვნება. მის დესპოტიზმზე მეტყველებს ცოლის შერთვის ისტორიაც... როგორც ირკვევა, ზახარს დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროინდელ სახელმწიფოში. შაშურკინს არაფრის და არავის შიში არ გააჩნდა.

იყო ჯალათი, მუშაობდე ადამიანების ხოცვისთვის ეს განაჩენია. განაჩენი, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოჰქონდათ ნებაყოფლობითი ჯალათობისთვის... არგუმენტი სისტემამ შექმნა ჯალათი სადაო საკითხია... სისტემის სისხლიან ეპოქას წინ აღუდგენენ დახვრეტილები, გადასახლებულები, აგონიაში მყოფი ქართველები... საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ადამიანური ფასეულობები.

თორნიკე ყაჯრიშვილი

გუგა
22 ნოემბერი 2017 16:24
,,პროფესია ჯალათი" კომუნიზმმა როგორ წარმოშვა,კომუნისტებამდე ჯალათები არ იყვნენ?რას არ გაიგებ...
smrzy)))
22 ნოემბერი 2017 13:03
შაშურკინის არ ვიცი და ბერია ვითომ იყო ჯალათი და ამოხოცა ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები ეს არის დიდი სისულელე, რომ ეს მისი ინიციატივით მოხდა...ყველაფერი ხრუშჩოვმა და ძმათა მისმა გადააბრალეს, თითქოს მანიაკი, ადამიანების რისხვა და ურჩხული იყო...წაიკითხეთ მისი ერთადერთი ვაჟის ისტორია ბერიაზე, ის უშუალოდ თვითმხილველი იყო ისტორიული ფატქების და მამამისის ქმედებებს ასე თუ ისე ობიქეტურ შეფასებას ანიჭებს, რომლებიც დრო და პროვოკატორებმა სხვანაირი რაკურსით წრმოგვიდგინეს...
გიორგი
22 ნოემბერი 2017 10:21
ეს შაშურკინი შაშკინის ბაბუაა.

რედაქტორის რჩევით