"პარიჟის არისტოკრატებივით ტანთცმა..." - ჯინსები, გრძელი თმა და ლამბერსექსუალი გურულები მე-19 საუკუნეში
"პარიჟის არისტოკრატებივით ტანთცმა..." - ჯინსები, გრძელი თმა და ლამბერსექსუალი გურულები მე-19 საუკუნეში
მომხიბვლელად გამოიყურებიან გურულები ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოზე. მათ ევროპულ წესზე ყაბალახის ქვემოდან გრძლად მოშვებული თმაც მოუჩანთ

ქართველებს ლამაზად ჩაცმა გვიყვარს და ამაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ამ სილამაზეში ერთი ისეთი ფენომენი ბრწყინავს, მასზე ლაპარაკი არასდროს მოგწყინდება. ეს გურია, გურულები და ჩაცმა-დახურვისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება გახლავთ!

გურულები ომშიც ისე ჩაცმულ-დახურული მიდიოდნენ, როგორც ქორწილში! ამის დასტურად სახელგანთქმული ერმაკოვის ფოტოებიც კმარა - 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომისას მებრძოლი
გურულები ისე არიან გამოწყობილები, თვალი დაგრჩებათ.


თუმცა, სანამ გურულ კაცებზე მოგახსენებთ, მანამდე სოფელ ნაგომარის ბაზრობაზე "გამოფენილი" გურული ქალების ჩაცმულობა უნდა გავიხსენოთ, რომლებზეც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს გაზეთი "დროება" გაოცებული წერდა: "რკინის ბორკილიც" რომ მოაბათ, ვერ გარეკავთ აქედან გამოპრაჭულ სოფლის ქალებს,…რამდენადაც ოზურგეთში პარიჟის არისტოკრატების ტანთცმა და ქცევა მისაბაძავათ აქვთ!"
გურული ქალი -  ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ხედავთ?! თქვენც ხომ წარმოიდგინეთ, როგორ დასეირნობდნენ
ბაზარში ეს ქალბატონები. რაც შეეხება ერმაკოვის ფოტოებზე აღბეჭდილ გურულებს... ამ ომის დროს თურქეთმა, აჭარასთან ერთად, საქართველოსთვის გურიის წართმევაც გადაწყვიტა და გურულები ფეხზე დადგნენ.

ვლადიმერ ბარკანოვის ფოტო
მათ გადაწყვიტეს - თუ სიკვდილია, ბარემ ლამაზად ჩაცმულები დავიხოცოთო და რაც საუკეთესო გააჩნდათ, ტანზე მოირგეს.
მომხიბვლელად გამოიყურებიან გურულები ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოებზეც. მათ ევროპულ წესზე ყაბალახის ქვემოდან გრძლად მოშვებული თმაც მოუჩანთ.
დათა გუგუნავა, მომღერალი და ლოტბარი, გურიის დრუჟინის მეთაური - დიმიტრი ერმაკოვის ფოტო
საინტერესო სანახავები არიან გურული მილიციონერები ფრანგი ფოტოგრაფის, პოლ ნადარის ფოტოებზე მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს. ისინი ბათუმში რუსეთის იმპერატორმა გაამწესა პოლიციელებად თურქების ჯინაზე, რომელთაც ძირძველი ქართული აჭარა ხელიდან გამოჰგლიჯეს.
გურული მილიციონერები - პოლ ნადარის ფოტო
ამის შემდეგ, ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, არც - მეტი, არც - ნაკლები, წელს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ქარხანა იხსნება და თქვენ მერე ნახეთ გურულების ჩაცმა-დახურვა!

ქარხანა უკვე აშენებულია. ამბობენ, აქ პირველად ჯინსებს შეკერავენ, მერე კი იმ მოდელებს, რომლებზეც მოდის მიმდევარი ქალბატონები "ჭკუას კარგავენ", თუმცა, ალბათ, გურულებს ვერანაირი მოდის ტენდენცია ვერ გააკვირვებს - ოზურგეთში ცნობილი ბრენდის ქარხნის აშენებამაც დაადასტურა, რომ გურულები კი არ მიდიან მოდასთან, არამედ მოდა მიდის მათთან!

ცნობისთვის: ლამბერსექსუალი - მამაკაცური მოდური სტილის ტენდენცია, მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი, ოდნავ უხეში შესახედაობა.


ეთერ ერაძე
პოლ ნადარი
მაია
03 ივლისი 2018 15:46
დიახაც,ძალიან დახვეწილი გემოვნება გვაქვს გურულებს.სულ ფრანციცულ მოდას ვადევნებთ თვალს.
მაია
19 თებერვალი 2018 16:13
გოუმარჯოს გურულებს!!!!!
loki
19 თებერვალი 2018 10:14
აქ საუბარი ''მოძმე'' თურქეთზეა?/////////////////
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები